სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები
სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ციტატები
ჭეშმარიტი სიბრძნე სიყვარულის გარეშე არ არსებობს, არც ჭეშმარიტი სიყვარული სიბრძნის გარეშე. სიბრძნე უსიყვარულოდ ქვეწარმავლის მზაკვრობაა, ეგოისტური და გესლიანი. სიყვარული სიბრძნის გარეშე თავსხმას ჰგავს, მაშინ როცა მოწყურებული მიწა ჟუ... იხილეთ სრულად
სიყვარულს სიბრძნე ახლავს და მით ყველა საიდუმლო კარს განაღებს. იგი ძალაა, ცოდვილებს რომ იმორჩილებს, მხეცებს, ეშმაკებსა და მთელ ბუნებას. ღვთის შვილები სიყვარულის შვილები არიან, ცათა სასუფეველი კი სიყვარულის საუფლო.
იესომ უპირატესობა ზეცას მიანიჭა. ზეციური მეუფება მიწიერ მეუფებას ამჯობინა. ადამიანური ყოფა აზრით, ძალით და სიხარულით აღავსო. დამცირებული და შეურაცხყოფილი ცამდე აღამაღლა. ცხოვრებას დავიწყებული ზეციური ლოგიკა დაუბრუნა. რათა ადამიანე... იხილეთ სრულად
უნდა ვიყოთ გაბედულნი, მტკიცენი, გონიერნი და მიზანდასახულნი, გადაუჭრელ საკითხთა სიმრავლემ არ უნდა დაგვაბნიოს. სიბრძნე სწორედ იმაში უნდა გამოვავლინოთ, რომ გავარჩიოთ მთავარი მეორეხარისხოვანისაგან, მარადიული - მსწრაფლ წარმავალისგან.
"ეკლესია ერთადერთი სამეფოა ქვეყანაზედ უზენაესის კანონებით არსებული... ეკლესია უჭეშმარიტესი დამტკიცებაა მომავალი უკვდავებისა და უგანათლებულესი სიბრძნეა ზეგარდმო მონიჭებული", - ბერი ალექსი შუშანია.
გულის სიბრძნე მცნებათა დაცვით მოიპოვება: მაგრამ უმთავრესი მათ შორის არის შიში უფლისა. "შიში უფლისაი - დასაბამი სიბრძნისაი" (ფსალმუნი 110,10). "შიში უფლისაჲ - დასაბამი სიკეთისაჲ (წმ. ისააკ ასური), - ბრძანებენ წმიდანნი.
ნეტარია კაცი, ვინც სიმსუქნეს დააღწია თავი, უფლის იწრო გზას შედგომია და თან სხვისი მათარაც მიაქვს (ცილისწამებები და ა. შ.), და სხვებს საშუალებას აძლევს ცილისწამების მეშვეობით მისთვის გვირგვინი დაწნას, რადგან ასეთნაირად იგი სიმდაბლი... იხილეთ სრულად