წმ. ამბროსი მედიოლანელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ამბროსი მედიოლანელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ამბროსი მედიოლანელი | გამონათქვამები
როგორც ცეცხლი მოედება შეშას, უფრო და უფრო ღვივდება და ვრცელდება, ისე ვერცხლისმოყვარეობაც, თავდაპირველად პატარა ნაკადულის მსგავსი, საბოლოოდ უსაზღვრო ოკეანედ იქცევა.
"მე რომ მდიდარი ვყოფილიყავი, – ამბობს მავანი, – მთელ ქვეყანას გავამდიდრებდი!.." სისულელეა. ხშირად ჩვენ, სიმდიდრეში მყოფნი, კაპიკს უფრო ვუფრთხილდებით, ვიდრე მანეთს – სიღარიბეში.
თუ ვიფიქრებთ, რა გააკეთეს ჩვენთვის ჩვენმა მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით.
ჭრილობებს ღვინით ბანენ და ზეთით მკურნალობენ. ასევეა აღზრდის დროსაც: შემწყნარებლობა შეერთებული უნდა იყოს სიმკაცრესთან.