სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ჩვეულებრივად, უკეთესად საუბრობენ ისინი, რომლებიც ნაკლებს ლაპარაკობენ
მხოლოდ ის ფლობს ბოლომდე სიტყვის მადლს, ვინც არც ერთ სიტყვას ამაოდ არ განაბნევს.
ხელიდან გაგდებულ ქვაზე უკვე აღარ გაქვს ძალაუფლება; ისევე როგორც, თითოეულ დაუფიქრებელ სიტყვაზე, ჩვენი ბაგეებიდან რომ გამოფრინდა.
ნათქვამ სიტყვას უკან ვერ დააბრუნებ: ვიდრე არ წარმოგითქვამს იგი, მისი ბატონი ხარ; ხოლო როცა წარმოთქვამ, იგია შენი ბატონი.
ერთხელ გამოფრენილი სიტყვის უკან დაბრუნება შეუძლებელია
მკაცრად დააკვირდი შენს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, შემდეგ არ ინანო
ო, რაოდენ ცოტაა ისეთი საუბრები, თვით მათი მხრიდან, ვინც საქადაგებლადაა მოწოდებული, რისთვისაც პასუხისგება მოუწევთ!
გაუაზრებლად წარმოთქმული ერთი სიტყვა ხანდახან საკმარისი ხდება, რომ უბედურება გვეწვიოს.
არ არსებობს ერთნაირი სიტყვა და ერთნაირი დრო: ზოგიერთი სიტყვა ზოგიერთ დროს ხმალზე უარესია.
სიტყვა ისარი არაა, მაგრამ ხშირად ისარზე მტკივნეულად ესობა გულში