ჭეშმარიტი მონობა არის მხოლოდ ერთი – მონობა ცოდვისა და ჭეშმარიტი თავისუფლება არის მხოლოდ ერთი – აღდგომა ღმერთში. სანამ ადამიანი არ მიაღწევს ქრისტეში თავის აღდგომას, მანამ მასში ყველაფერი დამახინჯებულია, სიკვდილის შიშით, მაშასადამე,...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი მონობა არის მხოლოდ ერთი – მონობა ცოდვისა და ჭეშმარიტი თავისუფლება არის მხოლოდ ერთი – აღდგომა ღმერთში. სანამ ადამიანი არ მიაღწევს ქრისტეში თავის აღდგომას, მანამ მასში ყველაფერი დამახინჯებულია, სიკვდილის შიშით, მაშასადამე, ცოდვების მონობითაც, ხოლო აღდგომის მადლის ჯერ კიდევ შეუმეცნებელიდან დამახინჯებას გაურბიან მხოლოდ ისინი, რომელთა შესახებ ნათქვამია: „ნეტარ არიან რომელნი არა ჰხედავენ, მაგრამ ჰრწმენეს“.
link
უფალს არ სურს ცოდვილთა სიკვდილი და მონანებულთ ჩუქნის მადლს სულიწმიდისას. იგი აძლევს სულს მშვიდობას და თავისუფლებას გონებით და გულით იყოს ღმერთში. როცა სულიწმიდა მოგვიტევებს ჩვენ ცოდვებს, მაშინ ღებულობს სული თავისუფლებას ილოცოს სუფ...
იხილეთ სრულად
უფალს არ სურს ცოდვილთა სიკვდილი და მონანებულთ ჩუქნის მადლს სულიწმიდისას. იგი აძლევს სულს მშვიდობას და თავისუფლებას გონებით და გულით იყოს ღმერთში. როცა სულიწმიდა მოგვიტევებს ჩვენ ცოდვებს, მაშინ ღებულობს სული თავისუფლებას ილოცოს სუფთა გონებით; მაშინ იგი თავისუფლად უჭვრეტს ღმერთს და მასში იმყოფება მშვიდად. აი ჭეშმარიტი თავისუფლება. ღმერთის გარეშე არ არსებობს თავისუფლება, იმიტომ, რომ მტრები არყევენ სულს ცუდი ზრახვებით.
link
სადაც არის სული უფლისა, იქაა თავისუფლება
მადლი ღვთისა თავისუფლებას არ გვართმევს, იგი გვეხმარება ღმერთის მცნებების შესრულებაში. ადამი მადლში იყო, მაგრამ ნება არ ჰქონდა წართმეული. ასევე ანგელოზებიც სულიწმიდაში იმყოფებიან, მაგრამ არა აქვთ წართმეული თავისუფალი ნება. ბევრმა ა...
იხილეთ სრულად
მადლი ღვთისა თავისუფლებას არ გვართმევს, იგი გვეხმარება ღმერთის მცნებების შესრულებაში. ადამი მადლში იყო, მაგრამ ნება არ ჰქონდა წართმეული. ასევე ანგელოზებიც სულიწმიდაში იმყოფებიან, მაგრამ არა აქვთ წართმეული თავისუფალი ნება. ბევრმა არ იცის გზა ხსნისა, შევიდნენ სიბნელეში და ვერ ხედავენ ჭეშმარიტების ნათელს. ის კი არის, იყო და იქნება და ყველას სიყვარულით ეძახის თავისკენ: „მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, შემიცანით მე და მოგცემთ სიმშვიდეს...
link
როგორც ადამიანები შედიან და გამოდიან სახლში, ასევე ზრახვები ეშმაკებისაგან მოდიან და კვლავ მიდიან, თუ შენ მათ არ ღებულობ. თუ ზრახვა შენ გეუბნება: „მოიპარე“ – და შენ მოუსმენ მას, ამით ხელისუფლებას აძლევ ეშმაკს შენს თავზე. თუ შენ ზრა...
იხილეთ სრულად
როგორც ადამიანები შედიან და გამოდიან სახლში, ასევე ზრახვები ეშმაკებისაგან მოდიან და კვლავ მიდიან, თუ შენ მათ არ ღებულობ. თუ ზრახვა შენ გეუბნება: „მოიპარე“ – და შენ მოუსმენ მას, ამით ხელისუფლებას აძლევ ეშმაკს შენს თავზე. თუ შენ ზრახვა გეუბნება – „ჭამე ბევრი, გაძღომამდე“ – და შენ შეჭამ ბევრს, ისევ ეშმაკს აძლევ ნებას იბატონოს შენზე. ასე თანდათან დაგეუფლება ზრახვა ყოველგვარი ვნებისა და გახდები ეშმაკის თავშესაფარი, მაგრამ თუ მიიღებ საჭირო სინანულს, ის...
link
კარგად იცოდე, რომ თუ შენ გტანჯავს ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი არა ხარ. უფალმა სთქვა: „ისწავლეთ ჩემგან: რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქუენთა“ (მათ. 11, 29). ქრისტესმიერი მორჩილების ...
იხილეთ სრულად
კარგად იცოდე, რომ თუ შენ გტანჯავს ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი არა ხარ. უფალმა სთქვა: „ისწავლეთ ჩემგან: რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქუენთა“ (მათ. 11, 29). ქრისტესმიერი მორჩილების გარეშე სული არასდროს არ იქნება მშვიდად ღმერთში, არამედ მუდამ იქნება მღელვარებაში სხვადასხვანაირი ზრახვებისაგან, რომლებიც ხელს უშლიან ღმერთის ჭვრეტაში.
link
გახსოვდეს ორი ზრახვა და გეშინოდეს მისი. ერთი ამბობს: შენ წმინდანი ხარ, მეორე – შენ ვერ გადარჩები; ორივე ეს ზრახვა მტრისგანაა და არ არის ჭეშმარიტი. შენ იფიქრე: მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალეა, მას ძლიერ უყვარს ადამიანები...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს ორი ზრახვა და გეშინოდეს მისი. ერთი ამბობს: შენ წმინდანი ხარ, მეორე – შენ ვერ გადარჩები; ორივე ეს ზრახვა მტრისგანაა და არ არის ჭეშმარიტი. შენ იფიქრე: მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალეა, მას ძლიერ უყვარს ადამიანები და მომიტევებს მე ცოდვებს. ერწმუნე ამას და იქნება ასე; უფალი გაპატიებს.
link
ჩვენს მართლმადიდებელურ ეკლესიებს სულიწმიდით მიცემული აქვთ შეცნობა ღმერთის საიდუმლოებებისა, ძლიერია იგი თავისი წმიდა აზრებით და მოთმინებით. მართლმადიდებლის სული მადლით მჭიდროდ ეკვრის უფალს და ყოვალდწმიდა ღვთისმშობელს... და ხარობს ს...
იხილეთ სრულად
ჩვენს მართლმადიდებელურ ეკლესიებს სულიწმიდით მიცემული აქვთ შეცნობა ღმერთის საიდუმლოებებისა, ძლიერია იგი თავისი წმიდა აზრებით და მოთმინებით. მართლმადიდებლის სული მადლით მჭიდროდ ეკვრის უფალს და ყოვალდწმიდა ღვთისმშობელს... და ხარობს სული, როცა უჭვრეტს ღმერთს. ღმერთი შეიცნობა მხოლოდ სულიწმიდით და ის, რომელსაც სიამაყეში სურს შეიცნოს საკუთარი გონებით შემოქმედი, ბრმაა და უგუნური. გონებით ჩვენ იმის შეცნობაც არ შეგვიძლია, როგორაა გაკეთებული მზე; და როცა ჩვ...
link
როცა მთელი გონება ღმერთშია, მაშინ სამყარო დავიწყებულია; სულიერი, როგორც არწივი დაფრინავს მაღლა და სულით გრძნობს ღმერთს, ხედავს მთელ სამყაროს, თუმცა ღამის სიბნელეში ლოცულობს.
როცა უფალი თვითონ ეცხადება სულს, შეუძლებელია სულმა არ შეიცნოს თავისი შემოქმედი და ღმერთი.