როდესაც ვინმე იმ წამალს გაწვდით, რომელიც ჯანმრთელობის აღსადგენად გამოცდილმა ექიმმა გამოგიწერათ, წამლის დალევისას ხომ არ ფიქრობთ იმ ხელზე, ვინც სამკურნალო საშუალება მოგაწოდათ, არამედ იმაზე, ვინც საჭიროდ ჩათვალა, რომ ის მიგეღოთ. სწ...
იხილეთ სრულად
როდესაც ვინმე იმ წამალს გაწვდით, რომელიც ჯანმრთელობის აღსადგენად გამოცდილმა ექიმმა გამოგიწერათ, წამლის დალევისას ხომ არ ფიქრობთ იმ ხელზე, ვინც სამკურნალო საშუალება მოგაწოდათ, არამედ იმაზე, ვინც საჭიროდ ჩათვალა, რომ ის მიგეღოთ. სწორედ ასევე მოიქეცით სულიერი განსაცდელის ჟამს - თქვენი გონება მხოლოდ უფალს მიმართეთ, რომელიც მიუწვდომელი სიბრძნით გიგზავნით მწუხარებას, რათა თქვენი სულიერი სიმართლე აღადგინოს.
ზოგიერთ უცნობ სულიერ მოძღვრებასთან შეჯახებისას, საჭიროა არა იმდენად მოძღვრების ანალიზი, არამედ სწავლების შემომტანთან, მოძღვრების ფუძემდებელთან პიროვნული თავისებურებების შეფასება. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი წერს: „ყოველი, ვ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთ უცნობ სულიერ მოძღვრებასთან შეჯახებისას, საჭიროა არა იმდენად მოძღვრების ანალიზი, არამედ სწავლების შემომტანთან, მოძღვრების ფუძემდებელთან პიროვნული თავისებურებების შეფასება. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი წერს: „ყოველი, ვინც რჩება მასში (ე.ი. უფალში), არ სცოდავს; ვერც ერთი შემცოდე ვერ იხილავს და ვერ შეიცნობს მას. შვილებო! ნურავინ გაცდუნებთ. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის. ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც კი ა...
უკეთესია, მთელი ცხოვრება ტიროდე ზეციური ნუგეშის იმედით, ვიდრე ცხოვრება განუწყვეტელი სიამოვნებებით გაატარო, რათა შემდეგ სასოწარკვეთილმა მარადიულად არ იგლოვო.
ავადმყოფობისთვის ცუდის მომასწავებელი ნიშანია, როცა ექიმი უკვე ნებას რთავს, ის ჭამოს და სვას, რაც ესიამოვნება: როგორც ჩანს, ექიმმა უკვე მისი გაჯანსაღების იმედი დაკარგა და მას სიკვდილის გარდაუვალ მსხვერპლად მიიჩნევს. ზუსტად ასევე ექ...
იხილეთ სრულად
ავადმყოფობისთვის ცუდის მომასწავებელი ნიშანია, როცა ექიმი უკვე ნებას რთავს, ის ჭამოს და სვას, რაც ესიამოვნება: როგორც ჩანს, ექიმმა უკვე მისი გაჯანსაღების იმედი დაკარგა და მას სიკვდილის გარდაუვალ მსხვერპლად მიიჩნევს. ზუსტად ასევე ექცევა ღმერთი ცოდვილსაც, რომელმაც ვერ შეძლო ესარგებლა მისი მადლის ნიჭით. მაშინ ნებას გვაძლევს, ვაკეთოთ ყოველივე, რაც ჩვენს გრძნობებს ეამება (ფს. 80, 12,13; რომ. 1, 21-24).