მოქალაქობა ქრისტიანობრივი არის დაუცხრომელი ბრძოლა, და ბრძოლა არა სისხლთა და ხორცთა მიმართ, არამედ მთავრობათა მიმართ ბნელისა სოფლისა მპყრობელთა; ქრისტიანე ყოველთვის უნდა იყოს აღჭურვილ სულიერითა საჭურველითა, ვითარცა მხედარი ომსა შინ...
იხილეთ სრულად
მოქალაქობა ქრისტიანობრივი არის დაუცხრომელი ბრძოლა, და ბრძოლა არა სისხლთა და ხორცთა მიმართ, არამედ მთავრობათა მიმართ ბნელისა სოფლისა მპყრობელთა; ქრისტიანე ყოველთვის უნდა იყოს აღჭურვილ სულიერითა საჭურველითა, ვითარცა მხედარი ომსა შინა. გამზადებული საომრად, მდგომარე წინაშე მტერისა, ვინაითგან სულიერნი მტერნი მისნი, ვითარცა ლომნი, მზად არიან ყოველს წამს შთანთქმად მისა.
წმიდა მოციქული პავლე გვამცნებს ჩვენ, რა დიდი და მძიმე საქმე არს კეთილი ქრისტიანობრივი ცხოვრება, რა ფრთხილ და მღვიძარე უნდა იყოს კაცი, რომელსა სურს კეთილად იღვაწოს და მიაღწიოს სასუფეველსა ღვთისა. „განძლიერდით უფლისა მიერ“, – გვეყტვ...
იხილეთ სრულად
წმიდა მოციქული პავლე გვამცნებს ჩვენ, რა დიდი და მძიმე საქმე არს კეთილი ქრისტიანობრივი ცხოვრება, რა ფრთხილ და მღვიძარე უნდა იყოს კაცი, რომელსა სურს კეთილად იღვაწოს და მიაღწიოს სასუფეველსა ღვთისა. „განძლიერდით უფლისა მიერ“, – გვეყტვის იგი. ესე იგი, დიდი ღონე და ძალა იხმარეთ სულიერსა ცხოვრებასა შინა, და არა თუ მხოლოდ თქვენი საკუთრი ძალა, არამედ ძლიერება უფლისა: „განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისათა“ (ეფეს. 6. 10)
ერთი მიზეზთაგანი, რომელი შობს და განავრცელებს შურს, ვგონებ უნდა იყოს უსაქმობა, ანუ უქმად დროების გატარება; მეორედ, თვით უმძიმესი მიზეზი შურის განძლიერებისა ის არის, რომელ სჯული ქრისტესი, მადლი და სული სახარებისა არ შესულა სიღრმესა...
იხილეთ სრულად
ერთი მიზეზთაგანი, რომელი შობს და განავრცელებს შურს, ვგონებ უნდა იყოს უსაქმობა, ანუ უქმად დროების გატარება; მეორედ, თვით უმძიმესი მიზეზი შურის განძლიერებისა ის არის, რომელ სჯული ქრისტესი, მადლი და სული სახარებისა არ შესულა სიღრმესა შინა გულისა ჩვენისასა, არ დაუმორჩილებია ჩვენი ბუნება. დავარდნილსა ბუნებასა კაცისასა ყოველთვის ქონდა და აქვს მიდრეკილება ყოვლისა ბოროტისადმი, გარნა მადლი ქრისტესი უნდა იყოს აღვირად ჩვენდა ვნებათა.
შური არის სნეულება სულისა ჩვენისა. გარნა ყოველსა სნეულებასა აქვს თვისი წამალი. წამალი შურისა არის ქრისტეს სიყვარული. განძლიერდა ჩვენს გულში ქრისტიანებრივი სიყვარული, – მოუძლურდა შური და სიძულვილი; დამცირდა ქრისტეს მადლი და სიყვარუ...
იხილეთ სრულად
შური არის სნეულება სულისა ჩვენისა. გარნა ყოველსა სნეულებასა აქვს თვისი წამალი. წამალი შურისა არის ქრისტეს სიყვარული. განძლიერდა ჩვენს გულში ქრისტიანებრივი სიყვარული, – მოუძლურდა შური და სიძულვილი; დამცირდა ქრისტეს მადლი და სიყვარული ჩვენს გულში, – გაცოცხლდა შური, აღიმაღლა თავი შურმან და სიძულვილმან.
შური იგონებს ცილისწამებასა; შური სთესავს სიძულილსა ძმათა შორის, მეზობელთა შორის; შური ცეცხლად ეკიდება მრავალთა კაცთა და შეაგონებს მრავალთა უმსგავსთა საქმეთა; შური სთხრის ორმოსა, სადაცა მოყვასმან შთააგდოს მოყვასი თვისი. გარნა ყოვლა...
იხილეთ სრულად
შური იგონებს ცილისწამებასა; შური სთესავს სიძულილსა ძმათა შორის, მეზობელთა შორის; შური ცეცხლად ეკიდება მრავალთა კაცთა და შეაგონებს მრავალთა უმსგავსთა საქმეთა; შური სთხრის ორმოსა, სადაცა მოყვასმან შთააგდოს მოყვასი თვისი. გარნა ყოვლად უსაშინელესი და გულის მომაკვდინებელი მოქმედება შურისა ჩვენს შორის ის არის, რომელ იგი არა ზოგავს უმახლობელესთა ნათესავთა. მან დაარღვია ბედნიერება მრავალთა ოჯახთა, განაშორა ძმა ძმისაგან, მამა შვილს შეაძულა; დაარღვია ყოველ...
შური არის ერთი დიდი და უწყალო მფლობელი და სასტიკი უფალი საწყალთა ჩვენთა გულთა. ჩვენ ყოველნი ვართ საბრალონი და უბედურნი მონანი შავისა ამის გველისანი. ვისი ენა გამოსთქვამს, ვისი კალამი აღწერს ურიცხვთა ვნებათა, რომელნი წარმომდინარეობ...
იხილეთ სრულად
შური არის ერთი დიდი და უწყალო მფლობელი და სასტიკი უფალი საწყალთა ჩვენთა გულთა. ჩვენ ყოველნი ვართ საბრალონი და უბედურნი მონანი შავისა ამის გველისანი. ვისი ენა გამოსთქვამს, ვისი კალამი აღწერს ურიცხვთა ვნებათა, რომელნი წარმომდინარეობენ ამ მოწამლულისა წყაროისაგან. უმრავლესნი ნაწილი ჩვენთა ნაკლულევანებათა, ცოდვათა და ბოროტთა მოქმედებათა გამოდის ამ წყაროისაგან.
შური და მადლი ქრისტესი, შური და სიყვარული ვერ დაადგრებიან გულსა შინა ერთისა და იმავე კაცისასა. ეს არის პირველი მიზეზი, რომლისათვისცა ჩვენ თანამდებ ვართ ვეკრძალებოდეთ საშინელსა ამა ვნებასა.
კეთილი ხასიათი, განათლებული გონება, განწმედილი გული, მართალი და წრფელი სვლა, შიში ღვთისა და სიყვარული მოყვასისა – აჰა, რაი არს და რასა შინა მდგომარეობს ქრისტიანობა.
როდესაც შენ ისმენ, ძმაო, წირვა–ლოცვასა, თუ კარგად არ გასინჯე შენი სულიერი მდგომარეობა, თუ არ ილოცე ყოვლითა სიმდაბლითა, სასოებითა და შემუსვრილითა გულითა, ერთი სიტყვით, უკეთუ წირვის მოსმენამ და ლოცვამ არ მოგანიჭა შენ უმჯობესი სულიერ...
იხილეთ სრულად
როდესაც შენ ისმენ, ძმაო, წირვა–ლოცვასა, თუ კარგად არ გასინჯე შენი სულიერი მდგომარეობა, თუ არ ილოცე ყოვლითა სიმდაბლითა, სასოებითა და შემუსვრილითა გულითა, ერთი სიტყვით, უკეთუ წირვის მოსმენამ და ლოცვამ არ მოგანიჭა შენ უმჯობესი სულიერი მდგომარეობა, მაშინ შენცა გაქვს გულში მხოლოდ ასო (ნაწილი) მცნებისა და არა სული მისი.