ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ, მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
თ. 1-2
ეს ყველა ქრისტიანს ეხება, რომლებიც ირჯებიან და ლოცვით სთხოვენ ღმერთს ზეციურ სასუფეველს, რამეთუ უფალი თავისი სიტყვებით მიმართავდა მოციქულებსაც და მთელ ხალხსაც. მაგრამ განსაკუთრებით წინასწარმეტყველურად ისინი უფლის ფერისცვალების ჟამს...
იხილეთ სრულად
ეს ყველა ქრისტიანს ეხება, რომლებიც ირჯებიან და ლოცვით სთხოვენ ღმერთს ზეციურ სასუფეველს, რამეთუ უფალი თავისი სიტყვებით მიმართავდა მოციქულებსაც და მთელ ხალხსაც. მაგრამ განსაკუთრებით წინასწარმეტყველურად ისინი უფლის ფერისცვალების ჟამს ჟღერდნენ, რომელიც წმიდა თეოფილაქტეს სიტყვებით: „არის გამოხატულება მომავალი ზეციური დიდების, ანუ იმ დიდებისა, რომელშიც მორწმუნენი იქნებიან. მსგავსად იმისა, თუ როგორ ბრწყინავდა ქრისტე ელვით, ასევე გაბრწყინდებიან მართალნიც...
თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად მივიჩნევთ, უნდა ვიცოდეთ ღმერთი, საკუთარი თავი და დემონები. ვიცოდეთ ღმერთი, ნიშნავს იმას, რომ შეგნებული გვქონდეს მისი უზენაესობა, რამეთუ იგი არის შემოქმედი, უფალი და მბრძანებელი ...
იხილეთ სრულად
თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად მივიჩნევთ, უნდა ვიცოდეთ ღმერთი, საკუთარი თავი და დემონები. ვიცოდეთ ღმერთი, ნიშნავს იმას, რომ შეგნებული გვქონდეს მისი უზენაესობა, რამეთუ იგი არის შემოქმედი, უფალი და მბრძანებელი ყოველთა და ყველაფრისა, და მხოლოდ მას ერთს, და სხვას არავის, ძალუძს ჩვენი ხსნა და ცხოვნება. საკუთარი თავის შეცნობა იმას ნიშნავს, რომ გულისხმავყოფდეთ ჩვენს უძლურებას, ანუ იმას, რომ აზრისმიერ ბრძოლაში ჩვენ უღონონი ვართ დემო...
თუკი ხორციელი სიყვარული ესოდენ იმონებს სულს, რომ მას სხვა ყოველივესგან განაშორებს და მხოლოდ საყვარელ არსებას მიაჯაჭვავს, მაშ, რას არ გააკეთებს ქრისტესადმი სიყვარული და მასთან განშორების შიში?
იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა და მასზე ლოცვა ჰბადებს რაღც ღვთაებრივ მდგომარეობას. თუ მუდამ გვექნება გონებაში მასზე ვედრება შეუწყვეტელი სიფხიზლით, როგორც აუცილებელი საქმე. და მართლაც, მხოლოდ ერთი და ერთგვარი საქმე უნდა შევასრულოთ ყ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა და მასზე ლოცვა ჰბადებს რაღც ღვთაებრივ მდგომარეობას. თუ მუდამ გვექნება გონებაში მასზე ვედრება შეუწყვეტელი სიფხიზლით, როგორც აუცილებელი საქმე. და მართლაც, მხოლოდ ერთი და ერთგვარი საქმე უნდა შევასრულოთ ყოველთვის, რაც არის უფალი იესო ქრისტეს სახელის მოწოდება. მხურვალე გულით შევღაღადოთ მას და შეგვეწევა ჩვენ, რათა ვიგემოთ მისი სახელი. რამეთუ, ხშირი ვარჯიშისმიერი გამოცდილება მტკიცეა, როგორც ბუნებრივი. ასეთ მდგომარეობას მიღწ...
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრების მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ...
იხილეთ სრულად
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრების მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის შეუძლებელია ამქვეყნად უპოვარებისა და გაჭირვების გარეშე ცხოვრება.
ის, ვინც არ მიიღებს ქრისტეს, ვერ მიიღებს სულიწმინდას და არც ერთი არაქრისტიანული რელიგია არ არის მატარებელი სულიწმიდის მადლისა. ამ მადლთა შორის სულიერი სიბრმავისაგან განთავისუფლება იგულისხმება.
მას შემდეგ, რაც ძე უფლისა განსხეულდა, ჩვენ ვიცით, რომ წმინდანთა ყველა ზეციური ზემოქმედებანი მისგან მომდინარეობდნენ და მომდინარეობენ: მისგან გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე, მისგან მოიქცა სავლე მდევნელი პავლე მოციქულად, მისგან იყო...
იხილეთ სრულად
მას შემდეგ, რაც ძე უფლისა განსხეულდა, ჩვენ ვიცით, რომ წმინდანთა ყველა ზეციური ზემოქმედებანი მისგან მომდინარეობდნენ და მომდინარეობენ: მისგან გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე, მისგან მოიქცა სავლე მდევნელი პავლე მოციქულად, მისგან იყო სხვა მრავალი სასწაულიც, რომელიც დღეს დღედ აქცევს, ხოლო ღამეს ღამედ, ვიდრე ჩვენს დღემდე; მისგან არიან საიდუმლო ნიშნები, ბუნების საოცარი მოვლენები, იდუმალი ხმები, კეთილი სიზმრები და ის დანარჩენი მოვლენები, ადამიანს კეთილ ...