აქამდე არიან მონაზვნები, რომლებიც განიცდიან სიყვარულს ღმერთის მიმართ და მიისწრაფიან მისკენ დღე და ღამე. ისინი ეხმარებიან მსოფლიოს ლოცვით, მაგრამ ეს ზრუნვა უფრო მეტად თავს აწევთ ეკლესიის მოძღვრებს, რომლებიც ისეთ დიდ მადლს ატარებენ,...
იხილეთ სრულად
აქამდე არიან მონაზვნები, რომლებიც განიცდიან სიყვარულს ღმერთის მიმართ და მიისწრაფიან მისკენ დღე და ღამე. ისინი ეხმარებიან მსოფლიოს ლოცვით, მაგრამ ეს ზრუნვა უფრო მეტად თავს აწევთ ეკლესიის მოძღვრებს, რომლებიც ისეთ დიდ მადლს ატარებენ, რომ ადამიანებს რომ შეეძლოთ ამ მადლის დიდების დანახვა, მთელი მსოფლიო განცვიფრდებოდა, მაგრამ უფალმა დაფარა ეს მადლი, რათა მსახურნი მისი არ გაამაყებულიყვნენ, არამედ მორჩილებით გადაერჩინათ თავი.
link
ბრძოლის მიზეზი დევს არა გონებაში, როგორც ასეთში, არამედ სიამაყეში ჩვენი სულისა. სიამაყისგან ძლიერდება წარმოსახვების მოქმედება, მორჩილებით კი იგი წყდება. სიამაყე „იჭაჭება“ შექმნას თავისი სამყარო, მორჩილება კი ღებულობს ცხოვრებას ღმე...
იხილეთ სრულად
ბრძოლის მიზეზი დევს არა გონებაში, როგორც ასეთში, არამედ სიამაყეში ჩვენი სულისა. სიამაყისგან ძლიერდება წარმოსახვების მოქმედება, მორჩილებით კი იგი წყდება. სიამაყე „იჭაჭება“ შექმნას თავისი სამყარო, მორჩილება კი ღებულობს ცხოვრებას ღმერთისაგან.
link
ამაყ სულს არ ეცხადება უფალი, ამაყმა სულმა, თუნდაც მთელი წიგნები დაიზეპიროს, ვერასდროს ვერ შეიმეცნებს უფალს, რამეთუ იგი თავისი სიამაყით არ მისცემს თავის თავში ადგილს სულიწმიდის მადლს, ხოლო ღმერთი შეიცნობა სულიწმიდის მადლით (მხოლოდ ...
იხილეთ სრულად
ამაყ სულს არ ეცხადება უფალი, ამაყმა სულმა, თუნდაც მთელი წიგნები დაიზეპიროს, ვერასდროს ვერ შეიმეცნებს უფალს, რამეთუ იგი თავისი სიამაყით არ მისცემს თავის თავში ადგილს სულიწმიდის მადლს, ხოლო ღმერთი შეიცნობა სულიწმიდის მადლით (მხოლოდ სულიწმიდით).
link
სწუხდა ადამი დედამიწაზე, მწარედ ქვითინებდა; არ უნოდა აქ ყოფნა, სწუხდა და ამბობდა: „მოწყენილია ჩემი სული უფლისადმი, ცრემლიანი დავეძებ მას. როგორ არ უნდა ვეძებო? როცა მასთან ვიყავი, ჩემი სული მხიარული და მშვიდი იყო, მტერს არ შეეძლო ...
იხილეთ სრულად
სწუხდა ადამი დედამიწაზე, მწარედ ქვითინებდა; არ უნოდა აქ ყოფნა, სწუხდა და ამბობდა: „მოწყენილია ჩემი სული უფლისადმი, ცრემლიანი დავეძებ მას. როგორ არ უნდა ვეძებო? როცა მასთან ვიყავი, ჩემი სული მხიარული და მშვიდი იყო, მტერს არ შეეძლო რაიმე დაეშავებინა ჩემთვის. ეხლა კი ავმა სულმა დამიპყრო, მარყევს და სტანჯავს ჩემს სულს; იმიტომაა მოწყენილი ჩემი სული, თვით სიკვდილამდე, მიისწრაფის სული ღმერთისკენ, არაფერი არ მახარებს დედამიწაზე, არაფერი არ მამშვიდებს; კვ...
link
არიან ადამიანები, დიდებულნიც კი, რომლებიც როცა იმყოფებიან გაცბუნებაში, არ ეკითხებიან უფალს. საჭიროა პირდაპირ უთხრა: „უფალო, მე ცოდვილი ადამიანი ვარ, არ ვიცი როგორ მოვიქცე, შენ მოწყალე ხარ, მითხარი მე, როგორ მოვიქცე“. გულმოწყალე უფ...
იხილეთ სრულად
არიან ადამიანები, დიდებულნიც კი, რომლებიც როცა იმყოფებიან გაცბუნებაში, არ ეკითხებიან უფალს. საჭიროა პირდაპირ უთხრა: „უფალო, მე ცოდვილი ადამიანი ვარ, არ ვიცი როგორ მოვიქცე, შენ მოწყალე ხარ, მითხარი მე, როგორ მოვიქცე“. გულმოწყალე უფალს არ უნდა, რომ ჩვენი სული იმყოფებოდეს შეშფოთებაში მტრისგან. იგი შთაგვაგონებს რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ.
link
ადამი, მამა სამყაროსი, სამოთხეში იცნობდა ღმერთის სიყვარულს და ამიტომ როცა განდევნილი იქნა სამოთხიდან ცოდვებისათვის და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მწარედ იტანჯებოდა და ქვითინებდა მთელს უდაბნოში; მისი სული იტანჯებოდა ერთი ფიქრით: „სა...
იხილეთ სრულად
ადამი, მამა სამყაროსი, სამოთხეში იცნობდა ღმერთის სიყვარულს და ამიტომ როცა განდევნილი იქნა სამოთხიდან ცოდვებისათვის და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მწარედ იტანჯებოდა და ქვითინებდა მთელს უდაბნოში; მისი სული იტანჯებოდა ერთი ფიქრით: „საყვარელ ღმერთს ვაწყენინე“. სამოთხესა და მის სილამაზეს კი არ ნანობდა, არამედ ღმერთის სიყვარულის მოკლებას ვერ იტანდა მისი სული. ასეა, ყველა სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი სულიწმიდით, მაგრამ შემდეგ დაკარგა მადლი, განიცდის ად...
link
ადამიანი აღებულია მიწისაგან, მაგრამ ღმერთმა ისე შეიყვარა იგი, რომ მოკაზმა თავისი მადლით და ადამიანი დაემსგავსა უფალს. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ამაყნი ვართ. ჩვენ რომ მორჩილნი ვიყოთ, უფალი გაგვიხსნიდა ამ სა...
იხილეთ სრულად
ადამიანი აღებულია მიწისაგან, მაგრამ ღმერთმა ისე შეიყვარა იგი, რომ მოკაზმა თავისი მადლით და ადამიანი დაემსგავსა უფალს. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ამაყნი ვართ. ჩვენ რომ მორჩილნი ვიყოთ, უფალი გაგვიხსნიდა ამ საიდუმლოს, იმიტომ, რომ მას ძლიერ ვუყვარვართ.
link
982. როგორია სულიერი მდგომარეობა ისეთი ადამიანისა, რომელიც სხვებს განიკითხავს, დრტვინავს, უყვარს საკუთარი ნების აღსრულება, მაგრამ ამავე დროს ბევრს ლოცულობს?
948. რომელი გულისთქმების უნდა გვეშინოდეს ყველაზე მეტად?
941. რა ვქნა, თუ ღვთისმსახურებისას ზოგიერთი რამ არ მესმის?