სამყარო არ არის ის წინამძღოლი, რომელსაც უნდა გავყვეთ, არამედ მტერია, რომელზეც ღვთის შვილებმა უნდა გაიმარჯვონ: „ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელს“.
როგორც მეგობარს ვერ დაუდგები თავდებად, თუკი მისი ერთგულება ჯერ კიდევ არ არის გამოცდილი უბედურებაში (ზირ. 6, 7); ზუსტად ასევე ვერც სათნოების სიმტკიცეს, სიმყარეს, გულწრფელობას მიენდობი, ვიდრე იგი მწუხარების საცდელი ქვით არ გამოიცდებ...
იხილეთ სრულად
როგორც მეგობარს ვერ დაუდგები თავდებად, თუკი მისი ერთგულება ჯერ კიდევ არ არის გამოცდილი უბედურებაში (ზირ. 6, 7); ზუსტად ასევე ვერც სათნოების სიმტკიცეს, სიმყარეს, გულწრფელობას მიენდობი, ვიდრე იგი მწუხარების საცდელი ქვით არ გამოიცდება.
ნივთი, რომელიც ოქროს ჰგავს, შეიძლება, სუფთა ოქრო იყოს და შეიძლება, მინარევები ჰქონდეს, ან სულაც არ იყოს ოქრო შიგნიდან. ცეცხლში ოქრო იწმიდება, მინარევი შორდება, ყალბი ნივთიერება კი გამოაშკარავდება. ასევე ადამიანის სათნოება შეიძლება...
იხილეთ სრულად
ნივთი, რომელიც ოქროს ჰგავს, შეიძლება, სუფთა ოქრო იყოს და შეიძლება, მინარევები ჰქონდეს, ან სულაც არ იყოს ოქრო შიგნიდან. ცეცხლში ოქრო იწმიდება, მინარევი შორდება, ყალბი ნივთიერება კი გამოაშკარავდება. ასევე ადამიანის სათნოება შეიძლება იყოს წმიდა და მტკიცე, ღვთისთვის აღსრულებული და ღვთის ძალის მიერ განმტკიცებული, ან უწმიდური, რომელთანაც შერწყმულია ამპარტავნების გულისთქმები, ანგარება და თვითმაამებლობა, ან სულაც მლიქვნელობა: განსაცდელის ცეცხლში სიწმიდე ...
იცოდე, რომ ყოველთვის ცოდვებისთვის არ ხდება უბედურების, მწუხარების დაშვება. ზოგჯერ კაცთმოყვარე ღმერთი, რომელსაც უყვარს თავისი მონა, განგებ აგდებს მას სატანჯველში, როგორც ოქროს ზოდს ცეცხლში, რათა გამოსცადოს იგი, როგორც ოქრო ქურაში. ...
იხილეთ სრულად
იცოდე, რომ ყოველთვის ცოდვებისთვის არ ხდება უბედურების, მწუხარების დაშვება. ზოგჯერ კაცთმოყვარე ღმერთი, რომელსაც უყვარს თავისი მონა, განგებ აგდებს მას სატანჯველში, როგორც ოქროს ზოდს ცეცხლში, რათა გამოსცადოს იგი, როგორც ოქრო ქურაში. უფალი გცდით, ეუბნებოდა მოსე ისრაელს (მეორე სჯ. 13, 3).