ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
მოვუსმინოთ ერთმანეთს, უარი ვთქვათ კატეგორიულ აზროვნებაზე, უარი ვთქვათ ჩვენს სისუსტეებზე, რათა შევძლოთ სულიერად განახლებული ცხოვრება დავიწყოთ, რომ ჩვენზეც აღსრულდეს პავლე მოციქულის სიტყვები: „ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ცოდვის მო... იხილეთ სრულად
ყოველ ეპოქას თავისი ჰეროდე ჰყავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება ბოროტ, ბილწ საქმეთ, არ ერიდება არც უდანაშაულო ყრმათა მოწყვეტას, ოღონდ ადამიანები თავის მონობაში ამყოფოს და შემოქმედი დაავიწყოს.
დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის... იხილეთ სრულად
ქრისტიანობა არ უარყოფს განვითარებას, არც ტრანსფორმიზმის (ორგანიზმის დაბალი საფეხურიდან უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის) თეორიას. საიდუმლოებითაა მოცული არსი ევოლუციისა: იგი ეხება საერთოდ ცოცხალ არსებებს, მაგრამ არა ადამიანს.
იესო ქრისტე მოგვიწოდებს, მივსდიოთ მას. ამაოდ გაქვს იმედი შენი განსწავლულობისა, სიმდიდრისა და ამსოფლიური დიდებისა; როდესაც ნამდვილად გაგიჭირდება, ეს ყოველივე ვერარას გარგებს. დღეს შენი თაყვანისმცემელნი ხვალ დაგივიწყებენ და ახლა სხვ... იხილეთ სრულად