წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი | გამონათქვამები
ყოველმა ადამიანმა ის წმ. მამები უნდა აირჩიოს, რომელთა ნაწერებიც მისი ცხოვრების წესს შეეფერება. დაყუდებულმა, დაე, მდუმარეთათვის განკუთვნილი წიგნები იკითხოს, ზოგადცხოვრებულთა მონასტრის წევრმა - ასეთი მონასტრებისათვის განკუთვნილი სახ... იხილეთ სრულად
წმ. მამათა კითხვა გულმოდგინე, გულისხმიერი და მუდმივი უნდა იყოს: ჩვენს უხილავ მტერს, რომელსაც „სძულან ხმანი კეთილნი“ (იგ. 11, 15), განსაკუთრებული სიძულვილი მაშინ ეუფლება, როდესაც ეს ხმა წმ. მამებისაგან მოდის. სწორედ მამათა ხმა ამხი... იხილეთ სრულად
„წმ. წიგნებისათვის თვალის ერთი შევლებაც კი ღვთისმოსავი ცხოვრების სურვილს აღუძრავს ადამიანს“, - ამბობს წმ. ეპიფანე კვიპრელი.
წმ. მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისავე თქმით სარკეს წააგავს: თუ სული ხშირად იხედება ამ სარკეში, საკუთარ ნაკლოვანებათა დანახვას შეძლებს. ეს წიგნები სამკურნალო მცენარეთა მდიდრულ ნაკრებსაც შეიძლება შევადაროთ: სულს შეუძლია მათგან ყო... იხილეთ სრულად
მამათა ნაწერების კითხვა, სული წმიდით მოსილი მამების უკიდურესი შემცირების გამო, გახდა უმთავრესი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც ცხონება სურს - მეტიც, ვინც ქრისტიანული სრულყოფის მიღწევას ესწრაფვის.
წმ. მამათა კითხვა არის მშობელი და მეუფე ყველა სათნოებისა. მათგან ვსწავლობთ წმ. წერილის ჭეშმარიტ გულისხმისყოფას, მართალ სარწმუნოებას, სახარების მცნებებით ცხოვრებას, ამ მცნებების ღრმა პატივისცემას - ერთი სიტყვით, ცხონებას და ქრისტია... იხილეთ სრულად
მრავალი - ყველა, ვინც განუსჯელად და ქედმაღლურად უარყო წმ. მამები, ვინც ბრმა კადნიერებით, უწმიდური გულითა და გონებით პირდაპირ სახარების კითხვას მიჰყო ხელი, დამღუპველ ცდომილებაში ჩავარდა. ასეთები უარყო სახარებამ - ის მხოლოდ მდაბალთა... იხილეთ სრულად
ნუ იფიქრებ, რომ შენთვის მხოლოდ სახარების კითხვა კმარა - წმ. მამათა დაუხმარებლად. ესაა სახიფათო, ამპარტავნული აზრი. უმჯობესია წმ. მამებმა მიგიყვანოს სახარებამდე, როგორც საყვარელი შვილი, რომელიც წინასწარ მათგან მიიღებს სწავლა-განათლ... იხილეთ სრულად
წმ. მამები გვასწავლიან, როგორ მივეახლოთ სახარებას, როგორ ვიკითხოთ იგი, სწორად როგორ გავიგოთ; გვიხსნიან, რა შეეწევა და რა აბრკოლებს მის გაგებას. ამიტომ თავიდან წმ. მამების კითხვას გირჩევ, ხოლო როდესაც ისინი სახარების კითხვას გასწავ... იხილეთ სრულად
დედამიწის ყველა მდინარე ოკეანეს ერთვის; შესაძლოა, ოკეანე იყოს ამ წყლების სათავეც. ასევე ერთდებიან მამათა ნაწერებიც სახარებაში - ყოველი მათგანი იმას ცდილობს, რომ გვასწავლოს უფალ იესო ქრისტეს მცნებათა ზუსტი შესრულება. ყველა მათგანის... იხილეთ სრულად