მზაკვარო სოფელო, გძულვარ? დაე, ასე იყოს! მაგრამ თუ შენი რისხვა მხოლოდ ჩემი ღვთის წინაშე გამართლებისთვის დავიმსახურე, მაშინ დამამარცხე, მდევნე და შეურაცხმყავი, რამდენიც გსურს! მზად ვარ, ვევნო უფალ იესოსთან ერთად, ამაშია ჩემი ნეტარე...
იხილეთ სრულად
მზაკვარო სოფელო, გძულვარ? დაე, ასე იყოს! მაგრამ თუ შენი რისხვა მხოლოდ ჩემი ღვთის წინაშე გამართლებისთვის დავიმსახურე, მაშინ დამამარცხე, მდევნე და შეურაცხმყავი, რამდენიც გსურს! მზად ვარ, ვევნო უფალ იესოსთან ერთად, ამაშია ჩემი ნეტარება, ! აი, როგორი გრძნობით იღებს ქრისტეს მიმდევარი სოფლისგან მიყენებულ ვნებებს!
არის გაკიცხვა, რომლის დამსახურებაც უფრო სასიამოვნოა, ვიდრე - ზოგიერთი ქებისა. ასეთია სწორედ გაკიცხვა სამყაროსაგან მისი საქმეებისა და ჩვეულებებისაგან ჩამორჩენისა და ქრისტესთვის სრული მიმდევრობის გამო.
ავისმეტყველებისა და ცილისწამების ქარიშხალში (რომლითაც ბოროტი სამყარო თითქმის ყოველთვის უმასპინძლდება მათ, ვინც არ უყვარს), ისევე მშვიდად უნდა განაგრძო სვლა, როგორც მზე და მთვარე დაცურავენ ცაზე, როდესაც მიწიდან მათ ძაღლები უყეფენ.
სამყაროს ყოველმხრივი სიყვარული და პატივისცემა უნდა გამოეხატა ღვთისმოსავი ადამიანების მიმართ, რადგან მათ გამო ღმერთი მიწაზე ბოროტის დღეებს შეამცირებს, ხან მადლს გარდამოავლენს მიწაზე, რომელსაც იგი სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებდა (მათე...
იხილეთ სრულად
სამყაროს ყოველმხრივი სიყვარული და პატივისცემა უნდა გამოეხატა ღვთისმოსავი ადამიანების მიმართ, რადგან მათ გამო ღმერთი მიწაზე ბოროტის დღეებს შეამცირებს, ხან მადლს გარდამოავლენს მიწაზე, რომელსაც იგი სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებდა (მათე 24, 22; საქმე მოც. 27, 24) - მაგრამ საქმით სრულად საწინააღმდეგო გამოდის.
რას იტყვიან ჩემზე საზოგადოებაში? - ამბობ შენ. ნუთუ არ ფიქრობ იმაზე, რას იტყვიან შემზე ღვთის მართალნი, რომლებსაც მთელი სამყაროს განსჯის აქვთ (1 კორ. 6, 2). "იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან: აჰა, ესერა კაც...
იხილეთ სრულად
რას იტყვიან ჩემზე საზოგადოებაში? - ამბობ შენ. ნუთუ არ ფიქრობ იმაზე, რას იტყვიან შემზე ღვთის მართალნი, რომლებსაც მთელი სამყაროს განსჯის აქვთ (1 კორ. 6, 2). "იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან: აჰა, ესერა კაცი, რომელმან არა ყო ღმერთი მწე მისა" (ფს. 51, 6-7). აი, რას იტყვიან შენზე ისინი, და რა საშინელი სიმართლეა მათი ბაგეებიდან.
შიშობ, რომ რაიმე არასასიამოვნო არ გაუკეთო ადამიანებს და გავიწყდება განაჩენი, რომელიც არაწმიდა კაცთმოთნისათვის არის გამოცხადებული: "ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხყვნა იგინი" (ფს. ...
იხილეთ სრულად
შიშობ, რომ რაიმე არასასიამოვნო არ გაუკეთო ადამიანებს და გავიწყდება განაჩენი, რომელიც არაწმიდა კაცთმოთნისათვის არის გამოცხადებული: "ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხყვნა იგინი" (ფს. 52, 5).
არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით სამყაროს მრავალ კანონისა და ჩვეულების უთანხმოება ქრისტიანულ სულთან, მაგრამ რცხვენიათ საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა, რცხვენიათ ღვთისმოსაობა, მაგალითად სხვისი თანდასწრებით პირჯვრის გადაწერის...
იხილეთ სრულად
არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით სამყაროს მრავალ კანონისა და ჩვეულების უთანხმოება ქრისტიანულ სულთან, მაგრამ რცხვენიათ საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა, რცხვენიათ ღვთისმოსაობა, მაგალითად სხვისი თანდასწრებით პირჯვრის გადაწერისა, რომ დაცინვა არ დაიმსახურონ. მაგრამ რა არის დაცინვა? თითოეულმა ამ შემთხვევაში ასე უნდა განსაჯოს: "როდესაც დაიწყება მთელი სამყაროსთვის საშინელი სამსჯავრო, ისინი ვერ მიშველიან, რომელთა შიშითაც სათნოების საქმეებისგან თავს...