კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე
კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და
793. ერთ ქრისტესმოყვარე, სტუმართმოყვარე და ამ საქმეში აბრაამის მბაძავ კაცს, ავადმყოფობის გამო სიკვდილის საშიშროება მოელოდა. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი გადაწურული ჰქონდათ. მაშინ უფლის მიერ მასზე შეყვარებულმა ადამიანებმა ბერ იოანეს კაცები გაუგზავნეს და ჰკითხეს: თუ მისი აღსასრული მოახლოებულია, მას სურს, რომ ანდერძი დატოვოს იხილეთ სრულად
792. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ბერი იოანე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი და საკვირველი საქმე უნდა აღსრულებულიყო, სიმდაბლის გამო, ზოგიერთებს შეკითხვით დიდ ბერთან, აბბა ბარსანუფისთან აგზავნიდა. ბერი ბარსანუფი გამოგზავნილ შეკითხვაზე არასოდეს ისეთ პასუხს არ სცემდა, რომელიც მის აზრს არ ეთანხმებოდა. ამიტომ, ერთხელ ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა ამ ბერს იოანეს უთხრა: რატომ დაგვცინი მამა იოანე, როდესაც შეკითხვებით წმინდა და დიდ ბერთან ბარსანუფისთან გვაგზავნი, მაშინ, როცა მისი თანაბარი სულის (სულიწმიდის) ძალა გაქვს? იხილეთ სრულად
788. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ჩემს ყრმას ცოფიანმა ძაღლმა უკბინა, მითხარი მოკვდება თუ გადარჩება? ზოგიერთები ამბობენ, ცოფიანი ძაღლის დაკბენილი ადამიანი ორმოც დღემდე კვდებაო
782. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: თუ ებრაელი ან წარმართი თავის დღესასწაულზე სადილად მიმიპატიჟებს, ან საჩუქრებს გამომიგზავნის, ავიღო ისინი თუ არა?
781. სასურველია თუ არა საქმის ფაქიზად შესრულება? მაგალითად, სახლის მშენებლობის ან სხვა რამის კეთებისას?
778. ზოგიერთები, ეშმაკის ჩაგონებით, ჩემზე ფიქრობენ, რომ ღვთისმოსავი ვარ, რამეთუ ხშირად არ დავდივარ სავაჭროდ და საერო საქმეებშიც არ ვერევი. როდესაც, დიდი ხნის უბანელობის გამო, სხეულის საჭიროება ბანაობას მაიძულებს, ყოველთვის სირცხვილს ვგრძნობ, თითქოს და ვაცდუნებ იმათ, რომლებიც ჩემზე ფიქრობენ, რომ ღვთისმოსაობის გამო უარს ვამბობ ბანაობაზე. რას ნიშნავს ეს, ჩემო მამაო? იხილეთ სრულად
777. ავად ვარ და ექიმმა აბანოში წასვლა მიბრძანა, ხომ არ შევცოდავ ამით? და ვეჩვენო ექიმს თუ არა?