წმიდა იყო და სულის წმიდისაგან განათლებული მოციქული პავლე; რაღა საჭირო იყო მისთვის ჯვარის ზიდვა? გარნა რას მოგვითხრობს, იგი ჩვენდა განსაკვირვებლად? მოგვითხრობს, რომ მას სჭირდა ერთი საშინელი სნეულება, რომელი ფრიად სტანჯვიდა სხეულსა ...
იხილეთ სრულად
წმიდა იყო და სულის წმიდისაგან განათლებული მოციქული პავლე; რაღა საჭირო იყო მისთვის ჯვარის ზიდვა? გარნა რას მოგვითხრობს, იგი ჩვენდა განსაკვირვებლად? მოგვითხრობს, რომ მას სჭირდა ერთი საშინელი სნეულება, რომელი ფრიად სტანჯვიდა სხეულსა მისსა. სამჯერ მხურვალედ ევედრა ღმერთსა, რათა განათავისუფლოს იგი მისგან, გარნა რა უპასუხა ღმერთმან? – „საკმაო არს შენდა მადლი იგი ჩემი, რომელი მოგეც; ძალი ჩემი უძლურებასა შინა აღსრულდება“. და ესრეთ არ ისმინა ლოცვა მისი.
ღმერთმან ყოველს კაცს თავისი ჯვარი დაუნიშნა: ერთს სიღარიბე, მეორეს სნეულობა; ზოგს სიკვდილი მოყვასთა, სხვას უსამართლოება მსაჯულთა. გარნა თუ კაცმან ჭეშმარიტად უარჰყო თავი თვისი და შეუდგა ქრისტესა, მაშინ არა თუ სიღარიბე და იწროება, არ...
იხილეთ სრულად
ღმერთმან ყოველს კაცს თავისი ჯვარი დაუნიშნა: ერთს სიღარიბე, მეორეს სნეულობა; ზოგს სიკვდილი მოყვასთა, სხვას უსამართლოება მსაჯულთა. გარნა თუ კაცმან ჭეშმარიტად უარჰყო თავი თვისი და შეუდგა ქრისტესა, მაშინ არა თუ სიღარიბე და იწროება, არამედ თვით დიდი პატივი და მაღალი ხარისხიცა გარდაიქცევა მისთვის ჯვარად. რა სახით? ესრეთ, რომელ იგი პატივსა მისსა და დიდსა ხარისხსა მოიხმარს არა თავის განსაცხრომელად და სანუგეშოდ, არამედ ღვთისმსახურებისათვის; იგი შეიყვარებს...
ყოველი იგი მოღვაწება, განსაცდელი, მწუხარება, იწროება, რომელი შეგემთხვევა შენ, მიმავალსა შემდგომად ქრისტესა, უკეთუ იგინი მიიღე სიმდაბლით და მოითმინე სულგრძელებით, მიგეთვლება შენ ვითარცა ქრისტეს ჯვარის ზიდვა.
ჯვარი, ძმანო ქრისტიანენო, ძველსა დროებასა შინა იყო ის მახვილი, რომლითაცა დასჯიდნენ სჯულის გარდამხდომელთა კაცთა. ჯვარის აღება, ანუ ჯვარის ზიდვა საღმრთო წერილის ენაზედ ნიშნავს ყოველსა მას შრომასა, იწროებასა, ჭირსა და განსაცდელსა, რო...
იხილეთ სრულად
ჯვარი, ძმანო ქრისტიანენო, ძველსა დროებასა შინა იყო ის მახვილი, რომლითაცა დასჯიდნენ სჯულის გარდამხდომელთა კაცთა. ჯვარის აღება, ანუ ჯვარის ზიდვა საღმრთო წერილის ენაზედ ნიშნავს ყოველსა მას შრომასა, იწროებასა, ჭირსა და განსაცდელსა, რომელნი უნდა მოითმინოს ქრისტეს სჯულის აღმასრულებელმან კაცმან.
„რომელსა უნებს სულისა თვისისა განრინება, წარიწყმიდოს იგი“ (მარკ. 8.35) – იტყვის უფალი სახარებასა შინა. თუ დაგეზარა, ძმაო, შრომა, მოღვაწება, თავის უარისყოფა, თუ გსურს განრინება ყოველთა ამათ სიმძიმეთაგან, მაშინ შენ წარსწყმედ სულსა შ...
იხილეთ სრულად
„რომელსა უნებს სულისა თვისისა განრინება, წარიწყმიდოს იგი“ (მარკ. 8.35) – იტყვის უფალი სახარებასა შინა. თუ დაგეზარა, ძმაო, შრომა, მოღვაწება, თავის უარისყოფა, თუ გსურს განრინება ყოველთა ამათ სიმძიმეთაგან, მაშინ შენ წარსწყმედ სულსა შენსა. ხოლო თუ გსურს ცხოვნება, დაიწყე საქმე მით, რომ წარწყმიდო შენ შორის ყოველი, რაიცა არის შენდა სასიამოვნო და მზაკვარი: „რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისა, მან აცხოვნოს იგი“ (მარკ. 8. 35)
„არა არს კურნება ხორცთა ჩემთა, პირისაგან რისხვისა შენისა; არა არს მშვიდობა ძვალთა ჩემთა, პირისაგან ცოდვათა ჩემთასა. უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და ტვირთი მძიმე დამიმძიმდა ჩემზედა. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პ...
იხილეთ სრულად
„არა არს კურნება ხორცთა ჩემთა, პირისაგან რისხვისა შენისა; არა არს მშვიდობა ძვალთა ჩემთა, პირისაგან ცოდვათა ჩემთასა. უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და ტვირთი მძიმე დამიმძიმდა ჩემზედა. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა; დავგლახაკდი და დავმდაბდი ფრიად, თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგვემთაგან“ – ესრეთ ხმობდა ოდესმე დავით წინასწარმეტყველი. თუ დავით წინასწარმეტყველი ამას იტყოდა თავის თავზე, რაღა უნდა ვსთქვათ ჩვენ, ას...
რომ შეგეძლოს, ძმაო, განხილვა გულისა და სულისა შენისა, რაოდენსა ცოდვასა, რა გვარსა უწმინდურებასა და რავდენ მყრალას ტალახსა ნახავ შენ შორის. არა თუ გაამტყუნებ, არმედ კიდეც მოიძულებ თავსა შენსა, თუ შეგეძლოს ერთის მხრით გაშინჯვა შენთა...
იხილეთ სრულად
რომ შეგეძლოს, ძმაო, განხილვა გულისა და სულისა შენისა, რაოდენსა ცოდვასა, რა გვარსა უწმინდურებასა და რავდენ მყრალას ტალახსა ნახავ შენ შორის. არა თუ გაამტყუნებ, არმედ კიდეც მოიძულებ თავსა შენსა, თუ შეგეძლოს ერთის მხრით გაშინჯვა შენთა ცუდთა თვისებათა და მიდრეკილებათა და მეორეს მხრით წარმოდგენა იმ სიწმინდისა და სათნოებისა, რომელსა ღმერთი ითხოვს შენგან.
ქრისტიანე, მსურველი შემდგომად ქრისტეს სვლისა, ისე ფიცხელად და უწყალოდ უნდა ეპყრობოდეს თავის თავს, როგორც მტერი ეპყრობა მტერსა. მტერი რომ დაიწყებს თავის მტრის მოქმედების განხილვასა, არა თუ დამალავს მისსა ცოდვასა და ნაკლულევანებასა,...
იხილეთ სრულად
ქრისტიანე, მსურველი შემდგომად ქრისტეს სვლისა, ისე ფიცხელად და უწყალოდ უნდა ეპყრობოდეს თავის თავს, როგორც მტერი ეპყრობა მტერსა. მტერი რომ დაიწყებს თავის მტრის მოქმედების განხილვასა, არა თუ დამალავს მისსა ცოდვასა და ნაკლულევანებასა, არამედ ცდილობს, რომ დაუმატოს და გაადიდოს იგი. სწორეთ ამ სახით ექცევა ჭეშმარიტი ქრისტიანე სულსა თვისსა. თუ კეთილი და სათნო რაიმე ჰქმნა, ეს მან აღასრულა ღვთის მადლითა და შეწევნითა და არა თვისითა ძალითა. თავის ძალით მას არ...
კაცმა, რომელსა სურს შემდგომად ქრისტეს სვლა, ქრისტეს სჯულის აღსრულება, ყოველი თვისი სულიერი ცხოვრება და მოქმედება უნდა დაამყაროს თავის უარის ყოფაზე. მან მოღვაწება და სულიერი შრომა მით უნდა დაიწყოს, რომ გააძოს გულისა თვისისაგან ყოვე...
იხილეთ სრულად
კაცმა, რომელსა სურს შემდგომად ქრისტეს სვლა, ქრისტეს სჯულის აღსრულება, ყოველი თვისი სულიერი ცხოვრება და მოქმედება უნდა დაამყაროს თავის უარის ყოფაზე. მან მოღვაწება და სულიერი შრომა მით უნდა დაიწყოს, რომ გააძოს გულისა თვისისაგან ყოველი თავის მოყვარება, თავი თვისი დაიწუნოს და გაამტყუნოს.
ქრისტიანულსა თავის დაწუნებას და თავის უარიყოფას დიდი განსხვავება აქვს ხორციელისა ანუ სოფლიურის თავის უარის ყოფისაგან. შეიძლება და ხშირად მოხდება, რომ სოფლის საქმეში, ამ ქვეყნის ცხოვრებაში კაცმა თავი გამოიმეტოს მხოლოდ სოფლიური ანგა...
იხილეთ სრულად
ქრისტიანულსა თავის დაწუნებას და თავის უარიყოფას დიდი განსხვავება აქვს ხორციელისა ანუ სოფლიურის თავის უარის ყოფისაგან. შეიძლება და ხშირად მოხდება, რომ სოფლის საქმეში, ამ ქვეყნის ცხოვრებაში კაცმა თავი გამოიმეტოს მხოლოდ სოფლიური ანგარიშისათვის, მოგებისათვის; მაგალითებრ, ვაჭარი კაცი არ ზოგავს თავის თავს სიმდიდრისა და მოგებისათვის. გარნა ქრისტიანე არა სოფლიური ანგარიშით იქმნება თავის თავის უარის მყოფელი.