თუ კაცი ვინმე ჩავარდა ხელთა შინა სოფლიურთა მსაჯულთასა, ანუ მიეცა ქვეყნიურსა სოფელსა სამართალსა შინა, მაშინ არ იქნება ცოდვა, და შეუძლია მოძებნოს და წარმოადგინოს სხვადასხვა მიზეზები, რომელნიც ანუ გაამართლებენ მას, ანუ შეამსუბუქებენ ...
იხილეთ სრულად
თუ კაცი ვინმე ჩავარდა ხელთა შინა სოფლიურთა მსაჯულთასა, ანუ მიეცა ქვეყნიურსა სოფელსა სამართალსა შინა, მაშინ არ იქნება ცოდვა, და შეუძლია მოძებნოს და წარმოადგინოს სხვადასხვა მიზეზები, რომელნიც ანუ გაამართლებენ მას, ანუ შეამსუბუქებენ მისსა ბრალსა. რისთვის? მისთვის, რომელ მსაჯულნი მისნი არიან კაცნი, ქვეშევრდომნი შეცდომისა, შეიძლება, რომ იმათ კარგად ვერ შეიტყონ მისი სიმართლე. გარნა, სრულიად სხვა არის, როდესაც კაცი წარსდგება წინაშე ღვთისა, ან თავისი სინ...
ესრეთი თვისება აქვს დაცემულსა ბუნებასა კაცისასა: იგი ყოველთვის ცდილობს, რომ ცუდნი თავისნი თვისებანი და საქმენი დაჰფაროს, და გაამართლოს რომლითამე კეთილითა მიზეზითა. კარგად იცოდა დავით წინასწარმეტყველმა ესრეთი თვისება კაცის ბუნებისა...
იხილეთ სრულად
ესრეთი თვისება აქვს დაცემულსა ბუნებასა კაცისასა: იგი ყოველთვის ცდილობს, რომ ცუდნი თავისნი თვისებანი და საქმენი დაჰფაროს, და გაამართლოს რომლითამე კეთილითა მიზეზითა. კარგად იცოდა დავით წინასწარმეტყველმა ესრეთი თვისება კაცის ბუნებისა და მისთვის წარსთქვა ეს მშვენიერი ლოცვა ღვთისადმი: „ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა, მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა, კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“ (ფსალ. 140.4). ესე იგი, ნუ გააჩენ ჩემს გულში ი...
წმინდა სანთლის ანთებით მსახურება და შეწირვა ღვთისადმი მით არის კარგი რომელ, პირველად, იგი შეუძლია აღასრულოს ყოველმა კაცმა, ესე იგი, არა თუ მდიდარმა და შეძლებულმა, არამედ თვით უღარიბესმა. ღმერთი უყურებს არა რაოდენობასა შესაწირავისა...
იხილეთ სრულად
წმინდა სანთლის ანთებით მსახურება და შეწირვა ღვთისადმი მით არის კარგი რომელ, პირველად, იგი შეუძლია აღასრულოს ყოველმა კაცმა, ესე იგი, არა თუ მდიდარმა და შეძლებულმა, არამედ თვით უღარიბესმა. ღმერთი უყურებს არა რაოდენობასა შესაწირავისასა, არამედ ერთგულებასა შემწირველისასა. მეორედ, იმ ფულით, რომელიც რჩება ეკლესიაში გაყიდული სანთელისაგან, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღვთის სათნო საქმე სრულდება.
ყოველთა შორის ურიცხვთა ქვეყნიერთა ნივთიერებათა, განგებ გამორჩეულ არს წმინდა სანთელი ძღვნათ ღვთისა, მისთვის რომელ იგი არის შედგენილი ტკბილისა და კეთილსუნნელისა მასალისაგან, ესე იგი, თაფლისაგან, რომელსა ფუტკარი შეკრებს სხვათა და სხვ...
იხილეთ სრულად
ყოველთა შორის ურიცხვთა ქვეყნიერთა ნივთიერებათა, განგებ გამორჩეულ არს წმინდა სანთელი ძღვნათ ღვთისა, მისთვის რომელ იგი არის შედგენილი ტკბილისა და კეთილსუნნელისა მასალისაგან, ესე იგი, თაფლისაგან, რომელსა ფუტკარი შეკრებს სხვათა და სხვათა ყვავილთაგან. მაშასადამე, იგი არს ყოველ ნივთთა შორის უმშვენიერესი და უწმინდესი. გარნა, მეორე მნიშვნელობაც აქვს ანთებულს სანთელს. იგი ანათლებს და ათბობს გარემოს თვისსა. იგი გამოხატავს მადლსა სულისა წმინდისასა, რომელი ე...
სხვათა შესაწირავთა და მსახურებათ შორის, რომლითა ქრისტიანე კაცს შეუძლია დაამტკიცოს თვისი ერთგულება და სასოება ღმერთზე, ძველთაგანვე მიღებულ არს ანთება ეკლესიაში წინაშე ხატთა წმინდა სანთლისა. რას ნიშნავს ეს ჩვეულება? რას მოასწავებს წ...
იხილეთ სრულად
სხვათა შესაწირავთა და მსახურებათ შორის, რომლითა ქრისტიანე კაცს შეუძლია დაამტკიცოს თვისი ერთგულება და სასოება ღმერთზე, ძველთაგანვე მიღებულ არს ანთება ეკლესიაში წინაშე ხატთა წმინდა სანთლისა. რას ნიშნავს ეს ჩვეულება? რას მოასწავებს წინაშე ხატისა ანთებული სანთელი? როგორადაც ახსნიან წმინდანი მამანი, როდესაც კაცი სანთელს აღანთებს წინაშე ხატისა, ამით იგი ხილულითა ნივთითა გამოუცხადებს ღმერთსა, რომელ მისი გულიც და სულიც არის ანთებული ერთგულებითა, სიყვარულ...
ხორცნიცა ჩვენი უნდა დავიცვათ და მოვამზადოთ, ძმანო ჩემნო, მომავალისა ცხოვრებისთვის, მარხვით, მოთმინებით, სიწმინდით. იგიც იქმნება მოზიარე მომავალისა ნეტარებისა, ანუ ტანჯვისა.
სხეული ჩვენი შემდგომად აღდგომისა შეიქმნება სულიერი, ჰაეროვანი, მსუბუქი და უკვდავი. მაცხოვარსა შემდგომად აღდგომისა ჰქონდა იგივე სახე ხორციელი, იგინივე ასონი, მისს საღმრთო ხორცზედ იხედებოდნენ სახე სამსჭვალთა, ეკლის გვირგვინისა. თომა...
იხილეთ სრულად
სხეული ჩვენი შემდგომად აღდგომისა შეიქმნება სულიერი, ჰაეროვანი, მსუბუქი და უკვდავი. მაცხოვარსა შემდგომად აღდგომისა ჰქონდა იგივე სახე ხორციელი, იგინივე ასონი, მისს საღმრთო ხორცზედ იხედებოდნენ სახე სამსჭვალთა, ეკლის გვირგვინისა. თომამ თითითა თვისითა განიხილა ხელნი მისნი, ფერხნი და გვერდნი. გარნა ამასთანავე მისი სხეული სულ სხვანაირი იყო, სიმძიმე ანუ ხენეშობა, ანუ რაიმე სოფლიური განხრწნადი მასალა არა ჰქონდა. ჩვენი ხორციც, ძმანო ჩემნო, შეიქმნება ეგრეცა...
მომავალსა შინა საუკუნესა ჩვენ შევალთ ახალსა შინა წრესა ცხოვრებისასა, რომელსა შინა გამზადებული არის ნეტარება მათთვის, რომელნი დაუცხრომელად იღვწოდნენ ამ ქვეყანაში. შემდგომად სიკვდილისა, სული ჩვენი, განთავისუფლებული ყოვლისა სოფლიურის...
იხილეთ სრულად
მომავალსა შინა საუკუნესა ჩვენ შევალთ ახალსა შინა წრესა ცხოვრებისასა, რომელსა შინა გამზადებული არის ნეტარება მათთვის, რომელნი დაუცხრომელად იღვწოდნენ ამ ქვეყანაში. შემდგომად სიკვდილისა, სული ჩვენი, განთავისუფლებული ყოვლისა სოფლიურისა მწუხარებისა და ამოებისაგან, დაუბრკოლებლად გაშლის, გაავრცელებს თვისთა თვისებათა და ღონეთა, გავა ვრცელსა ზედა ასპარეზსა ცხოვრებისა და მოქმედებისასა, თანდათან მიეახლება ღმერთსა, წყაროსა ყოვლისა კეთილობისა და ნეტარებისასა....
იმ ქვეყანაში ჩვენ გადვიტანთ აქითგან ყოველთა სულიერთა ჩვენთა თვისებათა. აქეთგან გაგვყვება ჩვენ ყოველი ჩვენი ღირსება და თვისება, ნაკლულევანებაცა, ცოდვაცა და მადლიც. მართლაც, თუ უკვდავსა სულსა სიკვდილი ვერ შეეხება, იგი ვერც მოაკლებს ...
იხილეთ სრულად
იმ ქვეყანაში ჩვენ გადვიტანთ აქითგან ყოველთა სულიერთა ჩვენთა თვისებათა. აქეთგან გაგვყვება ჩვენ ყოველი ჩვენი ღირსება და თვისება, ნაკლულევანებაცა, ცოდვაცა და მადლიც. მართლაც, თუ უკვდავსა სულსა სიკვდილი ვერ შეეხება, იგი ვერც მოაკლებს მას საკუთართა მისთა თვისებათა, რომელნიც მან შეიძინა ამ ქვეყანაში. სიკვდილი ვერ წაართმევს სულსა კაცისას ყოველსა, რითაც თითოეული კაცი განსხვავდება სხვათა პირთაგან. და თუ ეს ასეა, ძმაო ჩემო, თუ აქედგან გაგყვება შენ ყოველნი ...
შემდგომად გარდაცვალებისა ჩვენ არ გვეკარგება ხსოვნა, წარმოდგენა ყოვლისა, რასაც ამ სიცოცხლეში ვიქმთ. უფალი იესო ქრისტე შემდგომად აღდგომისა თვისისა იყო იგივე, როგორც სიკვდილამდი. სიკვდილმა არ მოსპო მის შორის მეხსიერება იმისა, რასაც ი...
იხილეთ სრულად
შემდგომად გარდაცვალებისა ჩვენ არ გვეკარგება ხსოვნა, წარმოდგენა ყოვლისა, რასაც ამ სიცოცხლეში ვიქმთ. უფალი იესო ქრისტე შემდგომად აღდგომისა თვისისა იყო იგივე, როგორც სიკვდილამდი. სიკვდილმა არ მოსპო მის შორის მეხსიერება იმისა, რასაც იტყოდნენ მასზედა წინასწარმეტყველნი, რაც აღუთქვა მან მოწაფეთა თვისთა. შემდგომად სიკვდილისა იმასვე ასწავლიდა მოწაფეთა თვისთა, რასაც სიკვდილამდე.