ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები... ამა თუ იმ უწესობას ხშირად მიმზიდველად და საინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას.
წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა.
განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს
ძალადობრივი, ნიჰილისტური და უხამსი ფილმებითა და გადაცემებით აღზრდილი თაობა ჯანსაღ ატმოსფეროს ვერ შექმნის და ოჯახსაც მნიშვნელოვნად დააზიანებს. არადა, როგორი მონდომებაა, რომ უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით - მასმედიით ბოროტება და ...
იხილეთ სრულად
ძალადობრივი, ნიჰილისტური და უხამსი ფილმებითა და გადაცემებით აღზრდილი თაობა ჯანსაღ ატმოსფეროს ვერ შექმნის და ოჯახსაც მნიშვნელოვნად დააზიანებს. არადა, როგორი მონდომებაა, რომ უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით - მასმედიით ბოროტება და ცოდვითი ცხოვრება აღზევდეს, ვულგარიზებული, ტექნოლოგიური საზოგადოება ჩამოყალიბდეს და მის ბატონ-პატრონად ფული იქცეს, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, სწორი ორიენტირები დაკარგონ და ქრისტეს მცნებები წარსულის გ...
link
ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გადაგვარება სხვადასხვა მეთოდებით ხორციელდება და ამაში დიდ როლს, სამწუხაროდ, მასმედია ასრულებს. მასმედიის სახელს მრავალი კარგი საქმეც უკავშირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტელეგადაცემებით დ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გადაგვარება სხვადასხვა მეთოდებით ხორციელდება და ამაში დიდ როლს, სამწუხაროდ, მასმედია ასრულებს.მასმედიის სახელს მრავალი კარგი საქმეც უკავშირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტელეგადაცემებით და პრესითაც ხდება ცოდვის დემონსტრირება, ლეგალიზება და იმ აზრის დამკვიდრება, თითქოს ეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა. ხდება ავხორცობისა და უღირსების არა მარტო მისაღებ, არამედ სამაგალითო მოვლენად წარმოჩენა; იქმნება უზნეო ცრუ ავტ...
link
ცოდნის დაგროვება დაბადებიდანვე იწყება. ჩვილ ასაკშივე ბავშვს შეხება აქვს მშობლებთან. ახლობლებთან, გარემოსთან, საიდანაც იძენს იგი ე.წ. ემპირიულ ცოდნას. სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, მეცნიერული მოღვაწეობა... აფართოებენ და აღრმავებენ ...
იხილეთ სრულად
ცოდნის დაგროვება დაბადებიდანვე იწყება. ჩვილ ასაკშივე ბავშვს შეხება აქვს მშობლებთან. ახლობლებთან, გარემოსთან, საიდანაც იძენს იგი ე.წ. ემპირიულ ცოდნას. სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, მეცნიერული მოღვაწეობა... აფართოებენ და აღრმავებენ პიროვნების თვალსაწიერს, იბადება ახალი იდეები, ჩნდება ახალი სიღრმეები. ცოდნის გაფართოება არ უნდა შეჩერდეს. მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ხდებოდეს წიგნების კითხვით, თვითანალიზით, დიალოგის გზით და არა ტელევიზიის გადაცე...
link
ტელევიზორი თითქმის სრულიად ნთქავს ჩვენს თავისუფალ დროს, რადგან ხშირად უსარგებლო გადაცემებსაც ვუყურებთ. მშობლებმა ბავშვებს ტელევიზორის ცქერის დროც უნდა გაუკონტროლონ და განუსაზღვრონ. ტელეგადაცემები ხომ, სამწუხაროდ, ჩვენს ბავშვებს არ...
იხილეთ სრულად
ტელევიზორი თითქმის სრულიად ნთქავს ჩვენს თავისუფალ დროს, რადგან ხშირად უსარგებლო გადაცემებსაც ვუყურებთ. მშობლებმა ბავშვებს ტელევიზორის ცქერის დროც უნდა გაუკონტროლონ და განუსაზღვრონ. ტელეგადაცემები ხომ, სამწუხაროდ, ჩვენს ბავშვებს არა თუ ზრდიან, არამედ სულიერად ასახიჩრებენ. ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ მოსაუბრეს ცოტას ვუსმენთ და კიდევ უფრო ცოტას ვაკეთებთ.
link
პორნოგრაფიული ლიტერატურა, კინოფილმები, ვიდეოფილმები და სხვა სულიერი საწამლავი, რომელიც ნარკომანიაზე მეტად წამლავს თანამედროვე საზოგადოებას: ბავშვებს იმ ცხოვრებანანახ მოხუცებად აქცევს, რომლებსაც უკვე ყველანაირი გარყვნილება გამოუცდი...
იხილეთ სრულად
პორნოგრაფიული ლიტერატურა, კინოფილმები, ვიდეოფილმები და სხვა სულიერი საწამლავი, რომელიც ნარკომანიაზე მეტად წამლავს თანამედროვე საზოგადოებას: ბავშვებს იმ ცხოვრებანანახ მოხუცებად აქცევს, რომლებსაც უკვე ყველანაირი გარყვნილება გამოუცდიათ, ხოლო მხცოვანებს ასაკს ავიწყებს და გულარძნილ, უწესო ჭაბუკთ ამსგავსებს.
link
ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერო, შემეცნებით-კულტურულსა და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირე...
იხილეთ სრულად
ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერო, შემეცნებით-კულტურულსა და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირეთ დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა "ივერია"-ს შექმნას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პატრონაჟით საცდელი გადაცემებით უკვე გადის ეთერში. იგი უნდა იქცეს ოჯახის ტელევიზიად, რომელიც ყველა თაობისათვის მისაღები ...
link