წმ. ტიხონ ზადონელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ტიხონ ზადონელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ტიხონ ზადონელი | გამონათქვამები, ციტატები
მართალია, ჩვენი აზრით, მრავალნი კეთილდღეობაში ცხოვრობენ, მაგრამ, მაინც არ არსებობს ისეთი კეთილდღეობა, რომელსაც ავი დღეების სიმწარე არ ახლდეს.
ქრისტეს მოწინააღმდეგე ის არის, ვინც არათუ სწავლებით, არამედ ცხოვრებით ეწინააღმდეგება მის სიტყვას.
ვისაც სურს, იესოსთან ერთად მარადიული სასუფევლის მონაწილე იყოს, მან მონაწილეობა უნდა მიიღოს მის ვნებასა და მოთმინებაშიც.
ჯვარი და სხვადასხვა მწუხარება ქრისტიანული დროშაა, რომელთა ქვეშაც ქრისტიანი იბრძვის თავის მეფის - ჯვარცმულისათვის.
როგორც მრისხანება, ასევე ღვარძლი უზომო თავისმოყვარებისაგან იშვება, თავისმოყვარე ყველაფერში გამორჩენას, დიდებასა და პატივს ეძიებს. თუკი რაიმეში თავისი განზრახვისა და სურვილის საწინააღმდეგოს დაინახავს, შეცბება, ეწყინება და ურისხდება... იხილეთ სრულად
მოსმენილი ღვთის სიტყვა (მქადაგებლის ბაგიდან ან წაკითხული წმიდა წერილი) მეტად საზიანოდ გადაიქცევა იმისთვის, ვინც ისმენს და მისი მეშვეობით არ გამოსწორდება