მშვიდნი და მწყურვალენი სიმართლისათვის, რა საკვირველია, ვერ განძღებიან ამა ქვეყანასა ზედა, ვინაითგან აქ ვერ იხილვენ სრულსა სიმართლესა, არამედ განსძღებიან სასუფეველსა ცათასა. მხოლოდ მუნ იხილვენ იგინი სრულსა ჭეშმარიტებასა შინაგან და ...
იხილეთ სრულად
მშვიდნი და მწყურვალენი სიმართლისათვის, რა საკვირველია, ვერ განძღებიან ამა ქვეყანასა ზედა, ვინაითგან აქ ვერ იხილვენ სრულსა სიმართლესა, არამედ განსძღებიან სასუფეველსა ცათასა. მხოლოდ მუნ იხილვენ იგინი სრულსა ჭეშმარიტებასა შინაგან და გარეშე თვისსა. მაშინ ნახვენ იგინი თვალითა, ვითარ კაცი, რომელი ატყუებდა ყოველთა ამ ქვეყანაზე და აღვსებული იყო მზაკვარებითა და ფარისევლობითა, მუნ იქმნება შერცხვენილ და დამდაბლებულ. ხოლო კაცი, რომელი იყო გულწრფელ, დევნული დ...
რაისთვის არა სთქვა უფალმან: ნეტარ იყვნენ, რომელთა უყვარსთ სიმართლე? არამედ – „ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის“. ნეტარად უწოდებს მაცხოვარი მხოლოდ მათ, რომელთა უყვარსთ სიმართლე, ვითარცა მშიერსა კაცსა უყვარს ...
იხილეთ სრულად
რაისთვის არა სთქვა უფალმან: ნეტარ იყვნენ, რომელთა უყვარსთ სიმართლე? არამედ – „ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის“. ნეტარად უწოდებს მაცხოვარი მხოლოდ მათ, რომელთა უყვარსთ სიმართლე, ვითარცა მშიერსა კაცსა უყვარს და სურს საჭმელი და მწყურვალესა სასმელი. კაცს რომ მოშივდება, მაშინ მისთვის უძვირფასეს ყოვლისა არის საჭმელი. მას ერთი ლუკმა პური ურჩევნია ოქროსა და თვალთა; მზგავსად ამისა ესოდენ უნდა უყვარდეს ყოველსა კაცსა სიმართლე, რომ მი...
საშინელი ის არის, და იქმნება თქვენც გაგეგონოსთ ამისთანა მაგალითი, რომ გაფიცხებულს კაცს ჩხუბში მოეკლას კაცი. აჰა, რა საშინელს ცოდვასა შინა შთავარდება კაცი, თუ გაფიცხელდა. ამისთვის, ძმაო, როდესაც გული მოგივა და გაფიცხლდები, მოიგონე ...
იხილეთ სრულად
საშინელი ის არის, და იქმნება თქვენც გაგეგონოსთ ამისთანა მაგალითი, რომ გაფიცხებულს კაცს ჩხუბში მოეკლას კაცი. აჰა, რა საშინელს ცოდვასა შინა შთავარდება კაცი, თუ გაფიცხელდა. ამისთვის, ძმაო, როდესაც გული მოგივა და გაფიცხლდები, მოიგონე ეს სიტყვა მაცხოვრისა: „ნეტარ იყვნენ მშვიდნი“ და გული დაიმშვიდე და გექმნება ღვთისაგან დიდი მადლი.
უმეტესი შვება და ზოგჯერ გამოუთქმელი ნუგეშიც მიეცემა მგლოვარეს, ოდეს იგი შეაერთებს ცრემლსა ლოცვასა თანა. ვინც ერთხელ ცრემლით ილოცა წინაშე ხატისა, მას კიდეც გამოუცდია, რომელ არცა ერთი ნუგეში არ დაატკბობს გულსა კაცისასა მზგავსად ამის...
იხილეთ სრულად
უმეტესი შვება და ზოგჯერ გამოუთქმელი ნუგეშიც მიეცემა მგლოვარეს, ოდეს იგი შეაერთებს ცრემლსა ლოცვასა თანა. ვინც ერთხელ ცრემლით ილოცა წინაშე ხატისა, მას კიდეც გამოუცდია, რომელ არცა ერთი ნუგეში არ დაატკბობს გულსა კაცისასა მზგავსად ამისა. ამისთვის, ძმანო, ყოველთა მწუხარებათა შინა თქვენ მოიქცეოდეთ ნუგეშინისცემისათვის მაცხოვრისადმი. წყარო არის იგი სიტკბოებისა და ნუგეშინისა მათთვის, რომელნი გაუხსნიან მას გულსა. იგი ეტყვის მწუხარეთა: „მოვედით ჩემდა ყოველნი...
ქვეყანაზედ ჩვენ ყოველნი ადამიანნი ისრედს კაცს უწოდებთ ნეტარად და ბედნიერად, რომელიც ყოველთვის არის მხიარული და კმაყოფილი, ყოველთვის იცინის და ლხინობს; გარნა მაცხოვარი ნეტარად უწოდებს მათ, რომელნი არიან მგლოვარენი გულითა. რისთვის? ...
იხილეთ სრულად
ქვეყანაზედ ჩვენ ყოველნი ადამიანნი ისრედს კაცს უწოდებთ ნეტარად და ბედნიერად, რომელიც ყოველთვის არის მხიარული და კმაყოფილი, ყოველთვის იცინის და ლხინობს; გარნა მაცხოვარი ნეტარად უწოდებს მათ, რომელნი არიან მგლოვარენი გულითა. რისთვის? მისთვის, ძმანო ჩემნო, რომელ ვისაც ახსოვს თვისი უღირსება, ვინც სწუხს სიცოდვისა თვისისაგან, იგი ყოველთვის ერიდება ცოდვას; ინანიებს, როდესაც უნებლიედ ცოდვა ქმნა და ესრედ მიიღებს ღვთისაგან სულიერსა მადლსა. გარნა რისთვის სთქვ...
მგლოვარება ანუ მწუხარება, ძმანო ჩემნო, არის ორგვარი: ერთი ხორციელი ანუ სოფლიური და მეორე სულიერი. ხორციელი ანუ სოფლიური მწუხარება ის არის, ოდესცა კაცი სწუხს ამ სოფლის ზარალისა ანუ უბედურებისაგან. სულიერი მწუხარება ანუ მგლოვიარება ...
იხილეთ სრულად
მგლოვარება ანუ მწუხარება, ძმანო ჩემნო, არის ორგვარი: ერთი ხორციელი ანუ სოფლიური და მეორე სულიერი. ხორციელი ანუ სოფლიური მწუხარება ის არის, ოდესცა კაცი სწუხს ამ სოფლის ზარალისა ანუ უბედურებისაგან. სულიერი მწუხარება ანუ მგლოვიარება ის არის, ოდესცა ქრისტიანე დაღონებულია და მწუხარე თავის საკუთარის სიცოდვისა და უღირსებისაგან. მაცხოვარი ნეტარებას აღუთქვამს სულიერისა მწუხარებისათვის: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ“.
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. რისთვის აღუთქვამს მათ ღმერთი ესრედსა დიდსა ჯილდოსა? მისთვის, რომელ, ვისაც აქვს გული მდაბალი, ვინც ხედავს თავის უღირსებას და მწუხარე არის, ესრედი კაცი ყოველთვის მოერი...
იხილეთ სრულად
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. რისთვის აღუთქვამს მათ ღმერთი ესრედსა დიდსა ჯილდოსა? მისთვის, რომელ, ვისაც აქვს გული მდაბალი, ვინც ხედავს თავის უღირსებას და მწუხარე არის, ესრედი კაცი ყოველთვის მოერიდება ცოდვასა, ყოველთვის ევედრება ღმერთსა, რათა განსწმიდოს იგი ცოდვათა მისთაგან.
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური ღვთის წინაშე, არამედ...
იხილეთ სრულად
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური ღვთის წინაშე, არამედ ღვთისაგან გამოითხოვს მოწყალებასა და იმით სცხოვრობს სულიერად. მაშასადამე, გალახაკი სულითა არის კაცი თავმდაბალი, წყნარი, რომელსაც თავის თავი დიდად არ მიაჩნია და თუ გინდ კეთილი კაცი იყოს და ბევრი კეთილი საქმე ექმნას, მაინც...
ვინაითგან თქვენ, ძმანო, ახლა ხართ ქრისტიანენი, ეცადენით, რომ საქმით იყვნეთ ქრისტიანენი და არა მარტო სახელით. უმჯობესია, რომ კაცი სრულიად არ მოინათლოს, ვიდრე მონათლული ცუდად იქცეოდეს. მონათლული უმეტესსა მიიღებს ღვთისაგან სასჯელსა. ...
იხილეთ სრულად
ვინაითგან თქვენ, ძმანო, ახლა ხართ ქრისტიანენი, ეცადენით, რომ საქმით იყვნეთ ქრისტიანენი და არა მარტო სახელით. უმჯობესია, რომ კაცი სრულიად არ მოინათლოს, ვიდრე მონათლული ცუდად იქცეოდეს. მონათლული უმეტესსა მიიღებს ღვთისაგან სასჯელსა. ჭეშმარიტი ქრისტიანე მხოლოდ ის არის, რომელსა სწამს ღმერთი და კარგად იქცევა. ეცადეთ თქვენცა, რომ გქონდეთ ეს ორი: მართლმადიდებელი სარწმუნოება და კეთილი ყოფა–ქცევა