თანასწორობა - ციტატები, გამონათქვამები
თანასწორობა - ციტატები, გამონათქვამები თანასწორობა, გამონათქვამები, ციტატები
ძველმა პატრიარქალურმა ოჯახებმა შექმნეს ბიბლიური წყვილები: აბრაამი - სარა; ისააკი - რებეკა; იაკობი - რაქილი... მათი თანასწორობის პრინციპი იყო თანაბარი პასუხისმგებლობა ოჯახის, შვილებისა და შთამომავლობის წინაშე.
თანასწორია ორი კვიპაროსი ერთმანეთის გვერდით რომ ხარობს, ორივე ცალკეა, ორივე გვერდიგვერდ ერთადაა და ორივ მშვენიერია.
ღვთის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ და ჩვენს შორის მეტ-ნაკლებობას მხოლოდ სულიერი განვითარება განაპირობებს და არა სიმდიდრე, წარმომავლობა, გარეგნობა ან თანამდებობა.
ღმერთი არ არის თანასწორობა, ღმერთი სიყვარულია. უთანასწორობა სამართლიანობის საფუძველია და სიყვარულის მამოძრავებელი. ვიდრე სიყვარული და სიმართლე სუფევს, არავინ ფიქრობს თანასწორობაზე, არავინ დავობს მასზე. როცა სიყვარული დაიშრიტება, ა... იხილეთ სრულად
უთანასწორობა თვით სამყაროს საფუძველშია ჩადებული და ამას არ უნდა შევეწინააღმდეგოთ. უთანასწორობა სიყვარულმა დააწესა, ადამიანთა ცხოვრება უსახურია, მაგრამ ამის მიზეზი უთანასწორობა როდია, ეს სიყვარულისა და სულიერი განსჯის დაკნინებაა. ა... იხილეთ სრულად
უთანასწორობაში მეტი სიბრძნეა, ვიდრე თანასწორობაში. ყველაფრის გათანაბრება შემოქმედებითი აღმაფრენის დაკნინებაა. ცხოვრება უთანასწორობაზეა დაფუძნებული.
ცხოვრება საინტერესოა ვიდრე გამარჯვებისკენ მივილტვით. სადაც სიტყვა გამარჯვება არსებობს, იქ სიტყვა "უთანასწორობაც" უნდა არსებობდეს.
ის, რომ მამა აღიარებულია ოჯახის თავად და ავტორიტეტად, აიძულებს მას, ყოველი ნაბიჯი მოზომოს, რათა შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა და შვილებისა და მეუღლის წინაშე არ დამცირდეს. ამასთან უპირატესობა ავალდებულებს, განსაკუთრებულად იზრუნოს ... იხილეთ სრულად