თუ სიკეთე არ გაგაჩნია, მაშინ შენში ცოდვაა ჩაბუდებული. ერთჭერქვეშ სიკეთისა და ბოროტების თანაცხოვრება შეუძლებელია. ისევე როგორც ნათელი და ბნელი ერთმანეთთან შეუთავსებელია. თუ სინათლე გაუჩინარდა მის ნაცვლად ბნელი დაისადგურებს. სიკეთე ...
იხილეთ სრულად
თუ სიკეთე არ გაგაჩნია, მაშინ შენში ცოდვაა ჩაბუდებული. ერთჭერქვეშ სიკეთისა და ბოროტების თანაცხოვრება შეუძლებელია. ისევე როგორც ნათელი და ბნელი ერთმანეთთან შეუთავსებელია. თუ სინათლე გაუჩინარდა მის ნაცვლად ბნელი დაისადგურებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ მათი თანაარსებობა შეუძლებელია.
ადამიანი საკუთარ თავს ცოდვას ვერ შეუნდობს, იგი ამას ღმერთს მიანდობს. ის ვინც ცოდვებს საკუთარ თავს თვითონ შეუნდობს, ღვთისგან შენდობას ვერ მიიღებს. მას, ვინც საკუთარი თავის მკაცრი მსაჯული არ იქნება, მსაჯული ღმერთის სახით მოევლინება.
link
დიდსულოვანი ადამიანისათვის ძნელია გაუგოს ღვარძლიან ადამიანს
ადამიანმა საკმარისია ცოდვის ჭაობს თავი დააღწიოს, რომ ისევ უკან ბრუნდება და უმალ მასში ეფლობა. როგორც კი ვერცხლისმოყვარეობას თავს დააღწევს, იქვე დიდებისმოყვარეობა შეიპყრობს. თუ ღატაკისთვის მოწყალება გაიღო, ამპარტავნება უმალ სხვა ცო...
იხილეთ სრულად
ადამიანმა საკმარისია ცოდვის ჭაობს თავი დააღწიოს, რომ ისევ უკან ბრუნდება და უმალ მასში ეფლობა. როგორც კი ვერცხლისმოყვარეობას თავს დააღწევს, იქვე დიდებისმოყვარეობა შეიპყრობს. თუ ღატაკისთვის მოწყალება გაიღო, ამპარტავნება უმალ სხვა ცოდვისაკენ უბიძგებს. ძლივს ლოცვა ჩვევად ექცევა, რომ პირს დააღებს და იმათ ძაგებას იწყებს, ვინც ჯერ ლოცვას არ შედგომია. როგორც კი იგრძნობს, რომ ცხონების გზას დაადგა, უმალ ქვეყნიერების მოძღვრად გვევლინება, ვიდრე სულიწმიდა არ ...
ნუ გიხარია სხვისი დაცემა, რამეთუ იგი მოყვასია შენი. თუ იგი ცხონების გზას აცდა, ნუ იზეიმებს შენი გული. უფალმა ადამიანი სიცოცხლისთვის შექმნა და მისი წარწყმედა არ უხარია. ნურც შენ გაიხარებ იმით, რის გამოც უფალი დამწუხრებულია.
ადამიანს სძულს ის, ვის მიმართაც სცოდავს. როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ მისი დაფარული ცოდვა ვიღაცისთვის ცნობილია, მას ფარული მოწმის წინაშე თავდაპირველად შიში მოიცავს. შიში მალე სიძულვილში გადადის, სიძულვილი კი გონებას სავსებით აბნ...
იხილეთ სრულად
ადამიანს სძულს ის, ვის მიმართაც სცოდავს. როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ მისი დაფარული ცოდვა ვიღაცისთვის ცნობილია, მას ფარული მოწმის წინაშე თავდაპირველად შიში მოიცავს. შიში მალე სიძულვილში გადადის, სიძულვილი კი გონებას სავსებით აბნელებს.
ცოდვილისთვის სიკვდილი კი არ ისურვო, არამედ ცოდვათა მონანიება. ქრისტე ცოდვილთათვის ევნო. მისთვის მიუღებელია როცა ვთხოვთ, რომ უკეთურს სიკვდილი მოუვლინოს და გზიდან ჩამოგვაშოროს.
დაშინების მეთოდით მართვა, ამა თუ იმ ქვეყნის უნიჭო ბელადთა უკანასკნელი და უიმედო მცდელობაა. დაშინებას უგუნური პირუტყვები მიმართავენ მაშინ, როცა შიშით არიან შეპყრობილნი. ტერორისა და დაბეზღების სისტემა ურჩხულს ემსგავსება, რომლის ბატო...
იხილეთ სრულად
დაშინების მეთოდით მართვა, ამა თუ იმ ქვეყნის უნიჭო ბელადთა უკანასკნელი და უიმედო მცდელობაა. დაშინებას უგუნური პირუტყვები მიმართავენ მაშინ, როცა შიშით არიან შეპყრობილნი. ტერორისა და დაბეზღების სისტემა ურჩხულს ემსგავსება, რომლის ბატონობის ხანგრძლივობა ერთი ადამიანის სიცოცხლეს თუ გაუტოლდება. ადამიანი კვდება, ერი კი სიცოცხლეს განაგრძობს.