უწყალოდ მოქცევა პირუტყვთან არის ცოდვა. როდესაც შენ სცემ, აწვალებ, სტანჯავ პირუტყვსა, ამით ცხადად გამოაჩენ, რომ შენ გაქვს ცუდი ხასიათი, ბოროტი, ფიცხელი და უწყალო გული. თუ ბოროტი კაცი არ იყო, პირუტყვიც შეგეცოდებოდა. ცემა, უჭმელობა, ...
იხილეთ სრულად
უწყალოდ მოქცევა პირუტყვთან არის ცოდვა. როდესაც შენ სცემ, აწვალებ, სტანჯავ პირუტყვსა, ამით ცხადად გამოაჩენ, რომ შენ გაქვს ცუდი ხასიათი, ბოროტი, ფიცხელი და უწყალო გული. თუ ბოროტი კაცი არ იყო, პირუტყვიც შეგეცოდებოდა. ცემა, უჭმელობა, ცუდად მოვლა საქონელსაც ისე სტანჯავს, როგორც კაცსა. კეთილი და მოწყალე ადამიანი არა თუ მხოლოდ კაცს უნდა სწყალობდეს, არამედ პირუტყვსაც.
სოლომონ ბრძენი, წიგნსა შინა თვისსა იგავთასა, სხვა მშვენიერთა დარიგებათა შორის, სწერს ამ დარიგებასაც: „მართალნი სწყალობენ სულსა ცხოვართასა, ხოლო ნაწლევი არა წმიდათა უწყალო.“ (იგავ. სოლ. 12.1). ესე იგი, კაცი მართალი და კეთილი სწყალო...
იხილეთ სრულად
სოლომონ ბრძენი, წიგნსა შინა თვისსა იგავთასა, სხვა მშვენიერთა დარიგებათა შორის, სწერს ამ დარიგებასაც: „მართალნი სწყალობენ სულსა ცხოვართასა, ხოლო ნაწლევი არა წმიდათა უწყალო.“ (იგავ. სოლ. 12.1). ესე იგი, კაცი მართალი და კეთილი სწყალობს ცხოვართა, ანუ საქონელსა; მას ებრალება იგინი. ხოლო კაცი უკეთური და ბოროტი არის უწყალო პირუტყვთანაც, ანუ შინაურს საქონელთან.
link
ძმაო, თუ შენი თავის პატივი გაქვს, თუ გსურს, რომ სხვამაც პატივი გცენ, დაიმარხე და გაამტკიცე საკუთარი შენი პატიოსნება. უძვირფასესი ქონება კაცისა არის პატივი; სიკვდილი გირჩევნოდეს პატივის მოკლებასა; თუ ადამიანობა გსურს, შენი პატივი დ...
იხილეთ სრულად
ძმაო, თუ შენი თავის პატივი გაქვს, თუ გსურს, რომ სხვამაც პატივი გცენ, დაიმარხე და გაამტკიცე საკუთარი შენი პატიოსნება. უძვირფასესი ქონება კაცისა არის პატივი; სიკვდილი გირჩევნოდეს პატივის მოკლებასა; თუ ადამიანობა გსურს, შენი პატივი დაიმარხე პატიოსნებითა შენითა.
link
მრავალნი კაცნი ესრედ ჰფიქრობენ, რომელ კაცი ქვეყანაზე პატიოსნებით ვერა რას მოიგებს, რომელ პატიოსნება მრავალთა ჭირთა და მწუხარებათა შინა შთააგდებს კაცსა. საშინელი არის, ძმანო, ესრეთი ჰაზრი. დიდი უბედურობა არის, ვინც ესრედ ჰფიქრობს, ...
იხილეთ სრულად
მრავალნი კაცნი ესრედ ჰფიქრობენ, რომელ კაცი ქვეყანაზე პატიოსნებით ვერა რას მოიგებს, რომელ პატიოსნება მრავალთა ჭირთა და მწუხარებათა შინა შთააგდებს კაცსა. საშინელი არის, ძმანო, ესრეთი ჰაზრი. დიდი უბედურობა არის, ვინც ესრედ ჰფიქრობს, რომელ კაცი პატიოსნებით დაიჩაგრება ამ ქვეყანაზე. იგი ჰსუფევს მხოლოდ მუნ, სადაცა არის უმეცრება, ცუდი ზნეობა. მაგრამ თუ გინდ მართალი იყოს იგი, თუ გინდ პატიოსნების დავიწყებითა კაცი ბევრს მოიგებდეს და მალე გამდიდრდებოდეს, მაი...
პატიოსნება არის სამკაული სამღვდელო პირისა, მას ჩვეულებისამებრ უწოდებენ და მისწერენ: პატიოსანო მამაო! მისთვის, რომელ პირველ მისი თვისება უნდა იყოს პატიოსნება. გამოუთქმელი უბედურება იქმნება მისისა სამწყსოისათვის, უკეთუ იგი არის მოკლ...
იხილეთ სრულად
პატიოსნება არის სამკაული სამღვდელო პირისა, მას ჩვეულებისამებრ უწოდებენ და მისწერენ: პატიოსანო მამაო! მისთვის, რომელ პირველ მისი თვისება უნდა იყოს პატიოსნება. გამოუთქმელი უბედურება იქმნება მისისა სამწყსოისათვის, უკეთუ იგი არის მოკლებული პატიოსნებითა; მისი ყოველი სიმრუდე და სიცრუვე მოქმედობს მის სამწყსოში, ვითარცა საწამლავი.
link
კაცი პატიოსანი არის სასარგებლო და სასიამოვნო ქვეყნისთვის, ხოლო ვინც მოკლებულია პატიოსნებითა, იგი არს ჭირი და შემაწუხებელი მოყვასთა თვისთა. რომელს საზოგადოებაშიაც სუფევს პატიოსნება, იქ ყოველი საქმე არის წარმატებული. სადაც არ არის პ...
იხილეთ სრულად
კაცი პატიოსანი არის სასარგებლო და სასიამოვნო ქვეყნისთვის, ხოლო ვინც მოკლებულია პატიოსნებითა, იგი არს ჭირი და შემაწუხებელი მოყვასთა თვისთა. რომელს საზოგადოებაშიაც სუფევს პატიოსნება, იქ ყოველი საქმე არის წარმატებული. სადაც არ არის პატიოსნება, იქ კაცის ცხოვრება გატანჯულია.
ქრისტიანობა არის აღსრულება იმ პირობისა, რომელიც გვაქვს ჩვენ დადებულ ღვთის წინაშე. ნათლისღებასა შინა თვითოეულმა ჩვენგანმა მაცხოვარსა მისცა ის სიტყვა და შეიკრა იმ პირობითა, რომ იგი იქმნება წმიდა, მართალი, მოყვარე ღვთისა და მოყვასისა...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობა არის აღსრულება იმ პირობისა, რომელიც გვაქვს ჩვენ დადებულ ღვთის წინაშე. ნათლისღებასა შინა თვითოეულმა ჩვენგანმა მაცხოვარსა მისცა ის სიტყვა და შეიკრა იმ პირობითა, რომ იგი იქმნება წმიდა, მართალი, მოყვარე ღვთისა და მოყვასისა. ცუდი და დაუდევნელი ქრისტიანე სწორედ ის არის, რომელსაც არ ახსოვს პირობა და არ უყვარს პირობის აღსრულება.
თუ გახსოვს შენ ძმაო, რა ღირსება აქვს კაცის ბუნებასა, მაშინ შეგრცხვება ყოვლის სიცრუისა, მოტყუებისა და პირობის გატეხვისა. კაცის ბუნებას აქვს დაუფასებელი ღირსება. გარნა, ვგონებ, ესრედსა სიმაღლესა ჩვენისა ბუნებისასა ისე არა რა დაამდაბ...
იხილეთ სრულად
თუ გახსოვს შენ ძმაო, რა ღირსება აქვს კაცის ბუნებასა, მაშინ შეგრცხვება ყოვლის სიცრუისა, მოტყუებისა და პირობის გატეხვისა. კაცის ბუნებას აქვს დაუფასებელი ღირსება. გარნა, ვგონებ, ესრედსა სიმაღლესა ჩვენისა ბუნებისასა ისე არა რა დაამდაბლებს, როგორც სიმრუდე, სიცრუე და მზაკვარება. თუ კი თავი ჩემი მიმაჩნია კაცად და ადამიანად, ჩემს თავს ვერ შევარცხვენ სიცრუითა.
პატიოსნება ის არის, როდესაც კაცი ყოველთვის სიმართლით და გულწრფელად იტყვის, ყოველსა აღთქმას და პირობასა მიუცილებლად აღასრულებს, ეშინია და რცხვენია სიცრუის თქმა, მრუდედ და მზაკვრად მოქცევა; რაც არ იცის ბეჯითად, იმას არ დაგაჯერებს, რ...
იხილეთ სრულად
პატიოსნება ის არის, როდესაც კაცი ყოველთვის სიმართლით და გულწრფელად იტყვის, ყოველსა აღთქმას და პირობასა მიუცილებლად აღასრულებს, ეშინია და რცხვენია სიცრუის თქმა, მრუდედ და მზაკვრად მოქცევა; რაც არ იცის ბეჯითად, იმას არ დაგაჯერებს, რისაც აღსრულება არ შეუძლია, იმაზედ პირობას არ მოგცემს. მოკლედ, რომლის სიტყვა და საქმე ერთია.
ყოველი ცოდვა მზაკვარ არს. ეშმაკი სცდილობს, რომ ცოდვა ჩვენი არარად მიგვაჩნდეს; გარნა, იფიქრე ძმაო ჩემო, ადვილი არისა ცოდვა, უკეთუ იგი დაგაბნელებს შენ შორის ხატსა და მზგავსებასა ღვთისასა, უკეთუ იგი განგაშორებს ღვთისაგან და შთაგაგდებ...
იხილეთ სრულად
ყოველი ცოდვა მზაკვარ არს. ეშმაკი სცდილობს, რომ ცოდვა ჩვენი არარად მიგვაჩნდეს; გარნა, იფიქრე ძმაო ჩემო, ადვილი არისა ცოდვა, უკეთუ იგი დაგაბნელებს შენ შორის ხატსა და მზგავსებასა ღვთისასა, უკეთუ იგი განგაშორებს ღვთისაგან და შთაგაგდებს გეენიასა შინა?