ვსთქვათ ვინმე არის შინაური მოსამსახურე, ანუ ყმობით, ანუ ჯამაგირით; შეუძლიან მას ისრე მოიქცეს, რომ მსახურება მისი იყოს ვითარცა მსახურება ღვთისა: უკეთუ იგი არის მართალი და ერთგული მებატონისა, უკეთუ მას უყვარს თვისი ბატონი, ცდილობს მ...
იხილეთ სრულად
ვსთქვათ ვინმე არის შინაური მოსამსახურე, ანუ ყმობით, ანუ ჯამაგირით; შეუძლიან მას ისრე მოიქცეს, რომ მსახურება მისი იყოს ვითარცა მსახურება ღვთისა: უკეთუ იგი არის მართალი და ერთგული მებატონისა, უკეთუ მას უყვარს თვისი ბატონი, ცდილობს მისთვის, ითმენს მისგან სულგრძელად ყოველსა სიტყვასა ანუ გაჯავრებასა, ემსახურება მას ღვთის წინაშე და თავის დავიწყებადმდე, სწორედ მან უარჰყო თავი თვისი, აიღო ჯვარი თვისი და შეუდგა უფალსა; გარნა, უკეთუ იგი არის ორგული და ურწ...
ძმანო, ყოველსა შინა დღესა და წამსა, ყოველსა შინა საქმეთა და სიტყვათა შეგვიძლიან გვახსოვდეს და აღვასრულებდეთ მცნებასა ამას თავის უარისყოფისას და ჯვარის აღებისასა.
ჩვენ ყოველნი ამას ვეძიებთ და მისთვის ვიღწვით ძმანო ქრისტიანენო, რათა შევიქმნეთ ნამდვილნი მოწაფენი ქრისტესნი. სამსა პირობასა გამოუცხადებს მაცხოვარი უფალი მათ, რომელსა სურს შემდგომად მისსა სვლა და მოწაფედ მისდა ყოფა. პირველად, რათა...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყოველნი ამას ვეძიებთ და მისთვის ვიღწვით ძმანო ქრისტიანენო, რათა შევიქმნეთ ნამდვილნი მოწაფენი ქრისტესნი. სამსა პირობასა გამოუცხადებს მაცხოვარი უფალი მათ, რომელსა სურს შემდგომად მისსა სვლა და მოწაფედ მისდა ყოფა. პირველად, რათა უარჰყონ თავი მათი: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავ თავი თვისი“; მეორედ, რათა აღიღოს ჯვარი მათი: „და აღიღენ ჯვარი თვისი“; მესამედ, რათა ვიდოდენ შემდგომად მისა: „და შემომიდეგინ მე“.
თვით ცხოვრება მარიამ მეგვიპტელისა საკმაოდ გვასწავლის ჩვენ, თუ ვითარ მოწყალე და სულგრძელ არს ღმერთი, რა სახით მოელის იგი ჩვენსა მოქცევასა და თუ მოვინანეთ იგი აღარ გაიხსოვნებს და გვაყვედრის ადრინდელსა ჩვენსა ცოდვასა, არ დაიშურვებს ჩ...
იხილეთ სრულად
თვით ცხოვრება მარიამ მეგვიპტელისა საკმაოდ გვასწავლის ჩვენ, თუ ვითარ მოწყალე და სულგრძელ არს ღმერთი, რა სახით მოელის იგი ჩვენსა მოქცევასა და თუ მოვინანეთ იგი აღარ გაიხსოვნებს და გვაყვედრის ადრინდელსა ჩვენსა ცოდვასა, არ დაიშურვებს ჩვენთვის თვისსა საღმრთოსა მადლსა, და რაც გინდა ღრმასა ჯურღმულსა ცოდვისასა იყოს კაცი შთავარდნილი, თუ კი მოინდომა, მოინანა და გულწრფელად შეიგონა და აღიარა თვისნი ცოდვანი, ღმერთი მიიღებს მას და შერაცხს მეგობართა შორის თვისთა...
ხშირად მოხდება, რომელ ზოგიერთი კაცი, ანუ ქალი, შესწუხდება, იგრძნობს ცუდსა თვისსა მდგომარეობას; გარნა, სამწუხაროდ, ნაცვლად მისა, რომ მიაქციოს ყურადღება ამ გულის წუხილსა და მიხვდეს, რომ ღმერთი მით უწოდებს მას, შეატყობინებს თვისსა მზ...
იხილეთ სრულად
ხშირად მოხდება, რომელ ზოგიერთი კაცი, ანუ ქალი, შესწუხდება, იგრძნობს ცუდსა თვისსა მდგომარეობას; გარნა, სამწუხაროდ, ნაცვლად მისა, რომ მიაქციოს ყურადღება ამ გულის წუხილსა და მიხვდეს, რომ ღმერთი მით უწოდებს მას, შეატყობინებს თვისსა მზრუნველობასა და მოითხოვს მისგან მოქცევასა, იგი ანუ ძალით დააჩუმებს თვისსა სინიდისსა, ანუ მალე გაერთვის კვალადვე უწინდელთა ცოდვათა შინა
ნეტარნამ ამან მარიამ მეგვიპტელმან მოგვცა ჩვენ მაღალი და საკვირველი სახე ლოცვისა და მონანებისა. მისი უწინდელი სიცოდვე და უწმინდრება, მერმე გასაოცარი მოცევა და მონანება, ბოლოს განსაკვირველი სულიერი მოღვაწება დიდსა ნუგეშსა მისცემს ყო...
იხილეთ სრულად
ნეტარნამ ამან მარიამ მეგვიპტელმან მოგვცა ჩვენ მაღალი და საკვირველი სახე ლოცვისა და მონანებისა. მისი უწინდელი სიცოდვე და უწმინდრება, მერმე გასაოცარი მოცევა და მონანება, ბოლოს განსაკვირველი სულიერი მოღვაწება დიდსა ნუგეშსა მისცემს ყოველთა ღვთის მოყვარეთა კაცთა.
ადვილი არ არის აღსრულება ესრეთთა პირობათა; გარნა მაცხოვარმან არა თუ სიტყვით გვითხრა იგინი, არამედ საკუთარი მაგალითი და სახე მოგვცა მას შინა. მან თვით დაივიწყა ჩვენთვის თავი თვისი, მან აიღო მძიმე და საშინელი მისი ჯვარი და აღიტანა ი...
იხილეთ სრულად
ადვილი არ არის აღსრულება ესრეთთა პირობათა; გარნა მაცხოვარმან არა თუ სიტყვით გვითხრა იგინი, არამედ საკუთარი მაგალითი და სახე მოგვცა მას შინა. მან თვით დაივიწყა ჩვენთვის თავი თვისი, მან აიღო მძიმე და საშინელი მისი ჯვარი და აღიტანა იგი გოლგოთას მთასა ზედა და მას ზედა დამსჭვალა ყოველი ამ სოფლის ცოდვა; მაშასადამე, სიტყვით აღგვიხსნის იგი მცნებასა, სახით გვაჩვენებს მისსა აღსრულებასა და ბოლოს სულიერითა შემწეობითა მადლისათა აღგვიმსუბუქებს აღსრულებასა მისს...
აჰა, ძმანო, სამი იგი პირობა, რომელსა გამოუცხადებს მაცხოვარი მისთა მოწაფეთა. მცირესა რაიმეს კი არ მოითხოვს იგი ჩვენგან: იგი მოითხოვს პირველად, რათა უარვყოთ თავი ჩვენი, დავთრგუნოთ ჩვენი დახსნილი, დაცემული ბუნება, განვაძოთ ყოველი, რა...
იხილეთ სრულად
აჰა, ძმანო, სამი იგი პირობა, რომელსა გამოუცხადებს მაცხოვარი მისთა მოწაფეთა. მცირესა რაიმეს კი არ მოითხოვს იგი ჩვენგან: იგი მოითხოვს პირველად, რათა უარვყოთ თავი ჩვენი, დავთრგუნოთ ჩვენი დახსნილი, დაცემული ბუნება, განვაძოთ ყოველი, რაიცა არის ჩვენში ბოროტი, ავი, ცოდვილი; მეორედ, მხნედ და მზად ვიყვნეთ მოთმენად ყოვლისა განსაცდელისა და სიმძიმისა სჯულის აღსრულებასა შინა და ბოლოს მარადის, დაუცხრომელად ვიდოდეთ შემდგომად მისსა, ესე იგი ვიყვნეთ წარამატებასა ...
ვითარცა მონა იგი ხსენებული იგავსა შინა მაცხოვრისასა ტალანტთა ზედა, რომელმან მიიღო მხოლოდ ერთი ტალანტი და არ განამრავლა იგი, არამედ შთაფლა მიწასა და ბოლოს დაჰკარგა იგიცა ერთი და იქმნა დასჯილ. ეგრეთვე სულიცა ჩვენი, უკეთუ არა ცდილობს...
იხილეთ სრულად
ვითარცა მონა იგი ხსენებული იგავსა შინა მაცხოვრისასა ტალანტთა ზედა, რომელმან მიიღო მხოლოდ ერთი ტალანტი და არ განამრავლა იგი, არამედ შთაფლა მიწასა და ბოლოს დაჰკარგა იგიცა ერთი და იქმნა დასჯილ. ეგრეთვე სულიცა ჩვენი, უკეთუ არა ცდილობს წარმატებასა, არა ცდილობს, რომ თანდათან შეიქმნეს უმჯობესი და უმახლობელესი ქრისტესა, ბოლოს მოაკლდება მადლსაცა მისსა და იქმნება დასჯილ.