ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
ჩვენო დედებო, ჩვენო მშობლებო, საყვარელო სულიერო შვილებო, ნუ დაიდებთ შვილის მკვლელობის უსაშინლეს დანაშაულს; ნიშნად იმისა, რომ ჩვენი ერი ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება ჭეშმარიტების გზას, ნიშნად ახლადშობილი მაცხოვრისადმი ჩვენი გულწრფელ...
იხილეთ სრულად
ჩვენო დედებო, ჩვენო მშობლებო, საყვარელო სულიერო შვილებო, ნუ დაიდებთ შვილის მკვლელობის უსაშინლეს დანაშაულს; ნიშნად იმისა, რომ ჩვენი ერი ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება ჭეშმარიტების გზას, ნიშნად ახლადშობილი მაცხოვრისადმი ჩვენი გულწრფელი სიყვარულისა, დადეთ პირობა, რომ აღარ დაუშვებთ, თქვენს წიაღს შეფარებული, თქვენს იმედად მყოფი, თქვენდამი საოცარი სიყვარულით გამსჭვალული თქვენი ნაშიერის უმოწყალო მკვლელობას.
link
დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. გადაუჭრელი და გამოსასწორებელი ბევრი საკითხია, რომელიც საზოგადოებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს, მაგრამ არაფერს არ ექნება აზრი, თუ ჩვენ ამ საშინელი სენისგან არ განვთავისუფლდებით, თუ ...
იხილეთ სრულად
დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. გადაუჭრელი და გამოსასწორებელი ბევრი საკითხია, რომელიც საზოგადოებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს, მაგრამ არაფერს არ ექნება აზრი, თუ ჩვენ ამ საშინელი სენისგან არ განვთავისუფლდებით, თუ ჩვენს მომავალზე სერიოზულად არ ვიზრუნებთ. უნდა, უპირველეს ყოვლისა, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა თვისების მატარებელი იქნება ის თაობა, რომლის დედაც, მამაც, ბებიაც, დეიდაც და, საერთოდ, გარშემო მყოფთა წრე, უსასტიკეს მკვლელობათა ჩა...
link
ეკლესიის მიერ იმთავითვე აღიარებული ფაქტია და თანამედროვე მედიცინაც მეცნიერულად ამტკიცებს იმას, რომ ადამიანი დამოუკიდებელ არსებობას ჩასახვისთანავე იწყებს და იგი ამ მომენტიდან უკვე პიროვნებაა. აღარაფერს ვამბობთ 7, 10, 12 კვირის ნაყო...
იხილეთ სრულად
ეკლესიის მიერ იმთავითვე აღიარებული ფაქტია და თანამედროვე მედიცინაც მეცნიერულად ამტკიცებს იმას, რომ ადამიანი დამოუკიდებელ არსებობას ჩასახვისთანავე იწყებს და იგი ამ მომენტიდან უკვე პიროვნებაა. აღარაფერს ვამბობთ 7, 10, 12 კვირის ნაყოფზე, რომლის ქმედებანიც ადამიანური თვისებების აშკარა გამოვლინებით ხასიათდება. ამიტომაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სამი თვის (უფრო მეტის, თუ უფრო ნაკლების) მუცელში მყოფ ყრმას მოკლავს დედა, თუ უკვე გაჩენილ სამი თვის (გინ...
link
ხშირად აბორტს უმნიშვნელო დანაშაულად თვლიან იმის გამო, რომ ამის მოქმედნი მრავლად არიან და მიმბაძველობა დამნაშავეთ პასუხისმგებლობისაგან თითქოს ათავისუფლებს; მიაჩნიათ ისიც, რომ რაკი ბავშვი ჯერ დედის მუცელშია და არ დაბადებულა, ადამიან...
იხილეთ სრულად
ხშირად აბორტს უმნიშვნელო დანაშაულად თვლიან იმის გამო, რომ ამის მოქმედნი მრავლად არიან და მიმბაძველობა დამნაშავეთ პასუხისმგებლობისაგან თითქოს ათავისუფლებს; მიაჩნიათ ისიც, რომ რაკი ბავშვი ჯერ დედის მუცელშია და არ დაბადებულა, ადამიანის გრძნობა და თვისებები არა აქვს, ამასთან იგი აღიქმება, როგორც დედის სხეულში რაღაც მცირე ნაწილი, რომელსაც მშობელი სურვილისამებრ შეიძლება თავისუფლად მოექცეს. ასეთი ფიქრი უდიდესი შეცდომაა.
link
თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო კაცობრიობის, ალბათ, ყველაზე დიდ ცოდვაზე – აბორტზე. ბავშვები ხელს შეგვიშლიან, არა გვაქვს საშუალება მათი რჩენისა, ზედმეტი პრობლემები შემექმნება, მინდა ცხოვრებისაგან მეტი სიამოვნება მივიღო – აი მი...
იხილეთ სრულად
თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო კაცობრიობის, ალბათ, ყველაზე დიდ ცოდვაზე – აბორტზე.ბავშვები ხელს შეგვიშლიან, არა გვაქვს საშუალება მათი რჩენისა, ზედმეტი პრობლემები შემექმნება, მინდა ცხოვრებისაგან მეტი სიამოვნება მივიღო – აი მიზეზები, რომლებიც განაპირობებს აბორტის გაკეთებას. მაგრამ სიამოვნების ნაცვლად ამ ცოდვის ჩამდენ მეუღლეთა ცხოვრება თანდათან წამებად იქცევა: შვილები მშობლებს აღარ ემორჩილებიან, ბავშვები ავადმყოფები ჩნდებიან, თვითონ დედ-მამას კი სხვ...
link
"შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა და ყოვლითა სულითა შენითა. შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი", - ბრძანებს უფალი. აი, ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული ქრისტიანული ზნეობისა და აზროვნების მთავარი არსი.
"შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა და ყოვლითა სულითა შენითა. შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი", - ბრძანებს უფალი. აი, ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული ქრისტიანული ზნეობისა და აზროვნების მთავარი არსი. ამიტომაც ძალიან დიდი...
იხილეთ სრულად
"შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა და ყოვლითა სულითა შენითა. შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი", - ბრძანებს უფალი. აი, ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული ქრისტიანული ზნეობისა და აზროვნების მთავარი არსი. ამიტომაც ძალიან დიდია პასუხისმგებლობა პედაგოგებისა, რადგან მათ წინაშე და მათი ზედამხედველობით ათასობით ბავშვის – საქართველოს მომავლის შინაგანი სამყარო ყალიბდება. ჩვენს სკოლებსა და სასწავლებლებში კი არ ასწავლიან, მაგალითად, მოზარდები სხვადას...
link
ოჯახური ცხოვრება მეტად რთულია და მის კეთილდღეობას მრავალი სხვა პირობა განსაზღვრავს. დღეს, როდესაც სამსახურებრივი დატვირთვის გამო მამის მსგავსად დედაც გამოსულია სახლიდან, ბავშვის აღზრდაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს სკოლა. სკოლა და მ...
იხილეთ სრულად
ოჯახური ცხოვრება მეტად რთულია და მის კეთილდღეობას მრავალი სხვა პირობა განსაზღვრავს. დღეს, როდესაც სამსახურებრივი დატვირთვის გამო მამის მსგავსად დედაც გამოსულია სახლიდან, ბავშვის აღზრდაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს სკოლა. სკოლა და მისი გარემო მოზარდისთვის მეორე ოჯახია, სადაც, ერთი მხრივ, ხდება განმტკიცება შინ ნასწავლი ჩვევებისა და, მეორე მხრივ, გადაფასება იქ შეძენილი ცოდნისა. ამასთან, სკოლა ის ადგილია, სადაც მოზარდში ყალიბდება მოყვასისადმი დამოკიდე...
link
სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილში დაკარგულია განცდა იმისა, რომ უშრომლად ნაშოვნი ლუკმა საწამლავია; რომ ის, რაც ჩვენი ოფლით არ არის მოპოვებული, არ გვეკუთვნის და ეშმაკის მიერ შემოთავაზებული თვალისმომჭრელი საცდურია. ასეთი შხამით ნა...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილში დაკარგულია განცდა იმისა, რომ უშრომლად ნაშოვნი ლუკმა საწამლავია; რომ ის, რაც ჩვენი ოფლით არ არის მოპოვებული, არ გვეკუთვნის და ეშმაკის მიერ შემოთავაზებული თვალისმომჭრელი საცდურია. ასეთი შხამით ნასაზრდოები ცალკეული ადამიანი თუ ოჯახი ბედნიერი ვერასოდეს იქნება.
link
ნარკომანიაც და ლოთობაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილისათვის დამახასიათებელ საშინელ რეალობად იქცა. ამას სხვადასხვა გარემოება უწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი უსაქმურობაა; არადა არ შეიძლება, რომ ადამიანმა არ იშრომოს. ისეთი ც...
იხილეთ სრულად
ნარკომანიაც და ლოთობაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილისათვის დამახასიათებელ საშინელ რეალობად იქცა. ამას სხვადასხვა გარემოება უწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი უსაქმურობაა; არადა არ შეიძლება, რომ ადამიანმა არ იშრომოს. ისეთი ცნობილი მამებიც კი რომელნიც ათეულ წლობით განდგომილ ცხოვრებას ეწეოდნენ და პურითა და წყლით საზრდოობდნენ, შრომას თავიანთი ყოფის აუცილებელ პირობად თვლიდნენ და სხვათაც ურჩევდნენ, რაიმე ხელობას დაუფლებოდნენ, ლოცვა და შრომა ყოვე...
link