არა მცირედი ცოდვა არის, ოდეს ქრისტიანე ქალი წაიცხებს პირსა ზედა ფერსა და უმარილსა. მეტადრე, ოდეს განვიზრახავთ და მოვიგონებთ, რომელ ყოველთა ჩვეულებათა და ნაკლულევანებათა ჩვენთა აქვსთ ურეთიერთს შორის კავშირი. ერთი ნაკლულევანება მიიზ...
იხილეთ სრულად
არა მცირედი ცოდვა არის, ოდეს ქრისტიანე ქალი წაიცხებს პირსა ზედა ფერსა და უმარილსა. მეტადრე, ოდეს განვიზრახავთ და მოვიგონებთ, რომელ ყოველთა ჩვეულებათა და ნაკლულევანებათა ჩვენთა აქვსთ ურეთიერთს შორის კავშირი. ერთი ნაკლულევანება მიიზიდავს მეორესა, ერთი ცოდვა მოიყვანს მეორესა. რისთვის იცხებს ქალი ფერსა და უმარილსა? არა მისთვისა, რათა მოაწონოს თვისი პირისახე მჭვრეტელთა მისთა? გარნა რათ უნდა ეძიებდეს ამას ქალი? ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში ქალი არ იქმს ...
გამოცდილ არს და ვიცით ყოველთა, თუ რა დიდი მიდრეკილება აქვს ქალსა სამკაულისადმი, იმ ზომად, რომელ გარეგანას სამკაულსა უმეტესად პატივს სცემს იგი და ეძიებს, ვდრე შინაგანსა ღირსებასა.
დღეს მე მივაქცევ ყურადღებასა თქვენსა, ქრისტეს მიერ დედანო და დანო ჩემნო, ერთს ფრიად დასაძრახვისა და ავის ჩვეულებისადმი, რომელი ერთობ გავრცელებულ არს ყოველთა ქალებთა შორის ქვეყანასა შინა ჩვენსა. რომელი არს ესე ჩვეულება? ფერისა და უ...
იხილეთ სრულად
დღეს მე მივაქცევ ყურადღებასა თქვენსა, ქრისტეს მიერ დედანო და დანო ჩემნო, ერთს ფრიად დასაძრახვისა და ავის ჩვეულებისადმი, რომელი ერთობ გავრცელებულ არს ყოველთა ქალებთა შორის ქვეყანასა შინა ჩვენსა. რომელი არს ესე ჩვეულება? ფერისა და უმარილის ხმარება. არიან ჩვენ შორის მრავალნი ჩვეულებანი, თუმცა ძველნი, გარნა არა პატივსადებნი, არამედ ღირსნი მოსპობისა და დავიწყებისა; ერთი ამათ ძველთა ჩვეულებათაგანი არის ფერის და უმარილის ცხება პირისახეზედ. ეს ავი ჩვეულე...
წმიდა მოციქული პავლე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლესა შინა წერს: „ეგრეთვე დედათა ასწავლიდე წესიერებისა სამკაულითა მორცხვედ და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა ოქროითა, ანუ მარგალიტითა, ანუ სამოსლითა დიდფასითა (I ტიმ. 2.9). ...
იხილეთ სრულად
წმიდა მოციქული პავლე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლესა შინა წერს: „ეგრეთვე დედათა ასწავლიდე წესიერებისა სამკაულითა მორცხვედ და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა ოქროითა, ანუ მარგალიტითა, ანუ სამოსლითა დიდფასითა (I ტიმ. 2.9). ესე იგი ქალთა ასწავლე, რათა არა ეძიებდეს ნამეტანსა შემკობასა თავისა დიდფასითა, არამედ წესიერად, მორცხვედ შეიმკობდენ თავთა თვისთა.
თუცა ყოველს ადამიანს, ვითარცა მამაკაცსა, ეგრეთვე დედაკაცსა, აქვს დიდი სურვილი და მიდრეკილება გარეგანისა ღირსებისადმი. გარნა უმეტესად ქალთა. თუმცა ყოველს ადამიანს დიდათ მოსწონს გარეგანი მშვენიერება და სამკაული, გარნა უმეტესად ქალთა...
იხილეთ სრულად
თუცა ყოველს ადამიანს, ვითარცა მამაკაცსა, ეგრეთვე დედაკაცსა, აქვს დიდი სურვილი და მიდრეკილება გარეგანისა ღირსებისადმი. გარნა უმეტესად ქალთა. თუმცა ყოველს ადამიანს დიდათ მოსწონს გარეგანი მშვენიერება და სამკაული, გარნა უმეტესად ქალთა. ესენი არიან ერთობ მსურველნი და მეძიებელნი გარეგანისა მშვენიერებისა და სამკაულისა; ამათ უნდა ისწავლონ და ახსოვდესთ მარადის, რომელ მშვენიერება და სამკაული ქრისტიანისა არის შინაგანი ღირსება და სათნოება.
ჭეშმარიტად მხოლოდ ერთს, უბიწოსა მარიამს შეეფერება მაღალი იგი ქება, რომელ ყოველი დიდება მისი შინაგან მისა იყო, თუმცაღა ამასთანავე იგი იყო შემკულ გარეგანითაცა გამოუთქმელითა მშვენიერებითა და სიკეთითა. ამით განსხვავდებოდა იგი ყოველთაგ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად მხოლოდ ერთს, უბიწოსა მარიამს შეეფერება მაღალი იგი ქება, რომელ ყოველი დიდება მისი შინაგან მისა იყო, თუმცაღა ამასთანავე იგი იყო შემკულ გარეგანითაცა გამოუთქმელითა მშვენიერებითა და სიკეთითა. ამით განსხვავდებოდა იგი ყოველთაგან ასულთა კაცთათა.
წინასწარმეტყველი დავით ორმეოცდამეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: „ყოველი დიდება ასულისა მეუფ...
იხილეთ სრულად
წინასწარმეტყველი დავით ორმეოცდამეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: „ყოველი დიდება ასულისა მეუფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად–პირადად“. ესე იგი დიდება და ღირსება მეუფისა ასულისა არის შინაგან გულსა და სულსა მისსა, თუმცა, ამასთანავე, იგი შემკულ არს ოქროვანითა შესამოსელითა პირად–პირადად...
link
ვსთქვათ, მაგალითებრ, ერთი ვინმე არის მსახური, ანუ ჩინოვნიკი სასამართლოსა შინა; რა საკვირველია, რომ იგი ემსახურება არა სულის საცხოვნებლად, არამედ ხორციელის წარმატებისათვის; გარნა უკეთუ იგი არ დაივიწყებს ღმერთსა, მარადის ემსახურება ...
იხილეთ სრულად
ვსთქვათ, მაგალითებრ, ერთი ვინმე არის მსახური, ანუ ჩინოვნიკი სასამართლოსა შინა; რა საკვირველია, რომ იგი ემსახურება არა სულის საცხოვნებლად, არამედ ხორციელის წარმატებისათვის; გარნა უკეთუ იგი არ დაივიწყებს ღმერთსა, მარადის ემსახურება სიმართლით და სიწმიდით, ქრთამს ერიდება, ყოველს საქმეს იქმს საფუძვლიანად და სჯულიერად. მაშინ მან აღასრულა მცნება მაცხოვრისა; მსახურება მისი შეერაცხება მას, ვითარცა მოღვაწება სულიერი, ვითარცა უარისყოფა თავისა თვისისა.
link
ვსთქვათ, ვინმე არის ვაჭარი; რასაკვირველია, რომელ ვაჭრობა არის სოფლიური საქმე; ვაჭარი ფიქრობს მხოლოდ მოგებისა და გამდიდრებისათვის; გარნა, უკეთუ იგი ვაჭრობს სინიდისით და სიმართლით, უკეთუ აღებ-მიცემაში ახსოვს პატიოსნება, უკეთუ არ არი...
იხილეთ სრულად
ვსთქვათ, ვინმე არის ვაჭარი; რასაკვირველია, რომელ ვაჭრობა არის სოფლიური საქმე; ვაჭარი ფიქრობს მხოლოდ მოგებისა და გამდიდრებისათვის; გარნა, უკეთუ იგი ვაჭრობს სინიდისით და სიმართლით, უკეთუ აღებ-მიცემაში ახსოვს პატიოსნება, უკეთუ არ არის ხარბი, ანგაარი, ოდეს შეიძინა მრავალი სიმდიდრე, არ განლაღდა და ოდეს შეემთხვა სიღარიბე - მოითმინა; უკეთუ რაოდენიმე ნაწილი მონაგებისა შესწირა ღმერთსა და გლახაკსა, მაშინ ვაჭრობა მისი მიეთვლება მას, ვითარცა მოღვაწება და მით...