ადამის ძეთა ბუნება მიისწრაფის ამაღლდეს გრძნობადიდან სულიერამდე, მსგავსად იმისა, ზოგჯერ თევზი წყლიდან რომ ზეცას მიელტვის: მაგრამ როგორც ადვილად და სწრაფად ვარდება თევზი წყალში, ასევე სწრაფად ვეფლობით გრძნობადში. მხოლოდ ქრისტეს მადლ...
იხილეთ სრულად
ადამის ძეთა ბუნება მიისწრაფის ამაღლდეს გრძნობადიდან სულიერამდე, მსგავსად იმისა, ზოგჯერ თევზი წყლიდან რომ ზეცას მიელტვის: მაგრამ როგორც ადვილად და სწრაფად ვარდება თევზი წყალში, ასევე სწრაფად ვეფლობით გრძნობადში. მხოლოდ ქრისტეს მადლმოსილი ძალით შეუძლია გადაჭრით აამაღლოს, განაახლოს, ხელახლა შობოს და მისცეს მას მარადიული სულიერი მიმართულება
link
გარნა რით იყო შესანიშნი და კაცის გულის მიმზიდველი ედემი? ნუთუ მხოლოდ გარეგანი მოხდენილობა, მარტო საამური შეხედულება და საოცნებო განწყობილება შეადგენდნენ ედემის უმაღლეს მშვენებას? არა, ედემი ძვირფასი და სანატრელი იყო პირველი კაცისთ...
იხილეთ სრულად
გარნა რით იყო შესანიშნი და კაცის გულის მიმზიდველი ედემი? ნუთუ მხოლოდ გარეგანი მოხდენილობა, მარტო საამური შეხედულება და საოცნებო განწყობილება შეადგენდნენ ედემის უმაღლეს მშვენებას? არა, ედემი ძვირფასი და სანატრელი იყო პირველი კაცისთვის იმითი, რომ იქ ეცხადებოდა მას ცისა და ქვეყნის გამჩენ-დამბადებელი ღმერთი და პირისპირ, გულშემატკივარი მამის მსგავსად ასწავლიდა, სწვრთნიდა მას სიკეთეში. აი, უმაღლესი მშვენიერება სამოთხისა, აი უმთავრესი ღირსება მისი
link
უფალს ვუყვარვართ ჩვენ იმაზე მეტად, ვიდრე დედას თავისი შვილები და გვაძლევს ჩვენ სულიწმიდის მადლს, როცა სული ჰკარგავს მადლს, ძლიერ სწუხს და ფიქრობს: „რაღაცით ვაწყენინე მეუფეს“. ამ მძიმე წუთებში სული თითქოს ციდან მიწაზე ეცემა და ძლიე...
იხილეთ სრულად
უფალს ვუყვარვართ ჩვენ იმაზე მეტად, ვიდრე დედას თავისი შვილები და გვაძლევს ჩვენ სულიწმიდის მადლს, როცა სული ჰკარგავს მადლს, ძლიერ სწუხს და ფიქრობს: „რაღაცით ვაწყენინე მეუფეს“. ამ მძიმე წუთებში სული თითქოს ციდან მიწაზე ეცემა და ძლიერ იტანჯება. ო, როგორ ევედრება მაშინ სული უფალს, რათა ისევ მისცეს თავისი მადლი. შეუძლებელია ამის აღწერა. ვის შეუძლია აღწეროს სიყვარულის გზნება უფლისადმი? სული აფორიაქებულია სანამ უფალი არ მისცემს მას თავის მადლს. სული, რო...
link
უფალმა ადამს შთაბერა სული ცხოვრებისა. ადამი შექმნის მომენტიდანვე იყო ღვთაებრივი მადლის, ამ ღვთაების სუნთქვის ზიარი.
სწუხდა ადამი დედამიწაზე, მწარედ ქვითინებდა; არ უნოდა აქ ყოფნა, სწუხდა და ამბობდა: „მოწყენილია ჩემი სული უფლისადმი, ცრემლიანი დავეძებ მას. როგორ არ უნდა ვეძებო? როცა მასთან ვიყავი, ჩემი სული მხიარული და მშვიდი იყო, მტერს არ შეეძლო ...
იხილეთ სრულად
სწუხდა ადამი დედამიწაზე, მწარედ ქვითინებდა; არ უნოდა აქ ყოფნა, სწუხდა და ამბობდა: „მოწყენილია ჩემი სული უფლისადმი, ცრემლიანი დავეძებ მას. როგორ არ უნდა ვეძებო? როცა მასთან ვიყავი, ჩემი სული მხიარული და მშვიდი იყო, მტერს არ შეეძლო რაიმე დაეშავებინა ჩემთვის. ეხლა კი ავმა სულმა დამიპყრო, მარყევს და სტანჯავს ჩემს სულს; იმიტომაა მოწყენილი ჩემი სული, თვით სიკვდილამდე, მიისწრაფის სული ღმერთისკენ, არაფერი არ მახარებს დედამიწაზე, არაფერი არ მამშვიდებს; კვ...
link
სანამ პირველ დანაშაულს ჩაიდენდნენ და უფლის მცნებას გარდახდებოდნენ, პირველი ადამიანები საღმრთო დიდებით იყვნენ შემოსილნი... და ვიდრე ღმერთის მცნებების მორჩილი აღმსრულებელი იყო, ადამი ღმერთის მეგობრად გვევლინებოდა და ღმრთისა თანა ჰგი...
იხილეთ სრულად
სანამ პირველ დანაშაულს ჩაიდენდნენ და უფლის მცნებას გარდახდებოდნენ, პირველი ადამიანები საღმრთო დიდებით იყვნენ შემოსილნი... და ვიდრე ღმერთის მცნებების მორჩილი აღმსრულებელი იყო, ადამი ღმერთის მეგობრად გვევლინებოდა და ღმრთისა თანა ჰგიებდა სამოთხეში.
link
პირველი ადამიანი საღმრთო პატივსა და სიწმიდეში იყო, იგი ყოველივეზე მეუფებდა – დაწყებული ცით და დამთავრებული ყოველივე ქვეყნიურით; მას შეეძლო გარჩევა ვნებებისა, იგი უცხო იყო დემონებისათვის და შეურყვნელი ცოდვათა და მანკიერებათაგან, რა...
იხილეთ სრულად
პირველი ადამიანი საღმრთო პატივსა და სიწმიდეში იყო, იგი ყოველივეზე მეუფებდა – დაწყებული ცით და დამთავრებული ყოველივე ქვეყნიურით; მას შეეძლო გარჩევა ვნებებისა, იგი უცხო იყო დემონებისათვის და შეურყვნელი ცოდვათა და მანკიერებათაგან, რამეთუ ნამდვილად იყო ხატი და მსგავსება ღმერთისა.
link
ადამში დამკვიდრებული სიტყვა ყველაფერი იყო მისთვის: მცნობელობაც, გულისხმის–ყოფაც, შეგრძნებაც ნეტარებისა, მემკვიდრეობაც და ცოდნაც. და პირველ ადამიანებს შინაგანადაც და გარეგანადაც საღმრთო დიდება ჰქონდათ შემოსილი, ისე, რომ ისინი ვერ ხ...
იხილეთ სრულად
ადამში დამკვიდრებული სიტყვა ყველაფერი იყო მისთვის: მცნობელობაც, გულისხმის–ყოფაც, შეგრძნებაც ნეტარებისა, მემკვიდრეობაც და ცოდნაც. და პირველ ადამიანებს შინაგანადაც და გარეგანადაც საღმრთო დიდება ჰქონდათ შემოსილი, ისე, რომ ისინი ვერ ხედავდნენ თავიანთ სიშიშვლეს.
link
ადამის შეცოდება სწორედ იმას მოჰყვა, რომ მას უშრომლად და გაუჭირვებლად ჰქონდა მიღებული ყოველი სიკეთე. ამიტომაც მის მიერ საღმრთო მცნების დარღვევისათვის ღმერთმა სასჯელად ასე განგვიწესა ჩვენ, ადამის მთელს მოდგმას, რომ შრომით, ოფლისღვრი...
იხილეთ სრულად
ადამის შეცოდება სწორედ იმას მოჰყვა, რომ მას უშრომლად და გაუჭირვებლად ჰქონდა მიღებული ყოველი სიკეთე. ამიტომაც მის მიერ საღმრთო მცნების დარღვევისათვის ღმერთმა სასჯელად ასე განგვიწესა ჩვენ, ადამის მთელს მოდგმას, რომ შრომით, ოფლისღვრითა და გაჭირვებით მოვიპოვებდეთ არსობის პურს ქვეყნიური ცხოვრების ბოლომდე.
link
ადამი, მამა სამყაროსი, სამოთხეში იცნობდა ღმერთის სიყვარულს და ამიტომ როცა განდევნილი იქნა სამოთხიდან ცოდვებისათვის და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მწარედ იტანჯებოდა და ქვითინებდა მთელს უდაბნოში; მისი სული იტანჯებოდა ერთი ფიქრით: „სა...
იხილეთ სრულად
ადამი, მამა სამყაროსი, სამოთხეში იცნობდა ღმერთის სიყვარულს და ამიტომ როცა განდევნილი იქნა სამოთხიდან ცოდვებისათვის და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მწარედ იტანჯებოდა და ქვითინებდა მთელს უდაბნოში; მისი სული იტანჯებოდა ერთი ფიქრით: „საყვარელ ღმერთს ვაწყენინე“. სამოთხესა და მის სილამაზეს კი არ ნანობდა, არამედ ღმერთის სიყვარულის მოკლებას ვერ იტანდა მისი სული. ასეა, ყველა სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი სულიწმიდით, მაგრამ შემდეგ დაკარგა მადლი, განიცდის ად...
link