ჩვენი სული ცვალებადია და ჰგავს რკინას, რომელსაც, თუ დაუდევრად მოვექცევით, ჟანგი შეჭამს, ხოლო თუ მას ცეცხლში გავახურებთ, განიწმინდება. ვიდრე ცეცხლშია იგი, მასვე ჰგავს, ისე, რომ არავის ძალუძს მასთან შეხება, რადგან ცეცხლია იგი. ასევე...
იხილეთ სრულად
ჩვენი სული ცვალებადია და ჰგავს რკინას, რომელსაც, თუ დაუდევრად მოვექცევით, ჟანგი შეჭამს, ხოლო თუ მას ცეცხლში გავახურებთ, განიწმინდება. ვიდრე ცეცხლშია იგი, მასვე ჰგავს, ისე, რომ არავის ძალუძს მასთან შეხება, რადგან ცეცხლია იგი. ასევეა სულიც, როდესაც მიისწრაფის ღვთისაკენ და ესაუბრება მას, ცეცხლი ხდება და წვავს თავის მტრებს, სწორედ მათ, რომლებიც ჩვეულებრივად თრგუნავენ მას, როდესაც უდარდელი ძილით სძინავს.
ვიდრე სხეულში ხარ, ნუ იქნები უდარდელი, ნურასოდეს მიენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ხანდახან თავს ვნებებისაგან თავისუფლად გრძნობდე; რამეთუ მტერი მზაკვრული მოსაზრებით დროებით წყვეტს თავდასხმებს, რათა მოშურნეობა შევასუსტოთ; მაშინ ისინი თ...
იხილეთ სრულად
ვიდრე სხეულში ხარ, ნუ იქნები უდარდელი, ნურასოდეს მიენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ხანდახან თავს ვნებებისაგან თავისუფლად გრძნობდე; რამეთუ მტერი მზაკვრული მოსაზრებით დროებით წყვეტს თავდასხმებს, რათა მოშურნეობა შევასუსტოთ; მაშინ ისინი თავს გვესხმიან ჩვენ, უგუნურებს, მიიტაცებენ საბრალო სულს, როგორც პატარა ჩიტს, და მას უფრო მძიმე ცოდვებში აგდებენ, ვიდრე იყო ისინი, რომელთაგან თავის დახსნაზეც იგი ადრე ოცნებობდა.
ღვთისმოსაობის რა საფეხურზეც არ უნდა მიაღწიო, ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს. ეს მაცხოვნებელი შიში უნდა გაიზარდოს შენში იმის მიხედვით, თუ როგორ წარმატებებს მიაღწევ სრულყოფილებაში. რაც უფრო ძვირფასია საგანძური რომელსაც ფლობ, მით მეტი...
იხილეთ სრულად
ღვთისმოსაობის რა საფეხურზეც არ უნდა მიაღწიო, ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს. ეს მაცხოვნებელი შიში უნდა გაიზარდოს შენში იმის მიხედვით, თუ როგორ წარმატებებს მიაღწევ სრულყოფილებაში. რაც უფრო ძვირფასია საგანძური რომელსაც ფლობ, მით მეტი უბედურება იქნება მისი დაკარგვა. მიბაძე ფრთხილ ვაჭარს, რომელიც შიშით უფრო მეტად შფოთავს იმის დროს, როდესაც სამშობლოში ბრუნდება ძვირფასეულობით დატვირთული მისი გემი, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი ნავსადგურიდან გადის საქონლის მც...
რაც უფრო მაღლა ახვალ ზნეობრივი სრულყოფილების კიბეზე, მით მეტად იფხიზლე საკუთარ თავთან, გამუდმებით დააკვირდი მას, რათა დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგა და საკუთარი უდარდელობის მსხვერპლი არ გახდე, ამ დროს დაცემის საფრთხეც მეტია. "რაც ...
იხილეთ სრულად
რაც უფრო მაღლა ახვალ ზნეობრივი სრულყოფილების კიბეზე, მით მეტად იფხიზლე საკუთარ თავთან, გამუდმებით დააკვირდი მას, რათა დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგა და საკუთარი უდარდელობის მსხვერპლი არ გახდე, ამ დროს დაცემის საფრთხეც მეტია. "რაც მეტად უახლოვდები ღმერთს, - ბრძანებს სქიმონაქონი პართენი, - მით მეტად დაგიპყრობს მტერი". თვით დაცემის შედეგები ამ დროს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება. "ვინც იატაკზე ეცემა, - ამბობს ნილოს სინელი, - სწრაფად დგება; ვინც...
ეცადე, ისე იცხოვრო, რომ სხვებისთვის მაგალითი იყო, მაგრამ შენი მხრიდან ნუ შეეცდები, გამოაჩინო შენი კეთილი საქმეები და მითუმეტეს, მხოლოდ ადამიანთა თვალწინ ნუ აღასრულებ მას - ეს ნუ იქნება შენი მიზანი სიკეთის ქმნისას.