სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
როდესაც ჭკვიან კაცს რაიმეს თქმა სურს, იგი ჯერ დაფიქრდება და საკუთარ თავში გააანალიზებს და უკვე შემდეგ იტყვის; სულელი - პირიქით: ჯერ ლაპარაკობს, ხოლო შემდეგ უკვე ფიქრობს იმაზე, რაც თქვა.
ქრისტიანო, "ნუ გისწრებს ენა" (ეკლ. 5, 1) მიეცი თავს საშუალება, გააანალიზოს, სასიკეთო იქნება თუ არა შენთვის და სხვებისთვის სიტყვა, რომელსაც შენ შობ სამყაროში და რომელიც, როგორი მცირე და უმნიშვნელოც არ უნდა ჩანდეს, უკანასკნელ სამსჯა... იხილეთ სრულად
არავითარ შემთხვევაში არ გაფლანგო სიტყვა უგუნურად, სიტყვის შექმნილი შემოქმედებითი სიტყვაა!
ის კი არაა ბრძენი, ვინც ბევრს ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც იცის დრო, თუ როდის უნდა ილაპარაკოს. გონებით დადუმდი, გონებითვე ილაპარაკე.
ნუ აყოვნებ კეთილი რჩევისა და სასარგებლო დარიგების მოსმენას, მაგრამ ნუ იჩქარებ, თავად ურჩიო და დაარიგო (ზირ. 5, 13).
ბევრი არ ილაპარაკო: ბრძენი ბევრს არ ლაპარაკობს. ბევრი კაპარაკით შეუძლებელია არ სცოდო. უნდა ეცადო, რომ ილაპარაკო ცოტა და დროულად, სწორედ მაშინ, როდესაც ხედავ, რომ დუმილი უსარგებლოა. მოკლედ, არც მაშინ ილაპარაკო, როცა არ იცი.