ძმანო, ჩვენ ახლა აქ ვართ, და ვინ იცის, რამდენ ხანს იქნება ასე? თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ცხოვრებაში ვდგამთ, არის ის, რომელსაც უკანასკნელი ნაბიჯისკენ მივყავართ.
"წელნი ჩვენნი ვითარცა დედაზარდლი" (ფს. 9, 10). ობობის საცხოვრებელი, რაც არ უნდა გამაგრებული იყოს იგი, მეყსეულად ინგრევა, როგორც კი ხელი ან რაიმე სხვა შეეხება; ასევეა ჩვენი ცხოვრებაც - მაშინვე შეწყდება მცირეოდენი შემთხვევისაგან, იმ...
იხილეთ სრულად
"წელნი ჩვენნი ვითარცა დედაზარდლი" (ფს. 9, 10). ობობის საცხოვრებელი, რაც არ უნდა გამაგრებული იყოს იგი, მეყსეულად ინგრევა, როგორც კი ხელი ან რაიმე სხვა შეეხება; ასევეა ჩვენი ცხოვრებაც - მაშინვე შეწყდება მცირეოდენი შემთხვევისაგან, იმისგან, რისგანაც სულ არ მოელი.
ჩვენი ცხოვრება ზღვით მოგზაურს ჰგავს. რომელიც ცურვის დროს გინდ იდგეს, გინდ იჯდეს ან იწვეს - ყოველთვის უახლოვდება ნაპირს და მიდის იქითკენ, საითაც გემი მიისწრაფვის; ასევე ჩვენც: გვძინავს თუ გვღვიძავს, ვწევართ თუ დავდივართ, ყოველ წუთს...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრება ზღვით მოგზაურს ჰგავს. რომელიც ცურვის დროს გინდ იდგეს, გინდ იჯდეს ან იწვეს - ყოველთვის უახლოვდება ნაპირს და მიდის იქითკენ, საითაც გემი მიისწრაფვის; ასევე ჩვენც: გვძინავს თუ გვღვიძავს, ვწევართ თუ დავდივართ, ყოველ წუთს დასასრულს ვუახლოვდებით.