სიყვარული სიცოცხლის ენერგიაა; სადაც არის სიყვარული, იქ არის ღმერთი. ბრწყინვალედ ამბობს ამის შესახებ მოციქული პავლე: ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გი...
იხილეთ სრულად
სიყვარული სიცოცხლის ენერგიაა; სადაც არის სიყვარული, იქ არის ღმერთი. ბრწყინვალედ ამბობს ამის შესახებ მოციქული პავლე: ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ჴმობედ. და მაქუნდეს ღათუ წანაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ...
რწმენა და ცოდნა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არ გამორიცხავს ურთიერთს, არამედ სწორი აღქმისას ავსებს ერთი-მეორეს. ისინი ანტიპოდები კი არა, ერთი ნაკადის ორი წყაროა, ერთი მიზნისკენ მიმავალი ორი გზაა.
ჩვენი რწმენა დაფუძნებულია როგორც საღმრთო წერილზე, ასევე ბუნების შეცნობაზე, რადგანაც გარემომცველი სამყაროს - ქმნილებების შეცნობა ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს შემოქმედზე დასკვნების გასაკეთებლად.
სასრული ყოფიერება იგივეობრივი არაა უსასრულო ყოფიერებისა. მიუხედავად ამისა, ყოველივეზე, რაც ეხება ღვთის ყოფიერებას, ჩვენ ძალგვიძს ვიმსჯელოთ მხოლოდ ხილული სამყაროს ჩვენთვის ცნობილ ყოფიერებასთან ანალოგიების მეშვეობით. აბსოლუტურ ყოფიე...
იხილეთ სრულად
სასრული ყოფიერება იგივეობრივი არაა უსასრულო ყოფიერებისა. მიუხედავად ამისა, ყოველივეზე, რაც ეხება ღვთის ყოფიერებას, ჩვენ ძალგვიძს ვიმსჯელოთ მხოლოდ ხილული სამყაროს ჩვენთვის ცნობილ ყოფიერებასთან ანალოგიების მეშვეობით. აბსოლუტურ ყოფიერებასა და ხილულ სხეულებს შორის არსებითი განსხვავების მიუხედავად, რადგან ეს სხეულები ღვთის მიერაა შექმნილი, მათ შორის აუცილებელი ერთიანობა არსებობს. სწორედ აღნიშნული ერთიანობაა მეტაფიზიკური ანალოგიების საფუძველი. ჩვენ ვერ...
ჩვენ სიხარულით ვეგებებით ახალ წელიწადს, მაგრამ ზოგიერთნი, ვინც შარშან ჩვენთან ერთად ეგებებოდნენ ახალ წელს, წავიდნენ მარადიულობაში - გადასახლდნენ ზეციურ საქართველოში. ყოველ ჩვენგანსაც იგივე გზა გველის.
უნდა ვეცადოთ, ყოველი დღე განვვლოთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. მაშინ ბოროტი ვერ გვძლევს. მაშინ ცდუნებანი ადვილად ვერ დაგვიმონებენ, მაშინ უფრო მეტს ვიფიქრებთ ჭეშმარიტ ბედნიერებაზე, მარადიულ ღირებულებებზე.
ბედნიერებასთან ზიარების წყურვილი თითოეული ჩვენგანის სულშია ჩადებული და ეს ჩვენი შეუვალი უფლებაა. ოღონდ ბედნიერება საკუთარ გულში უნდა ვეძებოთ და თუ იქ ვერ ვიპოვნით, სხვაგანაც ვერსად ვნახავთ მას. თუ გული სავსეა რწმენით, სასოებით, სი...
იხილეთ სრულად
ბედნიერებასთან ზიარების წყურვილი თითოეული ჩვენგანის სულშია ჩადებული და ეს ჩვენი შეუვალი უფლებაა. ოღონდ ბედნიერება საკუთარ გულში უნდა ვეძებოთ და თუ იქ ვერ ვიპოვნით, სხვაგანაც ვერსად ვნახავთ მას. თუ გული სავსეა რწმენით, სასოებით, სიყვარულით, თუ იქ ადგილი არა აქვს შურსა და მტრობას, თუ გულს შეუძლია წყენის პატიება და ეგოიზმის ნაჭუჭში არ ჩაიკეტება, თუ მას სხვათა ტკივილის გაზიარება და მათთვის დახმარების ხელის გაწვდენა შეუძლია, შეიმოსება ჭეშმარიტი ბედნიე...
ადამიანის გულს ვერავითარი მიწიერი კეთილდღეობა ვერ დააკმაყოფილებს. რაც უფრო დიდია სიმდიდრე, დიდება, პატივი, განცხრომა... მით უფრო ძლიერდება შინაგანი ტანჯვა და ისადგურებს სულიერი სიცარიელე.