ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან არა დაიძინა ცოდვათა შინა თვისთა, ადვილად არ უყურებს შეცდომათა თვისთა, არამედ ყოველს წამს სცდილობს თავი გამოისწოროს და უმჯობესი შეიქმნეს. ოდესცა შენ მიხვალ გზაზედ ფერხით, თუ წარეცი ქვასა და დაეცი მიწასა...
იხილეთ სრულად
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან არა დაიძინა ცოდვათა შინა თვისთა, ადვილად არ უყურებს შეცდომათა თვისთა, არამედ ყოველს წამს სცდილობს თავი გამოისწოროს და უმჯობესი შეიქმნეს. ოდესცა შენ მიხვალ გზაზედ ფერხით, თუ წარეცი ქვასა და დაეცი მიწასა ზედა, მაშინვე ადგები და სცდილობ, რომ გამაგრდე ფეხებზედ... სწორედ ეგრედვე უნდა ჰყო სულითაცა შენითა: უკეთუ შეგემთხვია რაიმე ცოდვა, მაშინვე უნდა აღსდგე სულითა და განმტკიცდე გზასა ზედა სათნოებისასა.
კაცი ცოდვილი სცდილობს, რომ თავი გაიმართლოს და ცოდვა თვისი სხვას დააბრალოს: სხვანი ჩემზედ უარესნი არიანო, სხვანიც ესრე შვრებიანო და მეც ასრე ვქმენიო; წუთის სოფელი არისო, როგორ შეიძლება რომ კაცი არ შეცდესო. ამას და ამისთანა მრავალს ...
იხილეთ სრულად
კაცი ცოდვილი სცდილობს, რომ თავი გაიმართლოს და ცოდვა თვისი სხვას დააბრალოს: სხვანი ჩემზედ უარესნი არიანო, სხვანიც ესრე შვრებიანო და მეც ასრე ვქმენიო; წუთის სოფელი არისო, როგორ შეიძლება რომ კაცი არ შეცდესო. ამას და ამისთანა მრავალს იტყვის კაცი ცოდვილი. ადვილად შეუნდობს იგი ცოდვასა თვისსა სიჭაბუკესა, ხან უმეცრებასა და ხან სხვის შეგონებასა.
ყოველი კაცი მას უნდა ცდილობდეს, რომ სინიდისმან მისმან არ დაუმალოს ცოდვა მისი. უცოდველი არავინ არის; არა ძალუძს კაცსა ხორციელსა იცხოვროს ქვეყანასა ზედა და არა სცოდოს. გარნა ყოველი კაცი უნდა სცდილობდეს, რომ შეიტყოს ცოდვა თვისი, არ ა...
იხილეთ სრულად
ყოველი კაცი მას უნდა ცდილობდეს, რომ სინიდისმან მისმან არ დაუმალოს ცოდვა მისი. უცოდველი არავინ არის; არა ძალუძს კაცსა ხორციელსა იცხოვროს ქვეყანასა ზედა და არა სცოდოს. გარნა ყოველი კაცი უნდა სცდილობდეს, რომ შეიტყოს ცოდვა თვისი, არ ატყუებდეს და არ ამართლებდეს თავსა თვისსა, არ მალავდეს თვისსა ბრალსა, ერთი სიტყვით, ადვილად და სუბუქად არ უყურებდეს ცოდვასა თვისსა.
ზოგიერთს თავის თავი მიაჩნია კეთილ ქრისტიანედ; გარნა როდესაც ღარიბი და გლახაკი მოითხოვს მისგან შემწეობას, ეწყინება, ვერაფერს ვერ გამოიმეტებს, თუმცა იმავე ჟამს არა ზოგავს მრავალსა ხარჯსა რომლისამე ამაოისა ნივთისა ანუ კმაყოფილებისათვ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთს თავის თავი მიაჩნია კეთილ ქრისტიანედ; გარნა როდესაც ღარიბი და გლახაკი მოითხოვს მისგან შემწეობას, ეწყინება, ვერაფერს ვერ გამოიმეტებს, თუმცა იმავე ჟამს არა ზოგავს მრავალსა ხარჯსა რომლისამე ამაოისა ნივთისა ანუ კმაყოფილებისათვის.
სად არიან საწყალნი? მე არ ვიცნობ მათ, – მეტყვის ვინმე. მოძებნე, შეიტყვე! უსაწყლესი ყოველთა გლახაკი ის არის, რომელი შენთან ვერ მოვა და შენ ვერ შეგაწუხებს. მოწყალების გაცემასაც უნდა ჭკუა და სიბრძნე. არა ყოველი გლახაკი არის ღირსი შებ...
იხილეთ სრულად
სად არიან საწყალნი? მე არ ვიცნობ მათ, – მეტყვის ვინმე. მოძებნე, შეიტყვე! უსაწყლესი ყოველთა გლახაკი ის არის, რომელი შენთან ვერ მოვა და შენ ვერ შეგაწუხებს. მოწყალების გაცემასაც უნდა ჭკუა და სიბრძნე. არა ყოველი გლახაკი არის ღირსი შებრალებისა. ვინც ზარმაცობით და ცუდის ცხოვრებთ თავი გაიფუჭა და წაიხდინა, იგი არ არის ღირსი შებრალებისა. ზოგიერთს კაცს რომ მოწყალება მისცე, თითქმის ცოდვაც არის; გარნა ვინც არა თავის ბრალით, არამედ რომელითამე უბედურითა შემთხვ...
ქალნი ფრიად მოყვარენი არიან ყოვლისა განკითხვისა, ავად ხსენებისა და ჭორისა. ზოგიერთის ქალისათვის თითქმის დღიური საზრდო არის ბოროტ სიტყვაობა და ცუდად ხსენება მოყვასისა. არა მიმხედველნი მისა, რომელ ყოვლის ქალისათვის კეთილი სახელი უძვ...
იხილეთ სრულად
ქალნი ფრიად მოყვარენი არიან ყოვლისა განკითხვისა, ავად ხსენებისა და ჭორისა. ზოგიერთის ქალისათვის თითქმის დღიური საზრდო არის ბოროტ სიტყვაობა და ცუდად ხსენება მოყვასისა. არა მიმხედველნი მისა, რომელ ყოვლის ქალისათვის კეთილი სახელი უძვირფასეს არს თვით სიცოცხლისა, იგინი არა დასცხრებიან მოგონებად და გაგონებად ერთი მეორეზედ ცუდის ხმისა და ამბისა.
კაცი დაიპყრობს ყოველსა ბუნებასა, მხეცთა და ფრინველთა და ქვეწარმავალთა და თევზთა; გარნა ზოგჯერ ვერ დაიმორჩილებს ენასა თვისსა; ორღანოითა მით, რომლითა აკურთხევს კაცი ღმერთსა, ხშირად სწყევლის იგი მოყვასსა თვისსა, რომელი შექმნილ არს მზ...
იხილეთ სრულად
კაცი დაიპყრობს ყოველსა ბუნებასა, მხეცთა და ფრინველთა და ქვეწარმავალთა და თევზთა; გარნა ზოგჯერ ვერ დაიმორჩილებს ენასა თვისსა; ორღანოითა მით, რომლითა აკურთხევს კაცი ღმერთსა, ხშირად სწყევლის იგი მოყვასსა თვისსა, რომელი შექმნილ არს მზგავსად და ხატად ღვთისა, ერთისა და იგივე პირისაგან გამოვალს წყევა და კურთხევა.
ყოველთა მათ ცოდვათაგან, რომელთა კაცი იქმნს ენითა თვისითა, უმეტესად გახშირებულ არს ჩვენ შორის განკითხვა ანუ ცუდად ხსენება მოყვასისა, რომელსა დაბიურად ეწოდება ჭორი. ცოდვა იგი მით უმეტესად არის მძიმე და სამწუხარო და ფრიად განვრცელებუ...
იხილეთ სრულად
ყოველთა მათ ცოდვათაგან, რომელთა კაცი იქმნს ენითა თვისითა, უმეტესად გახშირებულ არს ჩვენ შორის განკითხვა ანუ ცუდად ხსენება მოყვასისა, რომელსა დაბიურად ეწოდება ჭორი. ცოდვა იგი მით უმეტესად არის მძიმე და სამწუხარო და ფრიად განვრცელებულ ჩვენ შორის, რომელ იგი თითქმის არავის არ მიაჩნია ცოდვად. არავინ არ ფიქრობს, რომელ სცოდავს, ოდეს იგი განიმეორებს და განავრცელებს მრავალთა ცუდთა ხმათა და ამბავთა, რომელნი მას ესმა სხვადასხვათა კაცთა ზედა.