ისე სინანულის დროს მარხვა ბუნებრივია. ე.ი. საჭმელს კი არ ჭამ, არამედ სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე - ვერ ჭამ!.. ასეთი მარხვა უფრო დიდია და სათნო ეყოფა ღმერთს!.. რადგანაც მას შინაგანი ტანჯვაც ახლავს თან.
სინანული მძიმეა. ამიტო...
იხილეთ სრულად
ისე სინანულის დროს მარხვა ბუნებრივია. ე.ი. საჭმელს კი არ ჭამ, არამედ სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე - ვერ ჭამ!.. ასეთი მარხვა უფრო დიდია და სათნო ეყოფა ღმერთს!.. რადგანაც მას შინაგანი ტანჯვაც ახლავს თან.
სინანული მძიმეა. ამიტომ ეკლესიამ დაადგინა საზოგადო მარხვები, რაც ეხმარება ადამიანს განწმენდაში, სინდისთან შერიგებაში, დიდი საღვთო და საეკლესიო დღესასწაულების ღირსეულად შეხვედრაში. შიმშილი წვავს ცოდვებს. მარხვა მარხვისთვის კი არ უნდა იყოს, არა...
link
ლოცვას აქვს ძალა და ეს იარაღია. ლოცვა გატყორცნილი ისარივითაა - ის აუცილებლად ესობა ბოროტს, მაგრამ ისინი ამით არ ნადგურდებიან და აუცილებლად განახორციელებენ საპასუხო დარტყმას, და აქ მორწმუნემ უნდა იცოდეს, როგორ დაიცას თავი. ბერები ს...
იხილეთ სრულად
ლოცვას აქვს ძალა და ეს იარაღია. ლოცვა გატყორცნილი ისარივითაა - ის აუცილებლად ესობა ბოროტს, მაგრამ ისინი ამით არ ნადგურდებიან და აუცილებლად განახორციელებენ საპასუხო დარტყმას, და აქ მორწმუნემ უნდა იცოდეს, როგორ დაიცას თავი. ბერები საპასუხო დარტყმებს ასკეტიზმით - მარხვით, მღვიძარებით, ლოცვების საუკუნოვანი მწყობრი სისტემით იგერიებდნენ, ერისკაცებს კი ზოგადად ასეთი პირობები და შესაძლებლობები არ გააჩნიათ, ამიტომ ერისკაცებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რამდენი ...
link
სანამ ვნებები გაქვთ, ღმერთი დიდ ცოდნას არ გაგიხსნით! ეს იცოდეთ!
შიში იძულებითი მორჩილებაა და ჩვენ არ შეგვფერის ბოროტის მორჩილება. ბოროტთან ბრძოლით ღმერთი ავაჟკაცებს სულს. ისიც იცოდეთ, ღმერთი მოწყალეა და თქვნზე აღმატებულ ძალას არ დაუშვებს. მას ყველაფერი განსაზღვრული აქვს. როგორც ისწავლებ და იწრ...
იხილეთ სრულად
შიში იძულებითი მორჩილებაა და ჩვენ არ შეგვფერის ბოროტის მორჩილება. ბოროტთან ბრძოლით ღმერთი ავაჟკაცებს სულს. ისიც იცოდეთ, ღმერთი მოწყალეა და თქვნზე აღმატებულ ძალას არ დაუშვებს. მას ყველაფერი განსაზღვრული აქვს. როგორც ისწავლებ და იწრთობა სიყვარული, ისე იწრთობა ისწავლება სიმამაცეც, გამბედაობაცა და ვაჟკაცობაც.
ნუ გეშინიათ ბოროტის სულის ძალის, გარეგნობის, თვალების, ხმის, რადგან იგი მათ იყენებს ჩვენი შეშინებისა და დამცირებისათვის. როდესაც შიში მოდის, ნუ...
link
მხოლოდ სულით ბერებს ახარებთ მონასტრული ცხოვრება, რადგან ეს მათი ბუნებაა, ეს მათი ცხოვრებაა. მათ სიძნელე და იწროებანი არ აფრთხობს და მედგრად მიიწევენ წინ სულიერ საფეხურებზე.
ბერობა ძლიერი სულის ადამიანების მოწოდებაა. ბერობა არაა პროფესია, რომ ნიჭიერმა კაცმა აითვისოს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ! ბერად უნდა დაიბადო!