უფლის გული მოიგება ადამიანებთან ალერსიანი მოპყრობით, განრისხებულის დაცხრომით, უკეთური საგნებისაგან მზერის არიდებით, უკეთური აზრების უკუგდებით, ლოცვისათვის საკუთარი თავის ძალდატანებით.
უფლის თვალი მის მოყვარულთ დაჰყურებს. ის არის ძლევამოსილი მცველი და მტკიცე საყრდენი, საფარველი ხორშაკისგან და საფარველი შუადღის ხვატისგან, ამრიდებელი შებრკოლებისას და შემწე დაცემისას,
აღმაზევებელი სულისა და განმანათლებელი თვ...
იხილეთ სრულად
უფლის თვალი მის მოყვარულთ დაჰყურებს. ის არის ძლევამოსილი მცველი და მტკიცე საყრდენი, საფარველი ხორშაკისგან და საფარველი შუადღის ხვატისგან, ამრიდებელი შებრკოლებისას და შემწე დაცემისას,
აღმაზევებელი სულისა და განმანათლებელი თვალისა, მომცემელი კურნებისა, სიცოცხლისა და კურთხევისა.
თ. 33-34
უფლის სახელის მოწოდება არის მკურნალობა, რომელიც კლავს არა მარტო ვნებებს, არამედ თვით მათ მცირე მოქმედებასაც. როგორც ექიმი გამოიკვლევს და მკურნალობს, ან სახვევს ადებს ჭრილობაზე ავადმყოფს და ის კურნავს მას, თუმცა ავადმყოფმა არ იცის ...
იხილეთ სრულად
უფლის სახელის მოწოდება არის მკურნალობა, რომელიც კლავს არა მარტო ვნებებს, არამედ თვით მათ მცირე მოქმედებასაც. როგორც ექიმი გამოიკვლევს და მკურნალობს, ან სახვევს ადებს ჭრილობაზე ავადმყოფს და ის კურნავს მას, თუმცა ავადმყოფმა არ იცის ეს როგორ ხდება, ასევე ჩვენგან მოწოდებული უფლის სახელი მოაკვდინებს ვნებებს, თუმცა კი არ ვიცით ყოველივე როგორ ხდება.
უფლის სიყვარულისაგან სული თითქოს შეშლილი ხდება; ზის, დუმს, ლაპარაკი არ სურს და როგორც შეშლილი, უცქერის სამყაროს და არ სურს იგი, არ ხედავს მას. და ადამაინებმა არ იციან, რომ იგი ჭვრეტს საყვარელ უფალს და სამყარო დარჩა თითქოს უკან, და...
იხილეთ სრულად
უფლის სიყვარულისაგან სული თითქოს შეშლილი ხდება; ზის, დუმს, ლაპარაკი არ სურს და როგორც შეშლილი, უცქერის სამყაროს და არ სურს იგი, არ ხედავს მას. და ადამაინებმა არ იციან, რომ იგი ჭვრეტს საყვარელ უფალს და სამყარო დარჩა თითქოს უკან, დავიწყებული და სულს არ სურს იფიქროს მასზე, იმიტომ რომ არ არის მასში სიტკბოება.
ღვთისაგან დაშორებული ადამიანი სულიერ სიმშვიდეს ვერ პოულობს ვერც ამ საწუთრო ცხოვრებაში და ვერც მომავალში, რადგან ვისაც ღმერთი და მარადიული ცხოვრება არ სწამს, უნუგეშოდ რჩება ამ ცხოვრებაშიც და ამასთანავე თავის სულს მარადიული სატანჯვე...
იხილეთ სრულად
ღვთისაგან დაშორებული ადამიანი სულიერ სიმშვიდეს ვერ პოულობს ვერც ამ საწუთრო ცხოვრებაში და ვერც მომავალში, რადგან ვისაც ღმერთი და მარადიული ცხოვრება არ სწამს, უნუგეშოდ რჩება ამ ცხოვრებაშიც და ამასთანავე თავის სულს მარადიული სატანჯველისთვის სწირავს.
ღვთისადმი ნდობა ყველაფერში, რის მიღწევაც ადამიანს საკუთარი ძალისხმევით არ ძალუძს, ჩნდება განუწყვეტელი ლოცვით, მას მოაქვს დადებითი შედეგები.
ვინც ღმერთს ენდობა, ის თესავს ქება-დიდებას და ღვთაებრივ სიხარულსა და მარადიულ კურთხევას იმ...
იხილეთ სრულად
ღვთისადმი ნდობა ყველაფერში, რის მიღწევაც ადამიანს საკუთარი ძალისხმევით არ ძალუძს, ჩნდება განუწყვეტელი ლოცვით, მას მოაქვს დადებითი შედეგები.
ვინც ღმერთს ენდობა, ის თესავს ქება-დიდებას და ღვთაებრივ სიხარულსა და მარადიულ კურთხევას იმკის, ხოლო ვინც უბედურებას თესავს, უბედურებასა და სულიერ სიმძიმეს იმკის.
ღვთისაგან განშორებული ადამიანები, ნუგეშინისცემას ვერასოდეს გრძნობენ და ორმაგად იტანჯებიან. ის, ვისაც ღმერთი და მომავალი ცხოვრება არა სწამს, არა მხოლოდ ნუგეშს მოაკლდება, არამედ საკუთარ თავს მარადიული სატანჯველისათვის სწირავს. ადამი...
იხილეთ სრულად
ღვთისაგან განშორებული ადამიანები, ნუგეშინისცემას ვერასოდეს გრძნობენ და ორმაგად იტანჯებიან. ის, ვისაც ღმერთი და მომავალი ცხოვრება არა სწამს, არა მხოლოდ ნუგეშს მოაკლდება, არამედ საკუთარ თავს მარადიული სატანჯველისათვის სწირავს. ადამიანს ის ბატონი მისცემს გასამრჯელოს, ვისთვისაც შრომობდა. თუ შენ შავი ბატონისათვის შრომობ, მაშინ ის აქვე გააშავებს შენს ცხოვრებას. თუ შენ ცოდვას ემსახურები, მაშინ ეშმაკი მოგიზღავს სამაგიეროს, თუ სათნოებებს აღასრულებ, მაშინ ...
ღვთისმოყვარეობა დროს არ ექვემდებარება. დრო მხოლოდ სასრული და ცვალებადი ყოფიერების ფორმაა. ღმერთისთვის არსებობს მხოლოდ აწმყო - არა წარსული, არა მომავალი.