ნამდვილ ბედნიერებას ღმერთთან ერთობა გვანიჭებს!
ქრისტიანი წმინდა ნათლისღების საიდუმლოთი მადლის მიერ ღვთისშვილი, ღვთის მემკვიდრე და ქრისტეს თანამემკვიდრე ხდება
ღმერთმა თავისი არსებობის მოწმობა დატოვა ყველაფერში
უღირსი, ღვთისადმი უმადური შვილის მაგალითი
მამებს უნახავთ, როგორ ტიროდნენ წმინდა ანგელოზები
მებაღე არის სახე წმინდა ანგელოზისა
უფალმა ადამიანს ანგელოზი დაუდგინა უფროს ძმად, რომელიც ღმერთთან ახლოსაა და როგორც მის წინაშე კადნიერების მქონე, ლოცულობს თავისი უმცროსი ძმისთვის. ადამიანიც ანგელოზს, როგორც უფროს ძმას, ისე ევედრება, რომ დაიცვას და ილოცოს მისთვის, რ...
იხილეთ სრულად
უფალმა ადამიანს ანგელოზი დაუდგინა უფროს ძმად, რომელიც ღმერთთან ახლოსაა და როგორც მის წინაშე კადნიერების მქონე, ლოცულობს თავისი უმცროსი ძმისთვის. ადამიანიც ანგელოზს, როგორც უფროს ძმას, ისე ევედრება, რომ დაიცვას და ილოცოს მისთვის, რადგან მას ღვთის წინაშე კადნიერება აქვს.
link
რაც შეეხება წმინდა ანგელოზს, რაზეც მწერ, იცოდე, ასეა – როცა უფლისგან გადაწყვეტილებას მიიღებს, არც რაიმეს ამატებს, არც აკლებს, ადამიანის მახლობლად რჩება, გონებას უნათებს, საფრთხისგან იფარავს და ეშმაკისგან იცავს ისევე, როგორც წმინდა...
იხილეთ სრულად
რაც შეეხება წმინდა ანგელოზს, რაზეც მწერ, იცოდე, ასეა – როცა უფლისგან გადაწყვეტილებას მიიღებს, არც რაიმეს ამატებს, არც აკლებს, ადამიანის მახლობლად რჩება, გონებას უნათებს, საფრთხისგან იფარავს და ეშმაკისგან იცავს ისევე, როგორც წმინდა ანდრია ქრისტესთვის სალოსის ცხოვრებაში ვხედავთ, სადაც ანგელოზი ებრძოდა ეშმაკს ერთი ბრალეული მონაზვნის დასაცავად.
link
ღმერთმა გვიბოძა არსებობა. ის გვანიჭებს სიცოცხლეს და გვიფარავს თავისი ღვთაებრივი განგებულებით, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება. მან საკუთარი ძის სიკვდილით ისინი, ვინც თავდაპირველად მისი მტრები ვიყავით, თავის ძეებად და სასუფევლის ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა გვიბოძა არსებობა. ის გვანიჭებს სიცოცხლეს და გვიფარავს თავისი ღვთაებრივი განგებულებით, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება. მან საკუთარი ძის სიკვდილით ისინი, ვინც თავდაპირველად მისი მტრები ვიყავით, თავის ძეებად და სასუფევლის მემკვიდრეებად გვაქცია! ის განგვწმენდს და წმინდაგვყოფს თავისი წმინდა საიდუმლოებებით! ის ზეციურ, უწმიდეს საზრდელსა და სასმელს – თავის ყოვლადწმიდა ხორცსა და სისხლს გვაძლევს! მან დაგვიდგინა მფარველი ანგელოზი მთელი ცხოვრების ...
link
ადამიანს, რომელიც მუდამ მადლობას სწირავს უფალს, ღვთის ლოცვა-კურთხევა არ მოაკლდება; ის კი, ვინც დრტვინავს და თავის დიდ ქველისმოქმედს ჭრილობას აყენებს, შეუძლებელია, არ განსწავლოს ღმერთმა.