ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
როდესაც კაცს აკლია სასოება და სარწმუნოება იგი შეიქმნება თავის მოყვარე, მას აღარ აქვს კაცის სიბრალული, იგი ჰფიქრობს მხოლოდ თავის კმაყოფილებაზე.
ნუ იფიქრებ, რომ მდიდარი წარწყმდა მხოლოდ მისთვის, რომ სიმდიდრე ჰქონდა, ანუ ღარიბი სცხონდა მარტო სიღარიბით. სიმდიდრე თავის თავად ვერც აცხოვნებს, ვერც წარწყმედს კაცსა, არამედ მოხმარება სიმდიდრისა, მზგავსადვე სიღარიბეც. სულის ცხოვნება... იხილეთ სრულად
სულიერსა ცხოვრებასა შინა მღვიძარეობა არის საჭირო პირველად მისთვის, რათა დაიფარო შენი სული და გული ყოველთა შენის სჯულისა და სასოებისა და სარწმუნოების წინააღმდეგთა და მავნებელთა ჰაზრთა და შეგონებათაგან; მეორედ მისთვის, რათა შეიძინო ... იხილეთ სრულად
თუ ქრისტიანემ დაიძინა, მღვიძარე არ არის ის და ფრთხილად არ იქცევა, ადვილად შთავარდება იგი განსაცდელსა შინა და მოაკლდება სარწმუნოებასა, ესე იგი, სულიერსა თვისსა სიცოცხლესა, სულიერსა საუნჯესა.
მხნე იყვენით და განძლიერდით, იტყვის მოციქული პავლე. მხნეობა მღვიძარებაზე უმჯობესი და უდიდესი თვისება არის. მხნეობა არის ძალა და სიმტკიცე კაცის სულისა. მხნე კაცი ის არის, რომელიც ყოველს საქმეს და შრომას ასრულებს ხალისიანად და სასოე... იხილეთ სრულად
აღსრულება ქრისტეს მცნებათა მოითხოვს ჩვენგან დაუძინებელსა შრომასა და შეურყეველსა მხნეობასა
რომელთა უვიან ძენი და ასულნი და უყვარან იგინი, ადრითგანვე იფიქრონ სწავლა და აღზრდა მათი; ადრითგანვე დანერგონ გულთა შინა მათთა ყოველი კეთილი ზნეობა და ჩვეულება.
მშობელნი უნდა ეცადნენ, რომ თვით საკუთარი მათი სახლი და ოჯახი გარდაიქცეს საღმრთო საყდრად, აღმზრდელად და განმანათლებელად თვისთა შვილთა და ასულთა.
იმ სახით აღზრდა შვილისა, რომ ყოველთვინ მან იქონიოს კეთილი ხასიათი, არის ფრიად მძიმე და ძნელი საქმე და მოითხოვს დიდსა და გაუწყვეტელსა მეცადინეობასა მშობელთაგან.
ნუ გგონია, ძმაო ჩემო, რომელ ცოდვა და მადლი, კეთილი ანუ ბოროტი ზნეობა, კარგნი ანუ ავნი მიდრეკილებანი ადამიანის გულში გაჩნდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი არის მოსული ჰასაკსა შინა? არა, თითქმის იჟამითგანვე, ოდეს შვილნი შენნი არის ჩჩ... იხილეთ სრულად