თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მოიპოვოს შინაგანი ლოცვა – უფალთან ურთიერთობის საშუალება. ის უსასყიდლოა, საჭიროა მხოლოდ მცდელობა, რომ მდუმარების უფსკრულსა და ჩვენი გულის სიღრმეში ჩავიძიროთ და რაც შეიძლება ხშირად მოვუხმოთ უტკბესი იესო ქრის...
იხილეთ სრულად
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მოიპოვოს შინაგანი ლოცვა – უფალთან ურთიერთობის საშუალება. ის უსასყიდლოა, საჭიროა მხოლოდ მცდელობა, რომ მდუმარების უფსკრულსა და ჩვენი გულის სიღრმეში ჩავიძიროთ და რაც შეიძლება ხშირად მოვუხმოთ უტკბესი იესო ქრისტეს სახელს, რომელიც ადამიანს მხიარულებით აღავსებს.
იესო ქრისტეს სახელი, რომელსაც ლოცვაში მოვუხმობთ, თავის თავში მოიცავს თვითმყოფად და თვითმამოძრავებელ აღმადგინებელ ძალას. ასე რომ, ნუ შფოთავ შენი ლოცვის არასრულყოფილებისა და გულგრილობის გამო, არამედ მოთმინებით დაელოდე ნაყოფს, რომელს...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტეს სახელი, რომელსაც ლოცვაში მოვუხმობთ, თავის თავში მოიცავს თვითმყოფად და თვითმამოძრავებელ აღმადგინებელ ძალას. ასე რომ, ნუ შფოთავ შენი ლოცვის არასრულყოფილებისა და გულგრილობის გამო, არამედ მოთმინებით დაელოდე ნაყოფს, რომელსაც ღვთაებრივი სახელის ხშირი ხსენება გამოიღებს.
გაფრთხილდი: თუ ლოცვაში ზარმაცი და უყურადღებო ხარ, წარმატებას ვერ მიაღწევ უფლის ერთგულებაში, ვერც გულისსიტყვების დამშვიდებას იხილავ და ვერც ცხონებას მოიპოვებ.
ბაგეებით ილოცე, ძმაო, სანამ ღვთის მადლი არ განგანათლებს, რომ გულით ილოცო. მაშინ სასწაულებრივი გზით შინაგანად იდღესასწაულებ და იზეიმებ. ამიერიდან მხოლოდ ბაგეებით კი არა, უკვე გულში მოქმედი ყურადღებით აღასრულებ ლოცვას.