აღსრულდა უდიდესი საიდუმლო ქრისტეს აღდგომისა – სიცოცხლის მომნიჭებელმა უფალმა შემუსრა ჯოჯოხეთი და დაამარცხა სიკვდილი. ქრისტე აღდგა! გიხაროდეთ, დადგა ჟამი ზეიმისა!
ჯერ კიდევ ანტიკურ დროში ფილოსოფოსი პლატონი სახელმწიფო მოღვაწეთათვის ფილოსოფიურ-ანალიტიკური აზროვნების აუცილებლობის შესახებ წერდა: "ვიდრე სახელმწიფოში ხელისუფალნი არ იქნებიან ფილოსოფოსები, ვიდრე მეფენი და მმართველნი კეთილშობილურად ...
იხილეთ სრულად
ჯერ კიდევ ანტიკურ დროში ფილოსოფოსი პლატონი სახელმწიფო მოღვაწეთათვის ფილოსოფიურ-ანალიტიკური აზროვნების აუცილებლობის შესახებ წერდა: "ვიდრე სახელმწიფოში ხელისუფალნი არ იქნებიან ფილოსოფოსები, ვიდრე მეფენი და მმართველნი კეთილშობილურად და ღრმად არ იფილოსოფოსებენ და ვიდრე სახელმწიფო ხელისუფლება და ფილოსოფია არ გაერთიანდება, სახელმწიფო ბოროტებისგან ვერ გათავისუფლდება" ("სახელმწიფო"). ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია.
თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი ამავე დროს საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას....
იხილეთ სრულად
თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი ამავე დროს საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას... მაგრამ, ამავე დროს, პასუხსაც სთხოვს ყველა მის მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე.
უფალი ბრძანებს: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ... ყოველი შემცოდე კი ცოდვის მონაა" (ინ. 8,32). სამწუხაროდ, ჩვენს დროში ადამიანი სწორედ ცოდვის მსხვერპლი და მისი მსახური ხდება, რასაც იგი უგუნურებით...
იხილეთ სრულად
უფალი ბრძანებს: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ... ყოველი შემცოდე კი ცოდვის მონაა" (ინ. 8,32).სამწუხაროდ, ჩვენს დროში ადამიანი სწორედ ცოდვის მსხვერპლი და მისი მსახური ხდება, რასაც იგი უგუნურებით თავისუფლებად აღიქვამს. წმ. მამები ასეთ მდგომარეობას "უმეცარ თავისუფლებას" უწოდებენ. "უმეცარი თავისუფლება, - წერს წმ. ეფრემ ასური, - არის სათავე მიწიერ ვნებათა გამრავლებისა, ხოლო მისი შედეგი უსასტიკესი მონობაა".მართლმადიდებელ ...
ზოგიერთებს ნერვული სისტემა იმდენად გადაეღალათ, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაშიღა ხედავენ. ის კი არ იციან, ან ავიწყდებათ, რომ ამით თავს საშინელი მარადიული სატანჯველისთვის იმეტებენ.
მე მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თვითმკვლელთ (სულით ავადმყოფთა გარდა) უკვე ვეღარავინ უშველის, მათთვის ლოცვაც კი აკძალულია, რადგან ისინი ამ ნაბიჯის გადადგმით თავიანთი ნებით სულს მარადიული მონობისათვის ეშმაკს აბა...
იხილეთ სრულად
მე მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თვითმკვლელთ (სულით ავადმყოფთა გარდა) უკვე ვეღარავინ უშველის, მათთვის ლოცვაც კი აკძალულია, რადგან ისინი ამ ნაბიჯის გადადგმით თავიანთი ნებით სულს მარადიული მონობისათვის ეშმაკს აბარებენ.
წარსულის სიკეთენი უგულვებელ იყოფა და მის ადგილს იკავებს ახალი, სამწუხაროდ, უარყოფითი ტენდენციები, რაც თავისუფლებას დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს. წმიდა ისააკ ასური ამბობს: "არასრულყოფილ საუკუნეში თავისუფლება, თანაც სრულყოფილი, არ არსებო...
იხილეთ სრულად
წარსულის სიკეთენი უგულვებელ იყოფა და მის ადგილს იკავებს ახალი, სამწუხაროდ, უარყოფითი ტენდენციები, რაც თავისუფლებას დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს. წმიდა ისააკ ასური ამბობს: "არასრულყოფილ საუკუნეში თავისუფლება, თანაც სრულყოფილი, არ არსებობს". და მართლაც, განა შეიძლება ჭეშმარიტ თავისუფლებაზე საუბარი იქ, სადაც უარს ამბობენ ზნეობრივ ცხოვრებაზე და მის ნაცვლად პროპაგანდა ეწევა პრინციპს "ყველაფერი ნებადართულია". ნუთუ ნორმალური ყოფა ეთქმის იმ გარემოს, სადაც ადა...
საქართველო ხომ ძველი თვითმყოფადი ტრადიციებისა და კულტურის ქვეყანაა, ამან გადაგვარჩინა და განაპირობა ჩვენი ინდივიდუალური სახის შენარჩუნება. აი, ამ ტრადიციებს უნდა მივყვეთ კვლავაც.
გულწრფელ მხურვალე ლოცვას ასეთი დიდი ძალა აქვს. ამიტომაც თითოეულმა თქვენთაგანმა ყოველდღიურად სასოებით უნდა შესთხოვოთ უფალს თქვენი თავის, თქვენი ოჯახისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილწარმატებისათვის, რათა ადამის მოდგმისთვის ხს...
იხილეთ სრულად
გულწრფელ მხურვალე ლოცვას ასეთი დიდი ძალა აქვს. ამიტომაც თითოეულმა თქვენთაგანმა ყოველდღიურად სასოებით უნდა შესთხოვოთ უფალს თქვენი თავის, თქვენი ოჯახისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილწარმატებისათვის, რათა ადამის მოდგმისთვის ხსნისა და განახლების მომნიჭებელმა მაცხოვარმა მოწყალებით გადმოხედოს საქართველოს და მკვიდრთა მას შინა