თავის გამტყუნება, უარის ყოფა, ამ სოფლიურის ცხოვრების წარატებისათვისაც არის საჭირო და სასარგებლო. გარნა ქრისტიანულის ცოხვრებისათვის კიდევ სხვანაირი თავის უარისყოფა არის საჭირო, უმაღლესი და უწმინდესი.
რა სახით უნდა გამოიცვალოს კაცმან თავი თვისი; რა სახით შეუძლია მას გაკეთდეს და გაიმართოს, თუ კი მას უყვარს თვისი ცოდვა და თვისი ნაკლულევანება.
link
უმაღლესი ხარისხი უგუნურებისა ის არის, როდესაც კაცს არა თუ მხოლოდ ის მოსწონს, რაც მის შორის არის კარგი და მოსაწონი (გონიერი კაცი ამასაც არ იქმს), არამედ ისიც მოსწონს, რაც არის მის შორის ცუდი, მავნებელი და სასირცხო. ძნელად დაიჯერებს...
იხილეთ სრულად
უმაღლესი ხარისხი უგუნურებისა ის არის, როდესაც კაცს არა თუ მხოლოდ ის მოსწონს, რაც მის შორის არის კარგი და მოსაწონი (გონიერი კაცი ამასაც არ იქმს), არამედ ისიც მოსწონს, რაც არის მის შორის ცუდი, მავნებელი და სასირცხო. ძნელად დაიჯერებს ამას კაცი, გარნა გამოცდილება ამტკიცებს, რომელ ზოგიერთ კაცს სწორედ თვისი უგუნურება მოსწონს.
link
აბა დააკვირდი უგუნურის კაცის თვისებას: უგუნური კაცი სწორეთ მით არის უგუნური, რომელ მას თავის თავი მოსწონს, იგი ძლიერ კმაყოფილი არის თავის თავისა, მას თავი თვისი უყვარს, მას თავი თვისი ერთ დიდ რამედ მიაჩნია; მისი უგუნური თავის მოყვ...
იხილეთ სრულად
აბა დააკვირდი უგუნურის კაცის თვისებას: უგუნური კაცი სწორეთ მით არის უგუნური, რომელ მას თავის თავი მოსწონს, იგი ძლიერ კმაყოფილი არის თავის თავისა, მას თავი თვისი უყვარს, მას თავი თვისი ერთ დიდ რამედ მიაჩნია; მისი უგუნური თავის მოყვარება მას მარადის აცთუნებს, უმალავს თვისსა სიცუდესა და არ უმხელს თვისსა სიბოროტესა.
link
გონიერ და ჭკვიან კაცს ის თვისება აქვს, რომ იგი თითქმის არასოდეს არ არის კმაყოფილი თავის თავისა, არამედ თვითონვე თავის თავს მარადის ამტყუნებს, აფრთხილებს, აღვიძებს; თუ გინდ რომელიმე საქმე კარგად გააკეთოს, მაინც არ დაკმაყოფილდება, ა...
იხილეთ სრულად
გონიერ და ჭკვიან კაცს ის თვისება აქვს, რომ იგი თითქმის არასოდეს არ არის კმაყოფილი თავის თავისა, არამედ თვითონვე თავის თავს მარადის ამტყუნებს, აფრთხილებს, აღვიძებს; თუ გინდ რომელიმე საქმე კარგად გააკეთოს, მაინც არ დაკმაყოფილდება, არამედ ცდილობს, რომ მერმე უკეთესად გააკეთოს. ხოლო, ვინც კმაყოფილია თავის ხასიათისა, ვისაც მოსწონს თვისი ყოფაქცევა, იგი მალე დაიძინებს; მას აღარ ექნება საშუალება, რომ წინ წავიდეს, უმჯობესი შეიქმნეს
თავის უარყოფა, თავის გამტყუნება და თავის დაწუნება არის საჭირო კაცისათვის, არათუ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულებასა შინა, არამედ თვით ყოველთა ამ სოფლის საქმეთა და შრომათა წარმატებისათვის. მას ზედ არის დაფუძნებული წინწასვლა, გაუმჯობე...
იხილეთ სრულად
თავის უარყოფა, თავის გამტყუნება და თავის დაწუნება არის საჭირო კაცისათვის, არათუ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულებასა შინა, არამედ თვით ყოველთა ამ სოფლის საქმეთა და შრომათა წარმატებისათვის. მას ზედ არის დაფუძნებული წინწასვლა, გაუმჯობესობა ყოველს საქმეში, ყოველს შრომაში, არა თუ მხოლოდ კერძო პირისა, არამედ მრთელის საზოგადოებისა, და მრთელისა ქვეყანისა. ყოველმა ჭკვიანმა და გამოცდილმა კაცმა იცის, რომელ უკეთუ ზოგიერთთა კაცთა და ზოგიერთთა საზოგადოებათა აქვთ...
რა არის თავის უარისყოფა? იგი არის პირველად თავის დაწუნება, ანუ თავის გამტყუნება. როდესაც კაცი თავის საკუთარი ჭკუით მიიქცევა თავის თავისაკენ, პირუთვნელად გამოიკვლევს თვისსა ხასიათსა, ცხადად დაინახავს თვისსა სიცუდესა და ნაკლულევანებ...
იხილეთ სრულად
რა არის თავის უარისყოფა? იგი არის პირველად თავის დაწუნება, ანუ თავის გამტყუნება. როდესაც კაცი თავის საკუთარი ჭკუით მიიქცევა თავის თავისაკენ, პირუთვნელად გამოიკვლევს თვისსა ხასიათსა, ცხადად დაინახავს თვისსა სიცუდესა და ნაკლულევანებას, მერმე თვითონვე გაამტყუნებს თავის თავსა, თვითონვე მოიძულებს თვისთა ცუდთა ხასიათთა და ჩვეულებათა, და ბოლოს მტკიცედ გარდასწყვეტს თავის გულში მოსპოს იგინი, გაიმართოს თავი თვისი და არასოდეს აღარ აჰყვეს თვისსა ცუდსა ხასიათ...
რა დიდსა და სასარგებლო მცნებასა გვაძლევს ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8. 34). ესე იგი, რომელსა სურს ქრისტიანობა, ...
იხილეთ სრულად
რა დიდსა და სასარგებლო მცნებასა გვაძლევს ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8. 34). ესე იგი, რომელსა სურს ქრისტიანობა, ანუ ქრისტეს მოწაფედ ყოფნა, მას არ უნდა ჰქონდეს თავის მოყვარება, მან თავი თვისი უნდა გამოიმეტოს და ვიდოდეს შემდგომად ქრისტესა, ქრისტეს ნებას აღასრულებდეს და არა თავის ნებასა.
გამოცდილება გვასწავლის ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ფესვი ყოველთა სულიერთა ადამიანის ცოდვათა და ნაკლულევანებათა არის მისი უგუნური თავის მოყვარება, ანუ თავის მოწონება; ხოლო წყარო ყოველთა მაღალთა სათნოებათა და დიდთა საქმეთა არის თ...
იხილეთ სრულად
გამოცდილება გვასწავლის ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ფესვი ყოველთა სულიერთა ადამიანის ცოდვათა და ნაკლულევანებათა არის მისი უგუნური თავის მოყვარება, ანუ თავის მოწონება; ხოლო წყარო ყოველთა მაღალთა სათნოებათა და დიდთა საქმეთა არის თავის უარყოფა, ანუ თავის გამომეტება.
შენ, ძმაო მორწმუნეო, სცან რა დიდი საუნჯე არის სარწმუნოება ღვთისა. გარნა სარწმუნოებასა ვიტყვი არა უქმსა და მკვდარსა, არამედ ცხოველსა, არა იმ სარწმუნოებასა, რომელი გულსა შინა უმრავლესთა აწინდელთა ქრისტიანეთასა სამწუხაროდ არის უნაყოფ...
იხილეთ სრულად
შენ, ძმაო მორწმუნეო, სცან რა დიდი საუნჯე არის სარწმუნოება ღვთისა. გარნა სარწმუნოებასა ვიტყვი არა უქმსა და მკვდარსა, არამედ ცხოველსა, არა იმ სარწმუნოებასა, რომელი გულსა შინა უმრავლესთა აწინდელთა ქრისტიანეთასა სამწუხაროდ არის უნაყოფო და უძრავი, არამედ იმ სარწმუნოებისა, რომელი მარადის მოქმედებს და მუშაობს კაცის გულში, რომელი არ დააძინებს კაცს, არ მოუსვენებს, მარადის აფრთხილებს მას, ხან შეაწუხებს სინიდისის მხილებითა, ხან გაახარებს; მარადის ებრძვის, ა...