მართლმადიდებლობის გარდა ამქვეყნად არსებული ყველა რელიგია მცდარია და ვერ აცხოვნებს ადამიანს. მცდარი რელიგია დასცინის კაცს. თითოეულ ჩვენთაგანს გარდაცვალებისთანავე გაუცხადდება, რამდენად მყარია ის, რასაც მიანდო თვისი სასოება. როგორ შე...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობის გარდა ამქვეყნად არსებული ყველა რელიგია მცდარია და ვერ აცხოვნებს ადამიანს. მცდარი რელიგია დასცინის კაცს. თითოეულ ჩვენთაგანს გარდაცვალებისთანავე გაუცხადდება, რამდენად მყარია ის, რასაც მიანდო თვისი სასოება. როგორ შეძრწუნდებიან ისინი, ვინც იხილავს მაშინ, რომ მოტყუვდა არჩევანში.
მართლმადიდებლური ეკლესიიდან განდგომილებმა სიცოცხლეც რომ შესწირონ ქრისტეს სახელის აღსარებას, მათი ცოდვა სისხლითაც კი არ ჩამოირეცხება. წარუშლელი და უმძიმესია განხეთქილების დანაშაული და არ იწმინდება თვით მოწამეობითაც კი.
მონოფიზიტური ბოროტმორწმუნეობა, შემდგარი სხვადასხვა მწვალებლობისაგან, თავის თავში შეიცავს სამ უმთავრეს და სხვებზე უფრო უკეთურ და საძაგელ მწვალებლობას. მათგან პირველი და ყველაზე უბოროტესი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ბრძნობენ, თითქო...
იხილეთ სრულად
მონოფიზიტური ბოროტმორწმუნეობა, შემდგარი სხვადასხვა მწვალებლობისაგან, თავის თავში შეიცავს სამ უმთავრეს და სხვებზე უფრო უკეთურ და საძაგელ მწვალებლობას. მათგან პირველი და ყველაზე უბოროტესი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ბრძნობენ, თითქოსდა სიტყუა-ღმერთის მაცხოვნებელი ვნების დროს, უვნებო ღმრთაება სიკვდილს დაექვემდებარა, ისევე, როგორც (მისი) ადამიანობა (კაცობრივი ბუნება); მეორე ამტკიცებს, რომ განკაცებულმა სიტყუა-ღმერთმა, ზეცად ამაღლების შემდეგ, განიძარც...
ყოველ მიწიერ (ადამიანისმიერ) სარწმუნოებას ეწოდება ადამიანის სახელი: მაჰმადიანი - მუჰამედიდან, პაპისტი-რომის პაპიდან, ლუთერანელი - მარტინ ლუთერიდან, იუდეველი - იუდადან, პაშკოველი - პაშკოვიდან და სხვა მისთანანი. ესენი არ არიან ღმერთ...
იხილეთ სრულად
ყოველ მიწიერ (ადამიანისმიერ) სარწმუნოებას ეწოდება ადამიანის სახელი: მაჰმადიანი - მუჰამედიდან, პაპისტი-რომის პაპიდან, ლუთერანელი - მარტინ ლუთერიდან, იუდეველი - იუდადან, პაშკოველი - პაშკოვიდან და სხვა მისთანანი. ესენი არ არიან ღმერთისაგან და ღმერთი არ არის მათში, ვინაიდან, უკუეთუ ისინი ღმერთისაგან არიან, რად იწოდებიან ადამიანთა სახელებით; ერთადერთი და ჭეშმარიტი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომელიც თვით უფლის სახელით იწოდება - ქრისტიანენი.
ჩვენი ცხოვნების მტერმა - ეშმაკმა დაბადა მრავალი ცრუ მოძღვრება, ერესი, სექტა და განხეთქილება, რომელთა მეშვეობითაც სამუდამოდ აშორებს ადამიანებს უფლისაგან.
ცრუწინასწარმეტყველნი ნაყოფით შეიცნობიან - ცხოვრებით, საქმეებით, მათი საქმიანობიდან გამომდინარე შედეგებით. ნუ გაგიტაცებს ფარისეველთა ტკბილსიტყვაობა, მათი წყნარი ხმა, თითქოს სიმშვიდის, სიმდაბლისა და სიყვარულის გამომხატველი; ნუ გაგიტ...
იხილეთ სრულად
ცრუწინასწარმეტყველნი ნაყოფით შეიცნობიან - ცხოვრებით, საქმეებით, მათი საქმიანობიდან გამომდინარე შედეგებით. ნუ გაგიტაცებს ფარისეველთა ტკბილსიტყვაობა, მათი წყნარი ხმა, თითქოს სიმშვიდის, სიმდაბლისა და სიყვარულის გამომხატველი; ნუ გაგიტაცებს ის ტკბილი ღიმილი, რომელიც ბაგეებსა და სახეზე დასთამაშებთ, ალერსი და მაამებლობა, მათი მზერიდან რომ გამოჰკრთის; ნუ ცთუნდები იმ ხმით, რომელსაც ისინი ოსტატურად ავრცელებენ კაცთა შორის საკუთარ თავზე. ნუ მოტყუვდები იმ მოწ...
ძლევის გარეშე არ არის და არც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანობა! ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ერთი გზა ათასნაირ მოდერნისტულ სექტასთან, არც ეკუმენისტებთან, არც ნეო-ჰილიასტებთან.
ჩვენი სარწმუნოება - წმინდა მოღვაწეთა სარწმუნოება - „...
იხილეთ სრულად
ძლევის გარეშე არ არის და არც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანობა! ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ერთი გზა ათასნაირ მოდერნისტულ სექტასთან, არც ეკუმენისტებთან, არც ნეო-ჰილიასტებთან.
ჩვენი სარწმუნოება - წმინდა მოღვაწეთა სარწმუნოება - „რწმენა სამოციქულო, რწმენა მამობრივი, რწმენა მართლმადიდებელი“. განუხრელად მას და მხოლოდ მას მოვეჭიდებით ცბიერი დღეების განცდისას! ამინ.
ხოლო სული ცხადად მეტყველბს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი, და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთ მოძღვრებას.
ცრუმეტყველთა თვალთმაცქცობისამებრ, რომელთაც დაჰფერფლეს თავიანთი სინდისი,
და რომელნიც კრ...
იხილეთ სრულად
ხოლო სული ცხადად მეტყველბს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი, და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთ მოძღვრებას.
ცრუმეტყველთა თვალთმაცქცობისამებრ, რომელთაც დაჰფერფლეს თავიანთი სინდისი,
და რომელნიც კრძალავენ ქორწინებასა და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.
რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით.
ვინაიდან განიწმიდება ღმრთი...
სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი,
ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა.
ყველაფერი, რაც მიწისგანაა, მიწადვე მიიქცევა და რაც წყლისგანაა, ზღვასვე უბრუნდე...
იხილეთ სრულად
სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი,
ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა.
ყველაფერი, რაც მიწისგანაა, მიწადვე მიიქცევა და რაც წყლისგანაა, ზღვასვე უბრუნდება.
თ. 39-40