წმიდანები კეთილმსახური, ღმრთისმოყვარე და ღმრთივგანათლებული ადამიანები იყვნენ, რომელნიც სიტყვითა და საქმით, შრომითა და მოღვაწეობით ქრისტიანობის გავრცელებასა და განმტკიცებას, ქვეყანაზე ცათა სასუფევლის დამკვიდრებას ემსახურებოდნენ. ამ...
იხილეთ სრულად
წმიდანები კეთილმსახური, ღმრთისმოყვარე და ღმრთივგანათლებული ადამიანები იყვნენ, რომელნიც სიტყვითა და საქმით, შრომითა და მოღვაწეობით ქრისტიანობის გავრცელებასა და განმტკიცებას, ქვეყანაზე ცათა სასუფევლის დამკვიდრებას ემსახურებოდნენ. ამიტომაც ჩარიცხა ისინი ეკლესიამ წმინდანთა დასში.
წმინდანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველი კაცის წინაშე ქრისტეს სჯულს ქადაგებდნენ, როგორც სიტყვით, ასევე საქმით. ზოგიერთი მათგანი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ხალხს ჭეშმარიტი სარწმუნოებით ანათლებდა, ხოლო სხვა...
იხილეთ სრულად
წმინდანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველი კაცის წინაშე ქრისტეს სჯულს ქადაგებდნენ, როგორც სიტყვით, ასევე საქმით. ზოგიერთი მათგანი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ხალხს ჭეშმარიტი სარწმუნოებით ანათლებდა, ხოლო სხვანი, თუმცა სიტყვით არ ქადაგებდნენ, მაგრამ მთელი მათი ცხოვრება და საქმიანობა, რამდენადაც სახარების აღსრულებას წარმოადგენდა, ქადაგება იყო. ისინი ამქვეყნად ქრისტეს ცოცხალი ხატნი, ან სოფლის მნათობნი და მარილნი იყვნენ.
წმინდანები ნათლად გვაჩვენებენ, რა ძალა აქვს ქრისტეს სახარებას, როგორ ცვლის და განაბრწყინვებს იგი ადამიანის ბუნებას. მათ სიწმინდისა და სათნოების ყველა სახის მაგალითი მოგვცეს. უკეთუ სახარების მცნებებს ვემორჩილებით და ღმრთის შიშითა დ...
იხილეთ სრულად
წმინდანები ნათლად გვაჩვენებენ, რა ძალა აქვს ქრისტეს სახარებას, როგორ ცვლის და განაბრწყინვებს იგი ადამიანის ბუნებას. მათ სიწმინდისა და სათნოების ყველა სახის მაგალითი მოგვცეს. უკეთუ სახარების მცნებებს ვემორჩილებით და ღმრთის შიშითა და სასოებით ვცხოვრობთ, ჩვენც ვაღიარებთ ქრისტეს - წინაშე ყოველთა კაცთა, ხოლო თუ პირიქით ვიქცევით, მაშინ უფალს საქმით უარვყოფთ, რომელიც სიტყვით უარყოფაზე უარესია.
წმიდანები ხარობენ ჩვენს სინანულზე. მათ მიაღწიეს ზეციურ სამეუფოს და იქ უჭვრეტენ უფლის დიდებას, მაგრამ სულიწმიდით ისინი ადამიანის ტანჯვასაც ხედავენ დედამიწაზე. ისინი ხედავენ როგორ ვიქანცებით ტანჯვისაგან, როგორ გამოვიფიტეთ შინაგანად,...
იხილეთ სრულად
წმიდანები ხარობენ ჩვენს სინანულზე. მათ მიაღწიეს ზეციურ სამეუფოს და იქ უჭვრეტენ უფლის დიდებას, მაგრამ სულიწმიდით ისინი ადამიანის ტანჯვასაც ხედავენ დედამიწაზე. ისინი ხედავენ როგორ ვიქანცებით ტანჯვისაგან, როგორ გამოვიფიტეთ შინაგანად, რა გულგატეხილობა დაგვეუფლა და გამუდმებით შუამდგომლობენ ჩვენთვის ღმერთის წინაშე. წმინდანებს უხარიათ, როცა ადამიანები სინანულში არიან და წუხან, როცა ისინი ტოვებენ ღმერთს და ემსგავსებიან პირუტყვებს. მათ ეცოდებათ ხალხი, რომ...
წმინდანებს ესმით ჩვენი ლოცვა, ეს ჩანს წმინდანებთან ლოცვითი მიმართვის განუწყვეტელი გამოცდილებიდან. სულიწმიდაში, ჯერ კიდევ აქ, მიწაზე, წმინდანები ღებულობენ ამ საჩუქარს ნაწილობრივ, ხოლო აქედან გამგზავრებისას იგი იზრდება.
წმინდანებს უფალმა აჩუქა სულიწმიდა და მათ სულიწმიდაში ვუყვარვართ ჩვენ. წმინდანების სული იცნობს უფალს; ამიტომაა მათი სულები რომ იწვის სიყვარულით ხალხისადმი. მათ, ჯერ კიდევ დედამიწაზე, მწუხარების გარეშე არ შეეძლოთ მოესმინათ ცოდვილ ად...
იხილეთ სრულად
წმინდანებს უფალმა აჩუქა სულიწმიდა და მათ სულიწმიდაში ვუყვარვართ ჩვენ. წმინდანების სული იცნობს უფალს; ამიტომაა მათი სულები რომ იწვის სიყვარულით ხალხისადმი. მათ, ჯერ კიდევ დედამიწაზე, მწუხარების გარეშე არ შეეძლოთ მოესმინათ ცოდვილ ადამიანზე და ლოცვაში ღვრიდნენ ცრემლებს მათთვის. სულიწმიდამ ამოირჩია ისინი მთელი ქვეყნიერებისათვის მლოცველებად და აძლევდა ცრემლების წყაროს. სულიწმიდა თავის რჩეულებს აძლევს ისეთ დიდ სიყვარულს, რომ მათი სულები, როგორც ცეცხლით...
ეს სოფელი აღსავსეა ცთუნებებით და ყოველივე ჩვენს გახრწნილ ბუნებასთან ერთად ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული: სიმდიდრე წაახდენს ჩვენს ზნეობას, სიღარიბე მოთმინებას გვაკარგვინებს, ბედნირებით აღვზვავდებით, უბედურება გვმუსრავს, საქმე მოუ...
იხილეთ სრულად
ეს სოფელი აღსავსეა ცთუნებებით და ყოველივე ჩვენს გახრწნილ ბუნებასთან ერთად ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული: სიმდიდრე წაახდენს ჩვენს ზნეობას, სიღარიბე მოთმინებას გვაკარგვინებს, ბედნირებით აღვზვავდებით, უბედურება გვმუსრავს, საქმე მოუცლელობაში გვაგდებს, უქმად ყოფნა გვანებივრებს, ცოდნა გვაამპარტავნებს, უმეცრება საცთურთან დაგვამეგობრებს, ჯანმრთელობა ვნებებს შეეწევა, უძლურება უგრძნობელობასა და დრტვინვაში გვაგდებს; ერთი სიტყვით, ყოველივე, რაც ჩვენშია, ან...
ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამ ქვეყნიურს რასმე. ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.
ვინაიდან ამქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისაგან კი არ არის, არამე...
იხილეთ სრულად
ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამ ქვეყნიურს რასმე. ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.
ვინაიდან ამქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისაგან კი არ არის, არამედ ამ ქვეყნისაგან.
ეს ქვეყანაც გარდავა, და მისი გულისთქმანიც, ხოლო ღმრთის ნებისმყოფელი წარუვალი უკუნისამდე.
თ. 2-3
სამყარო არ არის ის წინამძღოლი, რომელსაც უნდა გავყვეთ, არამედ მტერია, რომელზეც ღვთის შვილებმა უნდა გაიმარჯვონ: „ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელს“.