წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
მონაზონი ისაა, ვინც თავისი ცხოვრების ყოველ დღეს ღმერთთანაა მიტაცებული გონებით და ამქვეყნიურ ცხოვრებას გლოვობს
მონაზონი არის ის, ვისაც ისე სურს სათნოებათა აღსრულება, როგორც გემოთმოყვარეს - თავისი გულისთქმის
მონაზონი ის არის, ვინც საკუთარი სული სიმდაბლის უფსკრულად აქცია და მასში დანთქა და მოაშთო ყოველგვარი ვნება
არიან ადამიანები, რომლებიც სიმდიდრეს ტრაბახობენ და არაფერი გააჩნიათ, სხვები კი დიდ სიმდიდრეში ცხოვრებისას თავს იმდაბლებენ
ეს ბილწი ვნება არამარტო წინსვლაში გვიშლის ხელს, სიმაღლეზე ყოფნისას ძირსაც გადმოგვაგდებს
ამპარტავან მონაზონს ეშმაკი აღარ სჭირდება, რადგან იგი თვითონ არის მტერი და მოწინააღმდეგე საკუთარი თავისა
როგორც ნათელისთვის არის უცხო ბნელი, ასევე ამპარტავანი მონაზონი არის უცხო ყოველგვარი სათნოებისთვის
ამპარტავანთა სულში გმობის სიტყვები წარმოიშობა, ხოლო მდაბალ სულში ზეციური ხილვები