ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
უკეთუ ამა სოფლისა საზარელი მდგომარეობა, საზოგადო დავიწყება სიმართლისა და სიყვარულისა, ცოდვა და უსჯულოება ყოველთა არ სწვავს გულსა შენსა, უკეთუ სული შენი არა მღელვარე არს შეხედვითა სოფლისა ამის განხრწნილებისა, მაშასადამე, სად არს სა... იხილეთ სრულად
უმაღლესი კეთილის მოქმედი ჩვენი არის ღმერთი. მისგან ჩვენზედა ზეგარდამოვალს ყოველი კეთილი. მისი მადლობის და დიდების მიმცემი უნდა იყოს ყოველი სულდგმული კაცი ქვეყანასა ზედა. „მადლობა ღმერთსა, დიდება ღმერთსა!“ ეს ორი სიტყვა მარადის უნდ... იხილეთ სრულად
ის საუნჯე მადლისა, განათლებისა და ცხოვნებისა, რომლითაც გაგვამდიდრა უფალმან, თანასწორ არის განყოფილი ყოველთა კაცთა შორის, ვითარცა მდიდართა, ეგრედვე ღარიბთა და საწყალთა ზედა. ერთბაშდ ყოველთა მიანიჭა ღმერთმა სულიერი ნიჭი. მაშასადამე ... იხილეთ სრულად
კაცის გულს ხშირად აქვს ის ცუდი თვისება, რომელ არ უყვარს, ეზარება მადლობის გადახდა. ერთობ საზრახავი და ცუდი არის, ძმანო, ესრედი ხასიათი კაცისა; იგი გამოაჩენს დაბალსა და საზიზღარსა ბუნებასა მისსა. კაცი, კეთილშობილი ხასიათის მექონი, ... იხილეთ სრულად
თუ ღარიბი და საწყალი ხარ, ვის აბრალებ ამას? ღმერთი არ არის ამის მიზეზი. არამედ, იქნება შენვე, შენი ცოდვა, სიზარმაცე, ანუ სხვა რომელიმე სოფლიური გარემოება.
ენითა თვისითა ყოველს კაცს შეუძლიან მრავალფერად და ხშირად შესცოდოს ღმერთსა. დიდი ყურადღება და მეცადინეობა უნდა იხმაროს კაცმან, რომელსა ჰსურს განრინება ენით შეცოდებისა და კეთილად მართვა სიტყვათა თვისთა.
კაცი მრავალფერად სცდება და ხშირად სცოდავს, გარნა ვინც არ სცოდავს სიტყვითა თვისითა, ვისაც შეუძლიან აღვირსხმა ენისა თვისისა, იგი არის სრული კაცი და შემძლებელი დამორჩილებად ყოველთა სხვათა თვისთა ვნებათა.
ყოველთა მათ ცოდვათაგან, რომელთა კაცი იქმნს ენითა თვისითა, უმეტესად გახშირებულ არს ჩვენ შორის განკითხვა ანუ ცუდად ხსენება მოყვასისა, რომელსა დაბიურად ეწოდება ჭორი. ცოდვა იგი მით უმეტესად არის მძიმე და სამწუხარო და ფრიად განვრცელებუ... იხილეთ სრულად
კაცი დაიპყრობს ყოველსა ბუნებასა, მხეცთა და ფრინველთა და ქვეწარმავალთა და თევზთა; გარნა ზოგჯერ ვერ დაიმორჩილებს ენასა თვისსა; ორღანოითა მით, რომლითა აკურთხევს კაცი ღმერთსა, ხშირად სწყევლის იგი მოყვასსა თვისსა, რომელი შექმნილ არს მზ... იხილეთ სრულად