მოვიყვანოთ სოლომონის წიგნიდგან რაოდენიმე ხაზნი მხნე დედაკაცის თვისებისა: ქმარი მისი სრულიად ბედნიერი არის და უზრუნველი სახლისა მისისათვის. მას არ ეშინიან ზამთრისა და სიცივისა, ვინაიდგან საყვარელმან მისმან მეუღლემ მრჩობლი (ორმაგი) ...
იხილეთ სრულად
მოვიყვანოთ სოლომონის წიგნიდგან რაოდენიმე ხაზნი მხნე დედაკაცის თვისებისა: ქმარი მისი სრულიად ბედნიერი არის და უზრუნველი სახლისა მისისათვის. მას არ ეშინიან ზამთრისა და სიცივისა, ვინაიდგან საყვარელმან მისმან მეუღლემ მრჩობლი (ორმაგი) სამოსელი უქმნა ქმარსა თვისსა და ყოველთა მისთა თანა მყოფთა. ქმარი მისი არის ქებული და დიდებუილი საზოგადოებასა შინა გონიერებითა და სიკეთითა მეუღლისა მისისათა: „დიდებულ იქმნების ბჭეთა შინა ქმარი მისი, ოდესცა უკეთუ დასჯდის კ...
სოლომონ (სოლომონ ბრძენი) გვეტყვის ჩვენ, რომელ მხნე დედაკაცი ეგრეთ მართავს სახლსა თვისსა, რომ გული მეუღლისა მისისა სრულიად არის მოსვენებული და დარწმუნებული მას ზედა. იგი ისრე მიეჩვია შრომისმოყვარეობასა, რომელ ამით ინუგეშებს თავსა თ...
იხილეთ სრულად
სოლომონ (სოლომონ ბრძენი) გვეტყვის ჩვენ, რომელ მხნე დედაკაცი ეგრეთ მართავს სახლსა თვისსა, რომ გული მეუღლისა მისისა სრულიად არის მოსვენებული და დარწმუნებული მას ზედა. იგი ისრე მიეჩვია შრომისმოყვარეობასა, რომელ ამით ინუგეშებს თავსა თვისსა. და არა თუ მხოლოდ სახლისათვის ზრუნავს მხნე ქალი, არამედ იგი კეთილიცა არის და ქველისმოქმედი.
„დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალსასყიდლისა“ (იგავნი სოლ. 41.10). სოლომონ ბრძენი აქ იჭვნეულებით იკითხავს: ვის შეუძლიან იპოვოს დედაკაცი მხნე; მართლაც, ოდეს აღმოვიკითხავთ რა სახით აღწერს იგი დედაკაცსა მხნესა და როგ...
იხილეთ სრულად
„დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალსასყიდლისა“ (იგავნი სოლ. 41.10). სოლომონ ბრძენი აქ იჭვნეულებით იკითხავს: ვის შეუძლიან იპოვოს დედაკაცი მხნე; მართლაც, ოდეს აღმოვიკითხავთ რა სახით აღწერს იგი დედაკაცსა მხნესა და როგორ უნდა იქცეოდეს ესრეთი დედაკაცი, დავრწმუნდებით რომელ, თუმცა ფრიად სანატრელ არს, გარნა არა ადვილ პოვნა ესრეთისა დედაკაცისა.
ღვთისმშობელი იყო სრული სახე და მაგალითი ქრისტიანობრივისა ქალის ცხოვრებისა; მას ვევედრნეთ, რათა მისცეს კეთილი სურვილი გულსა და განამტკიცოს ნება ქალთა კეთილსა ცხოვრებასა შინა. ამინ.
ჰოი, ვითარ საშინელ არს და მავნებელ, ოდეს დედა თვით არს ცუდისა ხასიათისა, არ მიხედავს თვისსა მნიშვნელობასა და ნაცვლად კეთილთა და საყვარელთა თვისებათა გარდასცემს შვილთა ცუდსა ხასიათსა. უმჯობესი არის, რომ თავის ხელით მოკლას მან შვილი...
იხილეთ სრულად
ჰოი, ვითარ საშინელ არს და მავნებელ, ოდეს დედა თვით არს ცუდისა ხასიათისა, არ მიხედავს თვისსა მნიშვნელობასა და ნაცვლად კეთილთა და საყვარელთა თვისებათა გარდასცემს შვილთა ცუდსა ხასიათსა. უმჯობესი არის, რომ თავის ხელით მოკლას მან შვილი თვისი.
დიდ არს ფრიად მნიშვნელობა ქალისა ქრისტიანობასა შინა. ყოველი ადამიანი პირველთა წელთა ცხოვრებისა თვისისათა გაატარებს დედის ხელთა შინა; მისგან მიიღებს პირველ ჰაზრთა, მიდრეკილებათა, მისგან ისწავლის პირველსა ლოცვასა. მაშასადამე, ესრეთ ...
იხილეთ სრულად
დიდ არს ფრიად მნიშვნელობა ქალისა ქრისტიანობასა შინა. ყოველი ადამიანი პირველთა წელთა ცხოვრებისა თვისისათა გაატარებს დედის ხელთა შინა; მისგან მიიღებს პირველ ჰაზრთა, მიდრეკილებათა, მისგან ისწავლის პირველსა ლოცვასა. მაშასადამე, ესრეთ უნდა ვსთქვათ, რომელ ღირსება, თვისება და ბედნიერება ყოვლისა ადამიანისა თითქმის დამტკიცებულ არს ქალსა ზედა. უკეთუ დედა არის აღვსებული გონიერებითა, ჭკუითა, სასოებითა და სიყვარულითა, შვილიცა მისი გამოვა კეთილი და ღვთისმოყვა...
არავინ იფიქროს, რომელ ჩვენ არ მოგვწონს განათლება და სწავლა (ქალისა) აწინდელისა დროებისა, არამედ, სასურველ და სანატრელ ის იქმნება, ოდესაც საქებნი თვისებანი არ დაეკარგოსთ ქალთა. წარმოიდგინეთ, რა დაუფასებელი საუნჯე იქმნება საზოგადოებ...
იხილეთ სრულად
არავინ იფიქროს, რომელ ჩვენ არ მოგვწონს განათლება და სწავლა (ქალისა) აწინდელისა დროებისა, არამედ, სასურველ და სანატრელ ის იქმნება, ოდესაც საქებნი თვისებანი არ დაეკარგოსთ ქალთა. წარმოიდგინეთ, რა დაუფასებელი საუნჯე იქმნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელსა შინა შეერთდენ - საყვარელნი თვისებანი ძველებურად აღზრდილთა ქალთა, სწავლისა და განათლებისა თანა.
უკეთუ ნაცვლად ქმრისა და მახლობელთა სიყვარულისა და შეურყეველისა ერთგულებისა, ნაცვლად თავის გამომეტებისა, მახლობელთა ბედნიერების მეცადინეობისა, ნაცვლად სიმშვიდისა, შრომისმოყვარეობისა, შინაურის შვენიერისა ცხოვრებისა, ჩვენთა ქალთა შეი...
იხილეთ სრულად
უკეთუ ნაცვლად ქმრისა და მახლობელთა სიყვარულისა და შეურყეველისა ერთგულებისა, ნაცვლად თავის გამომეტებისა, მახლობელთა ბედნიერების მეცადინეობისა, ნაცვლად სიმშვიდისა, შრომისმოყვარეობისა, შინაურის შვენიერისა ცხოვრებისა, ჩვენთა ქალთა შეიყვარეს დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თავის მოწონება, პირისახის შემკობა, ეს იქნება ფრიად სამწუხარო და მავნებელი მომავალისა ტომისთვის.
თვისება და ღირსება უწინდელად აღზრდილთა ქალთა იყო სიმდაბლე და სიმშვიდე მათი; ზოგიერთნი მათგანნი ესოდენ იყვნენ თავმდაბალნი და მორჩილნი, რომელ თვითონ არ იცოდენ თავის ფასი და როდესაც მრთელსა სიცოცხლესა სულსა და ღონესა შესწირავდენ თვის...
იხილეთ სრულად
თვისება და ღირსება უწინდელად აღზრდილთა ქალთა იყო სიმდაბლე და სიმშვიდე მათი; ზოგიერთნი მათგანნი ესოდენ იყვნენ თავმდაბალნი და მორჩილნი, რომელ თვითონ არ იცოდენ თავის ფასი და როდესაც მრთელსა სიცოცხლესა სულსა და ღონესა შესწირავდენ თვისთა მახლობელთა და საყვარელთა, არაფერს არ ხედავდნენ ამაში განსხვავებულსა. ამას უნდა დაუმატოთ მათი დაუცხრომელი შრომა, დაუძინებელი ზრუნვა და გულმტკივნეუობლობა ოჯახისათვის: ვითარცა დაუღალავი ფუტკარი თითო წეთს თაფლსა ყვავილები...