იქნება თვით შენც გამოგიცდია ხშირად, ძმაო, რომელ ოდესცა შთავარდნილხარ რომელსამე დიდსა შეცდომასა შინა ანუ ცოდვასა, შენვე მოგწყენია შენი თავი, შენვე გიყვედრებია მისთვის და გირცხვენია. ესრეთი გრძნობა ყოველთვის უნდა ჰქონდეს კაცსა; მას ...
იხილეთ სრულად
იქნება თვით შენც გამოგიცდია ხშირად, ძმაო, რომელ ოდესცა შთავარდნილხარ რომელსამე დიდსა შეცდომასა შინა ანუ ცოდვასა, შენვე მოგწყენია შენი თავი, შენვე გიყვედრებია მისთვის და გირცხვენია. ესრეთი გრძნობა ყოველთვის უნდა ჰქონდეს კაცსა; მას ყოველთვის უნდა სძულდეს თვისი სიცოდვე, სისაწყლე, სიბოროტე; ყოველთვის უნდა ჰქონდეს წინაშე თვალთა თვისი უღირსება და მოიძულოს ყოველი, რაცა არს ბუნებასა მისსა სიცუდე. ეს არის თავის უარისყოფა
მოგვითხრობენ კაცნი გამოცდილნი, რომელ ზოგთა სჯულის გარდამხდომთა და უმეტესად კაცის მკვლელთა სინიდისი ასრე სასტიკად ჰქენჯნის, რომელ მათ სრულიად მოსძულდება თავი მათი და თვით იგინივე გამოითხოვენ მსაჯულთაგან, ვითარცა ერთსა დიდსა მოწყალე...
იხილეთ სრულად
მოგვითხრობენ კაცნი გამოცდილნი, რომელ ზოგთა სჯულის გარდამხდომთა და უმეტესად კაცის მკვლელთა სინიდისი ასრე სასტიკად ჰქენჯნის, რომელ მათ სრულიად მოსძულდება თავი მათი და თვით იგინივე გამოითხოვენ მსაჯულთაგან, ვითარცა ერთსა დიდსა მოწყალებასა, რათა მალე მისცენ იგინი სასჯელსა სიკვდილისასა.
ჭკუა ცოდვილისა კაცისა არის დაბნელებული და დამონებული ცოდვასა, რომელ ცოდვა ხშირად გარდაექცევა მას ჩვეულებად; არამედ იგი ხშირად გარდაექცევა მეორე ბუნებად; იგი მიიღებს ბუნებაზედ უდიდესსა ძალასა და შეჰკრავს კაცსა განუწყვეტელითა საკვრე...
იხილეთ სრულად
ჭკუა ცოდვილისა კაცისა არის დაბნელებული და დამონებული ცოდვასა, რომელ ცოდვა ხშირად გარდაექცევა მას ჩვეულებად; არამედ იგი ხშირად გარდაექცევა მეორე ბუნებად; იგი მიიღებს ბუნებაზედ უდიდესსა ძალასა და შეჰკრავს კაცსა განუწყვეტელითა საკვრელითა.
გული კაცისა ცოდვისაგან ესრეთ არის გარყვნილი, რომელ იგი ხშირად ნაცვლად მისა, რომ დაუშალოს კაცსა ცოდვა და მოაძულოს იგი, იწყებს მიზეზებად, ესე იგი მოიგონებს მზაკვართა და ცრუთა თავის შესანდობელთა და გასამართლებელთა მიზეზთა და მით დაად...
იხილეთ სრულად
გული კაცისა ცოდვისაგან ესრეთ არის გარყვნილი, რომელ იგი ხშირად ნაცვლად მისა, რომ დაუშალოს კაცსა ცოდვა და მოაძულოს იგი, იწყებს მიზეზებად, ესე იგი მოიგონებს მზაკვართა და ცრუთა თავის შესანდობელთა და გასამართლებელთა მიზეზთა და მით დაადუმებს სინიდისსა.
თუ საჭიროებამ და შემთხვევამ მოითხოვა, შენ უნდა მოიძულო არა თუ ყოველი ამ სოფლის კავშირი, არამედ სულიცა შენი, ესე იგი სიცოცხლე შენი. რისთვის მოითხოვს მაცხოვარი ჩვენგან ესრეთსა შემაძრწუნებელსა თავის უარყოფასა? რისთვის არის საჭირო, რო...
იხილეთ სრულად
თუ საჭიროებამ და შემთხვევამ მოითხოვა, შენ უნდა მოიძულო არა თუ ყოველი ამ სოფლის კავშირი, არამედ სულიცა შენი, ესე იგი სიცოცხლე შენი. რისთვის მოითხოვს მაცხოვარი ჩვენგან ესრეთსა შემაძრწუნებელსა თავის უარყოფასა? რისთვის არის საჭირო, რომ კაცმა არამც თუ თავი უნდა უარყოს, არამედ თითქმის უნდა მოიძულოს სული თვისი? მისთვის ძმაო, რომ ცოდვა და ბოროტება ერთობ ღრმად არის შთანერგული დაცემულსა ბუნებას შინა კაცისასა, ესრეთ რომელ კაცსა ბუნებითსა, ესე იგი არა წარწყმ...
ამისათვის ნუ გაგიკვირდება, ძმაო, ოდეს გესმის საღმრთო წერილისაგან არა თუ ეს უბრალო ბრძანება თავის უარისყოფისა, არამედ ამაზედ კიდევ უფიცხელესი სიტყვა: „რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამა თვისი, და ცოლი და შვილნი, და ძმანი და დ...
იხილეთ სრულად
ამისათვის ნუ გაგიკვირდება, ძმაო, ოდეს გესმის საღმრთო წერილისაგან არა თუ ეს უბრალო ბრძანება თავის უარისყოფისა, არამედ ამაზედ კიდევ უფიცხელესი სიტყვა: „რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამა თვისი, და ცოლი და შვილნი, და ძმანი და დანი და მერმე კვალად სულიცა თვისი, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“ (ლუკ. 14.23). აჰა, რა ზომადმდე უნდა მიაღწიოს თავის უარისყოფამან.
მცირე საქმე მცირესა თავის უარის ყოფასა მოითხოვს, დიდი საქმე დიდსა. და ვინაიდგან შემდგომად ქრისტეს სვლა ანუ ქრისტეს სჯულის აღსრულება არის ყოველთა საქმეთა უსაჭიროესი, უდიდესი და უძნელესი. მაშასადამე, არსად არ დასჭირდება კაცს ისრე თ...
იხილეთ სრულად
მცირე საქმე მცირესა თავის უარის ყოფასა მოითხოვს, დიდი საქმე დიდსა. და ვინაიდგან შემდგომად ქრისტეს სვლა ანუ ქრისტეს სჯულის აღსრულება არის ყოველთა საქმეთა უსაჭიროესი, უდიდესი და უძნელესი. მაშასადამე, არსად არ დასჭირდება კაცს ისრე თავის უარისყოფა, ვითარცა ამ საქმეში.
მაგალითებრ, როდესაც ჭაბუკი იწყებს წიგნის სწავლასა, უკეთუ მან არა უარჰყო თავისი საკუთარი ნება და ჭკუა და არ დაემოჩილა მასწავლებელსა მისსა, იგი ვერაფერს ვერ ისწავლის; როდესაც მხედარი არის ბრძოლასა შინა, სრულიად უნდა უარჰყოს თავი თვი...
იხილეთ სრულად
მაგალითებრ, როდესაც ჭაბუკი იწყებს წიგნის სწავლასა, უკეთუ მან არა უარჰყო თავისი საკუთარი ნება და ჭკუა და არ დაემოჩილა მასწავლებელსა მისსა, იგი ვერაფერს ვერ ისწავლის; როდესაც მხედარი არის ბრძოლასა შინა, სრულიად უნდა უარჰყოს თავი თვისი იმ ზომად, რომელ ერთითა მეუფროსის ბრძანებითა სიცოცხლე თვისი აღარ დაზოგოს; კაცი, რომელი არის სამოქალაქო სამსახურსა შინა, უკეთუ არა უარჰყო თავი თვისი და სრულიად არ დაემორჩილა სჯულის ბრძანებასა, არამედ იწყო ყოვლის საქმის ...
პირველი პირობა, რომელსა მოითხოვს უფალი ჭეშმარიტისა თვისისა მოწაფისაგან, არის თავის უარყოფა: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავ თავი თვისი“ (მარკ. 8.34). სოფელსა ამის მოყვარესა ფრიად განუკვირდება და ეწყინებაცა, ოდეს მას...
იხილეთ სრულად
პირველი პირობა, რომელსა მოითხოვს უფალი ჭეშმარიტისა თვისისა მოწაფისაგან, არის თავის უარყოფა: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავ თავი თვისი“ (მარკ. 8.34). სოფელსა ამის მოყვარესა ფრიად განუკვირდება და ეწყინებაცა, ოდეს მას ესმის ესრეთი მცნება იესო ქრისტესი; გარნა თავის უარის ყოფა არის ისრეთი მიუცილებელი პირობა, რომელ თვინიერ მისა არამცა თუ შემდგომად ქრისტეს სვლა ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანობა არ შეიძლება, არამედ არცა ერთი ამ სოფლის სასარგებლო ...
იქნება ვინმემ მითხრას: ვის შეუძლია მარადის იფიქროს მხოლოდ სულისა თვისისათვის. კაცს აქვს მრავალი ხორციელი საჭიროება; მან თვისი თავი უნდა არჩინოს და შეინახოს და თუ იფიქრა მხოლოდ ლოცვასა და მოღვაწებისათვის, როგორღა შეუძლიან თავი ირჩი...
იხილეთ სრულად
იქნება ვინმემ მითხრას: ვის შეუძლია მარადის იფიქროს მხოლოდ სულისა თვისისათვის. კაცს აქვს მრავალი ხორციელი საჭიროება; მან თვისი თავი უნდა არჩინოს და შეინახოს და თუ იფიქრა მხოლოდ ლოცვასა და მოღვაწებისათვის, როგორღა შეუძლიან თავი ირჩინოს? – სასუფეველი ღვთისა, ძმანო ჩემნო, სიტყვისაებრ მაცხოვრისა, ემსგავსება კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებდა კეთილთა მარგალიტთა და ჰპოვა რა ერთი ძვირფასი მარგალიტი, წარვიდა, გაჰყიდა ყოველი, რაიცა ჰქონდა და იყიდა მარგალიტი იგი...