წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
კაცი მრავალფერად სცდება და ხშირად სცოდავს, გარნა ვინც არ სცოდავს სიტყვითა თვისითა, ვისაც შეუძლიან აღვირსხმა ენისა თვისისა, იგი არის სრული კაცი და შემძლებელი დამორჩილებად ყოველთა სხვათა თვისთა ვნებათა.
ენითა თვისითა ყოველს კაცს შეუძლიან მრავალფერად და ხშირად შესცოდოს ღმერთსა. დიდი ყურადღება და მეცადინეობა უნდა იხმაროს კაცმან, რომელსა ჰსურს განრინება ენით შეცოდებისა და კეთილად მართვა სიტყვათა თვისთა.
თუ ღარიბი და საწყალი ხარ, ვის აბრალებ ამას? ღმერთი არ არის ამის მიზეზი. არამედ, იქნება შენვე, შენი ცოდვა, სიზარმაცე, ანუ სხვა რომელიმე სოფლიური გარემოება.
ის საუნჯე მადლისა, განათლებისა და ცხოვნებისა, რომლითაც გაგვამდიდრა უფალმან, თანასწორ არის განყოფილი ყოველთა კაცთა შორის, ვითარცა მდიდართა, ეგრედვე ღარიბთა და საწყალთა ზედა. ერთბაშდ ყოველთა მიანიჭა ღმერთმა სულიერი ნიჭი. მაშასადამე ... იხილეთ სრულად
უმაღლესი კეთილის მოქმედი ჩვენი არის ღმერთი. მისგან ჩვენზედა ზეგარდამოვალს ყოველი კეთილი. მისი მადლობის და დიდების მიმცემი უნდა იყოს ყოველი სულდგმული კაცი ქვეყანასა ზედა. „მადლობა ღმერთსა, დიდება ღმერთსა!“ ეს ორი სიტყვა მარადის უნდ... იხილეთ სრულად
კაცის გულს ხშირად აქვს ის ცუდი თვისება, რომელ არ უყვარს, ეზარება მადლობის გადახდა. ერთობ საზრახავი და ცუდი არის, ძმანო, ესრედი ხასიათი კაცისა; იგი გამოაჩენს დაბალსა და საზიზღარსა ბუნებასა მისსა. კაცი, კეთილშობილი ხასიათის მექონი, ... იხილეთ სრულად
უკეთუ ამა სოფლისა საზარელი მდგომარეობა, საზოგადო დავიწყება სიმართლისა და სიყვარულისა, ცოდვა და უსჯულოება ყოველთა არ სწვავს გულსა შენსა, უკეთუ სული შენი არა მღელვარე არს შეხედვითა სოფლისა ამის განხრწნილებისა, მაშასადამე, სად არს სა... იხილეთ სრულად
გული კაცისა, რომელსა აქვს ცხოველი სარწმუნოება, ტაძარი არს იესო ქრისტესი. ცხოვლად მორწმუნე კაცი ცხადად უნდა გრძნობდეს თვის შორის სიტკბოებასა იესო ქრისტესსა; სული ეტყვის მას სიახლოვესა უფლისასა, გული ეწამება მას უფლისათვის.
პირველი და ნამდვილი ნაყოფი ცხოველისა სარწმუნოებისა არს სიყვარული და ერთობა. მეორე ნაყოფი ცხოველისა სარწმუნოებისა არის და უნდა იყოს სიმართლისა და მართლმსაჯულების სიყვარული.