ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ეშმაკნი დასაბამითგან იყვნენ ანგელოზნი, ნათლით შემოსილნი. მაშასადამე, რამ წაახდინა და რამ დაამახინჯა მათი ბუნება ამ ზომად? – ცოდვამ, ღვთის წინააღმდეგობამ. იგინი განდრკნენ ღვთისაგან, შეიქმნენ ღვთის ურჩნი და შეიყვარეს ღვთის წინააღმდე... იხილეთ სრულად
კაცს ღმერთმან მისცა ორნი უმთავრესი ნიჭნი, რომელნი მას დაამსგავსებენ თითქმის ღვთაებასა; ესე იგი, პირველად ჭკუა ანუ გონება, და მეორედ ნება, ანუ თავისუფლება.
ზოგჯერ რომელიმე ცოდვა იმ სახით შეჰკრავს კაცსა, რომელ იგი ხშირად ვეღარ ხმარობს თავისუფლად ვერცა ჭკუასა, ვერცა ნებასა თვისსა. კაცი ცოდვისაგან წარტაცებული და დაპყრობილი თვითონაც ხშირად სწუხს თავის მდგომარეობაზედ; მრავალგზის მოინდომებ... იხილეთ სრულად
ცოდვა არათუ დააბნელებს სულსა კაცისასა, არამედ იგი მოქმედობს ხორცსა შინა მისა, იგი მოაკლებს მას სიმრთელესა, შემოაკლებს მისსა სიცოცხლესა და შთააგდებს უდროოდ სამარესა შინა. სულიერნი ცოდვანი, მაგალითებრ, შური, სიძულვილი, ამპარტავნება,... იხილეთ სრულად
ცოდვასა კაცის გულში გაძლიერებულს, ეწოდება სახელად ვნება. რისთვის? მისთვის, რომელ იგი ავნებს, სტანჯავს სულსა და ხორცსა კაცისასა. ზოგიერთს საწამლავს გემო ტკბილი აქვს, მაგრამ მოქმედება სასიკვდინე; აგრეთვე ზოგიერთი ცოდვა ერთს წამს დაა... იხილეთ სრულად
რაც გინდა მდიდარი იყოს კაცი, მაინც არ უნდა დაუტევოს შრომა. წინააღმდეგ ამისა, თუ მან განისვენა, იგი ზარმაცდება, მიეჩვევა უქმობასა, და უქმობა შთააგდებს მას მრავალთა ცოდვათა შინა და ბოლოს სიმდიდრესაც დაჰკარგავს იგი და ყოველსა სულიერს... იხილეთ სრულად
სიკვდილი და სიცოცხლე კაცისა არის ხელთა შინა ღვთისათა. პირველი არის მარადის ახლო ყოველს კაცზე. მაშასადამე, ღმერთზე ჰქონდეს დამყარებული ყოველი თვისი სასოება.
კარგია მარხვა. დიდი ფასი აქვს მარხვას, გარნა მაშინ, როდესაც იგი არის ნიშანი შინაგანისა მდგომარეობისა, მონანებისა, გლოვისა, მწუხარებისა; ხოლო თუ მარხვა არის ერთი ოდენ საჭმლისა გამოცვლა, მაშინ მას არა აქვს ფასი.
როდესაც შენ ისმენ, ძმაო, წირვა–ლოცვასა, თუ კარგად არ გასინჯე შენი სულიერი მდგომარეობა, თუ არ ილოცე ყოვლითა სიმდაბლითა, სასოებითა და შემუსვრილითა გულითა, ერთი სიტყვით, უკეთუ წირვის მოსმენამ და ლოცვამ არ მოგანიჭა შენ უმჯობესი სულიერ... იხილეთ სრულად