ჩვენთვის დაითმინა მან (ქრისტემ) ყოველი, ჩვენთა ცოდვათა აღიყვანეს იგი ჯვარსა ზედა. რით უნდა გადავიხადოთ ჩვენ მის წინაშე ეგოდენი მისი ქველისმოქმედება? „რა მივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი მომაგო მე? (ფს. 115). მივაგოთ იგივე, რაიცა ...
იხილეთ სრულად
ჩვენთვის დაითმინა მან (ქრისტემ) ყოველი, ჩვენთა ცოდვათა აღიყვანეს იგი ჯვარსა ზედა. რით უნდა გადავიხადოთ ჩვენ მის წინაშე ეგოდენი მისი ქველისმოქმედება? „რა მივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი მომაგო მე? (ფს. 115). მივაგოთ იგივე, რაიცა მან მოგვაგო. მან თვისი სიცოცხლე ჩვენ შემოგვწირა, ჩვენც ჩვენი თავი, ჩვენი სიცოცცხლე მას უნდა შევსწიროთ; მისნი უნდა ვიყოთ, მას უნდა დავუსაკუთროთ ჩვენი თავი; ყოველი ნაბიჯი მისდა სადიდებლად უნდა იყოს, ვითარცა იტყვის მოციქული...
ვისწავლოთ შერიგება, მადლი, მშვიდობა. ჯვარსა ზედა ცხადად დაწერილ არს: არა ნებავს ღმერთსა სიკვდილი ცოდვილისა, არამედ რათა მოიქცეს და სცხოვნდეს. ხელით წერილი ცოდვათა ჩვენთა დაიხია. მაცხოვარს ხელები აქვს განპყრობილი, რათა მოეხვიოს ყოვ...
იხილეთ სრულად
ვისწავლოთ შერიგება, მადლი, მშვიდობა. ჯვარსა ზედა ცხადად დაწერილ არს: არა ნებავს ღმერთსა სიკვდილი ცოდვილისა, არამედ რათა მოიქცეს და სცხოვნდეს. ხელით წერილი ცოდვათა ჩვენთა დაიხია. მაცხოვარს ხელები აქვს განპყრობილი, რათა მოეხვიოს ყოველთა ცოდვილთა, მონანულთა. დაუფასებელი სისხლი დაითხია ცოდვათა ჩვენთათვის, ავაზაკი ცხონდა. ხმამაღლა ქადაგებს ჯვარი: ყოველი კაცი მიიღებს ამიერ შენდობასა, მადლსა, მშვიდობასა, თუ მოიტანს სინანულსა.
ჯვარი არის ჩვენი სამსჯავროცა. ცოდვილი შემნანებელი ჯვარითგან მიიღებს უდიდესსა ნუგეშსა, ვინაითგან მაცხოვარმა ჭეშმარიტად ივნო და შეგვარიგა ზეციერს მამასთან. გარნა შეუნანებელი ცოდვილისათვის ჯვარი არის საშინელი სამსჯავრო და სასჯელი. ვი...
იხილეთ სრულად
ჯვარი არის ჩვენი სამსჯავროცა. ცოდვილი შემნანებელი ჯვარითგან მიიღებს უდიდესსა ნუგეშსა, ვინაითგან მაცხოვარმა ჭეშმარიტად ივნო და შეგვარიგა ზეციერს მამასთან. გარნა შეუნანებელი ცოდვილისათვის ჯვარი არის საშინელი სამსჯავრო და სასჯელი. ვისთვისაც ჯვარი ქრისტესი არ არის სასწავლებელი, მისთვის იგი გარდაიქცევა სამსჯავროდ, დასასჯელად. მეორესა საშინელსა მოსვლასა ქრისტე გამოჩნდება ჯვარითა თვისითა. მონანულნი ცხონებულნი გაიხარებენ; ცოდვილნი იქმნებიან ზარ–განხდილნი...
ვისწავლოთ სიმდაბლე. თუ ოდესმე, ძმაო, გულში გაგიჩნდეს მაღალი ჰაზრი, თავხედობა, შეხედე ჯვარსა. რას დაინახავ? მას ზედა დამოკიდებულია დიდება ღვთისა. ჩვენ ისე ღრმად დავეცით, რომ ძე ღვთისა სისხლსა თვისსა ღვრის და კვდება ჩვენთვის.
ჯვარი გვასწავლის, რათა ჩვენცა ჯვარს ვაცვათ ხორცნი ჩვენნი ქრისტესთან. სხვა გზით, გარეშე ჯვარისა, არ შეეძლო ქრისტეს გამოხსნა და ცხონება ჩვენი. არც ჩვენ შეგვიძლია, ძმანო ჩემნო, ვეზიაროთ მისსა მაცხოვარებასა, თუ ჯვარს არ ვაცვამთ ხორცთა...
იხილეთ სრულად
ჯვარი გვასწავლის, რათა ჩვენცა ჯვარს ვაცვათ ხორცნი ჩვენნი ქრისტესთან. სხვა გზით, გარეშე ჯვარისა, არ შეეძლო ქრისტეს გამოხსნა და ცხონება ჩვენი. არც ჩვენ შეგვიძლია, ძმანო ჩემნო, ვეზიაროთ მისსა მაცხოვარებასა, თუ ჯვარს არ ვაცვამთ ხორცთა ჩვენთა. ქრისტესთა (მათ ვინც ქრისტეს ეკუთვნის) ხორცნი მათნი ჯვარს აცვინ ვნებითურთ და გულისთქმით.
ჯვარი ქრისტესი გვასწავლის სიყვარულსა. ჩვენ ვებრალებოდით მას, ჩვენმა სიყვარულმა აღიყვანა იგი ჯვარზე. თვით ჯვარზე ჩამოკიდებულმა, საშინელსა ტანჯვასა შინა მყოფმა, არ მოიკლო მან სიყვარული. გაიხსენეთ მისი სიტყვები: „მამაო, მიუტევე ამათ,...
იხილეთ სრულად
ჯვარი ქრისტესი გვასწავლის სიყვარულსა. ჩვენ ვებრალებოდით მას, ჩვენმა სიყვარულმა აღიყვანა იგი ჯვარზე. თვით ჯვარზე ჩამოკიდებულმა, საშინელსა ტანჯვასა შინა მყოფმა, არ მოიკლო მან სიყვარული. გაიხსენეთ მისი სიტყვები: „მამაო, მიუტევე ამათ, არ იციან, რასა იქმონენ“; ანუ გაიხსენეთ, რა უთხრა მასთან ჯვარცმულსა ავაზაკსა: „ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემთან იყო სამოთხესა შინა“; ხოლო დედასა თვისსა ჩააბარებს საყვარელსა თვისსა მოწაფესა. რაც გინდა გაყინული ჰქონდეს კაცს გუ...
ჯვარი, თუ ჯეროვნად ვუმზერთ მასზედა ჯვარცმულსა, გვასწავლის ჩვენ სრულსა მოთმინებასა. რა მოთმინებით მიიღო უფალმან თვით უსაშინელესი ტანჯვანი, ამას კაცის გონება ვერ წარმოიდგენს. იგინი იყვნენ არა თუ მარტო ხორციელნი, არამედ ცალკე სულიც მ...
იხილეთ სრულად
ჯვარი, თუ ჯეროვნად ვუმზერთ მასზედა ჯვარცმულსა, გვასწავლის ჩვენ სრულსა მოთმინებასა. რა მოთმინებით მიიღო უფალმან თვით უსაშინელესი ტანჯვანი, ამას კაცის გონება ვერ წარმოიდგენს. იგინი იყვნენ არა თუ მარტო ხორციელნი, არამედ ცალკე სულიც მისი იტანჯებოდა. არ იყო ქვეყანაზე ტანჯვა და ტკივილი, ვითარცა მისი. და ესრეთ თუ ვისმე თქვენგანსა ეწვიოს მწუხარება, სევდა, ტანჯვა, შეხედეთ ჯვარსა მისსა და ისწავლეთ მოთმინება.
ჯვარი ქრისტესი არის თვით შუაგული ადგილი, რომელსა ზედა შეიკრიბებიან და შეერთდებიან ყოველნი სწავლანი და ჭეშმარიტებანი ჩვენისა წმინდისა სარწმუნოებისანი. ჩვენი დაცემა და აღდგინება, ცოდვა და მადლი, მართლმსაჯულება და მოწყალება – ეს ყოვე...
იხილეთ სრულად
ჯვარი ქრისტესი არის თვით შუაგული ადგილი, რომელსა ზედა შეიკრიბებიან და შეერთდებიან ყოველნი სწავლანი და ჭეშმარიტებანი ჩვენისა წმინდისა სარწმუნოებისანი. ჩვენი დაცემა და აღდგინება, ცოდვა და მადლი, მართლმსაჯულება და მოწყალება – ეს ყოველი წაიკითხება ჯვარსა ზედა. „ჯვარი არის სასწავლებელი, – იტყვის ნეტარი ავგუსტინე, – სადაცა მასწავლებელი უსიტყვოდ გვასწავლის ჩვენ ძელითგან, რომელსა ზედა დამოკიდებულია“. გარნა ამასთანავე იგივე ჯვარი არის ჩვენი სამსჯავრო.
მაცხოვარმა ჯვარზე ყოველივე აღასრულა: აასრულა ის საქმე, რომლისათვისაც მოვლინებული იყო ზეციდგან, მიაღწია იმ მიზანს, იმ ადგილს, რომლისკენ მიისწრაფებოდა თვისითა ვნებითა და მწუხარებითა; მან მოსპო, განაქარვა მწუხარება ყოველთა კაცთა, მის...
იხილეთ სრულად
მაცხოვარმა ჯვარზე ყოველივე აღასრულა: აასრულა ის საქმე, რომლისათვისაც მოვლინებული იყო ზეციდგან, მიაღწია იმ მიზანს, იმ ადგილს, რომლისკენ მიისწრაფებოდა თვისითა ვნებითა და მწუხარებითა; მან მოსპო, განაქარვა მწუხარება ყოველთა კაცთა, მისთვის რომ ვისაც კი ახსოვს მისი საქმე, ვინც დადგება მისი ჯვარის ქვეშა, მიილტვის მისკენ და ზეცისაკენ, მზგავსად მისსა, გზითა ვნებისა და შრომისათა, იგი თვითონაც საკუთარს თვისსა მწუხარებასა არარად შერაცხს. მან ჯვარითა თვისითა ...