ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
არ შეიძლება, არ ითქვას ისეთი მძიმე ცოდვის შესახებ, როგორიც ნარკომანიაა. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, სისუსტეს იჩენს და სხვადასხვა პრობლემისაგან თავის დახსნას ნარკოტიკებით ცდილობს; მაგრამ ეს ილუზიაა; ნარკოტიკები ცხო...
იხილეთ სრულად
არ შეიძლება, არ ითქვას ისეთი მძიმე ცოდვის შესახებ, როგორიც ნარკომანიაა. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, სისუსტეს იჩენს და სხვადასხვა პრობლემისაგან თავის დახსნას ნარკოტიკებით ცდილობს; მაგრამ ეს ილუზიაა; ნარკოტიკები ცხოვრებას არ ცვლის, მისი ზემოქმედება გაივლის, პრობლემები კი ისევ რჩება და რაც მთავარია, რჩება ამ ცოდვით დანგრეული, მიუსაფარი სული.ზოგი იმდენად ეჩვევა ამ საშინელ სენს, რომ, სურვილის მიუხედავადაც, შემდეგში ვეღარ ანებებს მას თ...
link
ჭეშმარიტების შეცნობა და თავისუფლება სუფთა, უმანკო გულიდან მომდინარეობს. გული ჩვენი მესამე თვალია. რწმენა, სასოება და სიყვარული მისი უმთავრესი თვისებებია. მაგრამ ეს სათნოებანი შელახულია ჩვენი ცოდვებით. სწორედ ცოდვით დაცემამ დააშორა...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტების შეცნობა და თავისუფლება სუფთა, უმანკო გულიდან მომდინარეობს. გული ჩვენი მესამე თვალია. რწმენა, სასოება და სიყვარული მისი უმთავრესი თვისებებია. მაგრამ ეს სათნოებანი შელახულია ჩვენი ცოდვებით. სწორედ ცოდვით დაცემამ დააშორა ადამიანი ღმერთს. თუ გვსურს უფალთან დაახლოება, ცოდვებისაგან თანდათანობითი განშორებითა და ჩვენი თავის შეცნობით უნდა დავიწყოთ.
link
თავისუფლება არ მიიღწევა რეალური ყოფისაგან უბრალო განშორებით ან ამ რეალობის უარყოფით. პირიქით, ესაა მასთან მუდმივი ბრძოლის, დაპირისპირებისა და განწმენდის გზა. ამგვარი კათარზისი სრულიად უცხო და, შეიძლება ითქვას, მიუღებელია მათთვის, ...
იხილეთ სრულად
თავისუფლება არ მიიღწევა რეალური ყოფისაგან უბრალო განშორებით ან ამ რეალობის უარყოფით. პირიქით, ესაა მასთან მუდმივი ბრძოლის, დაპირისპირებისა და განწმენდის გზა. ამგვარი კათარზისი სრულიად უცხო და, შეიძლება ითქვას, მიუღებელია მათთვის, რომელთა ყოფასაც მხოლოდ მატერიალური და ბიოლოგიური მოთხოვნილებები განაპირობებს. ამიტომაც ისინი ამქვეყნადვე სულიერი სიკვდილისათვის არიან განწირულნი.
link
თავისუფლების მოპოვება რთულია; მონობაში დარჩენა – იოლი, მაგრამ თავისუფლების შედეგი მარადიული ნეტარებაა, მონობისა კი – მარადიული სიკვდილი.
იესო ქრისტე – ძე ღვთისა და ძე კაცისა დგას ზეციერი და მიწიერი ცხოვრების ცენტრში, რათა დააკავშიროს ცა და ქვეყანა, მარადიული ნეტარება და მიწიერი რეალობა; მხოლოდ მას ხელეწიფება, ძალა მიანიჭოს ადამიანებს მონობის მოჯადოებული წრიდან თავი...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტე – ძე ღვთისა და ძე კაცისა დგას ზეციერი და მიწიერი ცხოვრების ცენტრში, რათა დააკავშიროს ცა და ქვეყანა, მარადიული ნეტარება და მიწიერი რეალობა; მხოლოდ მას ხელეწიფება, ძალა მიანიჭოს ადამიანებს მონობის მოჯადოებული წრიდან თავის დასაღწევად და თავისუფლებასთან საზიარებლად.
link
ადამიანი რთული ფენომენია. მასში არის ხატება შემოქმედისა და თვისებები ცხოველისა. გვაოცებს მისი სიდიადე და სიმდაბლე, უნარი თავდადებული სიყვარულისა და გამაოგნებელი სიძულვილისა, შესაძლებლობა ზეცამდე ამაღლებისა და ქვესკნელამდე დაცემისა...
იხილეთ სრულად
ადამიანი რთული ფენომენია. მასში არის ხატება შემოქმედისა და თვისებები ცხოველისა. გვაოცებს მისი სიდიადე და სიმდაბლე, უნარი თავდადებული სიყვარულისა და გამაოგნებელი სიძულვილისა, შესაძლებლობა ზეცამდე ამაღლებისა და ქვესკნელამდე დაცემისა.
link
შორეულ წარსულში, ბეთლემის ღამის სიმყუდროვეში, დედამიწაზე პირველად გაისმა სიტყვები ანგელოზთა გალობისა: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ.2,14). მართალია, ამ იდუმალი ღამის შემდეგ...
იხილეთ სრულად
შორეულ წარსულში, ბეთლემის ღამის სიმყუდროვეში, დედამიწაზე პირველად გაისმა სიტყვები ანგელოზთა გალობისა: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ.2,14).მართალია, ამ იდუმალი ღამის შემდეგ ორიათასზე მეტმა წელმა განვლო, მაგრამ კვლავაც მთრთოლვარე გრძნობით ვხვდებით ჩვენი რწმენის, იმედისა და სიყვარულის განახლების ამ საოცარ ზეიმს.აი, ამ დღეს აღსრულდა ცოდვით დამძიმებული ადამის მოდგმის ხანგრძლივი მოლოდინი, - "ღმერთი გ...
link
ღვინოი სიხარულად მოგვეცა, ვითარცა იტყვის დავით: "ღვინომან ახარის გულსა კაცისასა", ხოლო შენ, ჰოი მომთვრალეო! ესე ვითარი ესე საქმე მისი განჰრყვენ, რამეთუ, ვითარიღა არს სიხარული იგი, ოდეს კაცმან გონება თვისი წარიწყმიდოს და მიმოიჭრებო...
იხილეთ სრულად
ღვინოი სიხარულად მოგვეცა, ვითარცა იტყვის დავით: "ღვინომან ახარის გულსა კაცისასა", ხოლო შენ, ჰოი მომთვრალეო! ესე ვითარი ესე საქმე მისი განჰრყვენ, რამეთუ, ვითარიღა არს სიხარული იგი, ოდეს კაცმან გონება თვისი წარიწყმიდოს და მიმოიჭრებოდეს, და ყოველივე გარემოსულად უჩნდეს და თვალნი მისნი ბნელ იყვნენ. და ყოველივე ბოროტი თავსა ზედა მისსა დაკრებულ იყოს, და სული მისი დანთქმულ იყოს მწვირესა ცოდვისასა? არამედ გევედრები, მორწმუნენო, ვიჯმნათ უზომოსა შვებისაგან ...
link
ღვინიო მოგვეცა ხორცთა განმაძლიერებელად, არა თუ ხორცთა და სულისა დამხსნელად. კეთილი ნიჭი მოგვანიჭა ღმერთმან, ხოლო ჩვენ უზომოებითა ვჰყავთ იგი შეურაცხ. ისმინე, რასა ეტყვის პავლე ტიმოთეს: "ნუ წყალსა ხოლო ჰსვამ, არამედ ღვინოცა მცირედ ი...
იხილეთ სრულად
ღვინიო მოგვეცა ხორცთა განმაძლიერებელად, არა თუ ხორცთა და სულისა დამხსნელად. კეთილი ნიჭი მოგვანიჭა ღმერთმან, ხოლო ჩვენ უზომოებითა ვჰყავთ იგი შეურაცხ. ისმინე, რასა ეტყვის პავლე ტიმოთეს: "ნუ წყალსა ხოლო ჰსვამ, არამედ ღვინოცა მცირედ იხმიე სტომაქისათვის და ზედას ზედა უძლურებისათვის შენისა". ხოლო უკეთუ ტიმოთე, კაცმან მან წმიდამან უძლურებასა შინა ესოდენსა არა თავს იდვა სმაი ღვინისა ვიდრემდის უბრძანა მოძღვარმან, რაიმცა სიტყვა მივუგოთ ჩვენ ღმერთსა, რომელნ...
link
მრცხვენის თქმად მრავალთა მათ ბოროტთა, რომელნი შეემთხვევიან კაცთა მთვრალობისაგან, არამედ მესმიან მრავალთაგან შემდგომად მთვრალობისა, ვითარმედ: "ნუმცა არს ღვინოი, რამეთუ მით იქმნებიან საქმენი უჯერონი"-ო. ჰოი უგუნურება ესე, სხვან...
იხილეთ სრულად
მრცხვენის თქმად მრავალთა მათ ბოროტთა, რომელნი შეემთხვევიან კაცთა მთვრალობისაგან, არამედ მესმიან მრავალთაგან შემდგომად მთვრალობისა, ვითარმედ: "ნუმცა არს ღვინოი, რამეთუ მით იქმნებიან საქმენი უჯერონი"-ო.ჰოი უგუნურება ესე, სხვანი იქმან ბოროტსა და შენ ნიჭთა ღვთისათა აბრალებაა? კაცო, უგულისხმოო! არა თუ ღვინომან ჰქმნა უჯერებაი, არამედ ბილწებამან უძღებად მსმელთამან. ესრეთ იტყოდე: "ნუმცა არს მთვრალობაი, ნუმცა არს უძღებებაი", ხოლო უკეთუ იტყვი: "ნუმცა არს ღ...
link