თუ საღმრთო სჯული არ გააღვიძებს კაცს, კაცი არასოდეს არ მოერიდება ცოდვასა და არ იმეცადინებს სათნოებისათვის, აქედან გამოდის, რომ საღვთო სჯული მიუცილებლად საჭირო არის ყოვლისა კაცისათვის; თვინიერ საღმრთოისა სჯულისა, მას არც ცოდვის შიში...
იხილეთ სრულად
თუ საღმრთო სჯული არ გააღვიძებს კაცს, კაცი არასოდეს არ მოერიდება ცოდვასა და არ იმეცადინებს სათნოებისათვის, აქედან გამოდის, რომ საღვთო სჯული მიუცილებლად საჭირო არის ყოვლისა კაცისათვის; თვინიერ საღმრთოისა სჯულისა, მას არც ცოდვის შიში და მორიდება ექმნება, მაშასადამე იგი დაჰკარგავს კაცობრიობას და ემსგავსება პირუტყვს.
თუ მორწმუნე ვარ, ჭკუა მეტყვის: ყოველი მოითმინე, სათნოება შეიძინე, აქაური ცხოვრება მოკლე არის, იქ ღმერთი მაგიერს მოგაგებს; თუ ურწმუნო ვარ, ჭკუა ასე მეტყვის: ამ წუთისოფელში ვიდრემდის ხარ, ინუგეშე, სჭამე, სვი, მოკვდები და ყოველივე გა...
იხილეთ სრულად
თუ მორწმუნე ვარ, ჭკუა მეტყვის: ყოველი მოითმინე, სათნოება შეიძინე, აქაური ცხოვრება მოკლე არის, იქ ღმერთი მაგიერს მოგაგებს; თუ ურწმუნო ვარ, ჭკუა ასე მეტყვის: ამ წუთისოფელში ვიდრემდის ხარ, ინუგეშე, სჭამე, სვი, მოკვდები და ყოველივე განქარდებაო. სინიდისი დაფუძვნებულია და ცხოველია მხოლოდ სარწმუნოებით; ვისაც არა აქვს სარწმუნოება, მას სინიდისიც ბნელი აქვს და ყრუ. სარწმუნოება და სიწმიდე საჭირო არის კაცისათვის.
ცოდვა ყოვლისა კაცისათვის უფრო ადვილია, ვიდრე სათნოება; ამაზე მას დაარწმუნებს თვით კაცის ბუნება, ვინაიდგან იგი ხედავს, რომ ბუნება მისი არის ფრიად მიდრეკილი ცოდვისადმი; თუ სარწმუნოებისა ჩემისაგან არა ვარ შეგონებული და გაღვიძებული, ...
იხილეთ სრულად
ცოდვა ყოვლისა კაცისათვის უფრო ადვილია, ვიდრე სათნოება; ამაზე მას დაარწმუნებს თვით კაცის ბუნება, ვინაიდგან იგი ხედავს, რომ ბუნება მისი არის ფრიად მიდრეკილი ცოდვისადმი; თუ სარწმუნოებისა ჩემისაგან არა ვარ შეგონებული და გაღვიძებული, რამ მაიძულოს მე, რამ შემაგონოს, რამ გამიღვიძოს ცოდვის მორიდება და სათნოების ძებნა? ის, რაც ჩემი ბუნებისათვის არის საამო და ტკბილი დავტოვო და ვეძიო ის, რომელიც არის ძნელი, მძიმე, რომელიც მოითხოვს ჩემგან დიდსა შრომასა, მოთ...
პირველი და უმთავრესი ჰაზრი, ანუ საბუთი ყოვლისა ურწმუნოებისა და განდრეკილისა კაცისა არის ესრეთი: ოღონდ მე კი კარგი, პატიოსანი და მართალი კაცი ვიყო საქმით და ყოფაქცევით, თორემ რაც გინდა მწამდეს ეს სულ ერთი არისო; ესე იგი, ამის მოლაპ...
იხილეთ სრულად
პირველი და უმთავრესი ჰაზრი, ანუ საბუთი ყოვლისა ურწმუნოებისა და განდრეკილისა კაცისა არის ესრეთი: ოღონდ მე კი კარგი, პატიოსანი და მართალი კაცი ვიყო საქმით და ყოფაქცევით, თორემ რაც გინდა მწამდეს ეს სულ ერთი არისო; ესე იგი, ამის მოლაპარაკე ამტკიცებს ვითომც შეიძლება, რომ სარწმუნოება ანუ ღვთის სჯული არ ჰქონდეს კაცსა, და ზნეობით, ანუ ყოფა–ქცევით კი იყოს წმიდა და სათნო. მაგრამ ვისაც არა აქვს ცხოველი სარწმუნოება, იგი ვერაოდეს ვერ შეიძენს წმიდასა ზნეობასა,...
განმრავლება ურწმუნოთა კაცთა, ჩვენ მოძღვართა თქვენთა, განგვაღვიძებს, რათა უმეტესთა ბეჯითობითა გასწავლიდეთ თქვენ და განგამტკიცებდეთ საღმრთოსა შინა სჯულსა.
ოდეს განმრავლდნენ კაცნი წინააღმდეგნი საღმრთოისა სჯულისა, რომელნი კადნიერად ბედავენ ცილობასა, და არათუ ცილობასა, არამედ თითქმის უარის ყოფასა უმთავრესთა მუხლთა ღვთისაგან მოღებულისა სჯულისათა. ესრეთსა გარემოებასა შინა ფრიად საჭირო და...
იხილეთ სრულად
ოდეს განმრავლდნენ კაცნი წინააღმდეგნი საღმრთოისა სჯულისა, რომელნი კადნიერად ბედავენ ცილობასა, და არათუ ცილობასა, არამედ თითქმის უარის ყოფასა უმთავრესთა მუხლთა ღვთისაგან მოღებულისა სჯულისათა. ესრეთსა გარემოებასა შინა ფრიად საჭირო და სასარგებლო არის, რომ წმიდამან ეკლესიამან აღამაღოს ხმა თვისი და ნათლად აღიაროს სწავლა ქრისტეს სჯულისა სანუგეშოდ ყოველთა ქრისტეს მოყვარეთა, ხოლო ყოველნი წინააღმდეგნი და განდრეკილნი ზარ-განხადოს საშინელითა ანათემითა. ამას ...
ნუ დაივიწყებ, რა პატიოსანს სასყიდელს აღუთქვამს ქრისტე მისთა აღმსარებელთა. რა დიდი არის და საკვირველი, რომ შენ წინაშე რაოდენთამე კაცთა აღიარო სახელი ქრისტესი მაშინ, ოდეს იგი აღგითქვამს შენ: „ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგ...
იხილეთ სრულად
ნუ დაივიწყებ, რა პატიოსანს სასყიდელს აღუთქვამს ქრისტე მისთა აღმსარებელთა. რა დიდი არის და საკვირველი, რომ შენ წინაშე რაოდენთამე კაცთა აღიარო სახელი ქრისტესი მაშინ, ოდეს იგი აღგითქვამს შენ: „ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოსთა ღვთისათა“. ოდეს ყოველნი ტომნი, ანგელოსნი და კაცნი შეიკრიბებიან მეორედ მოსვლაზედ წინაშე დიდებისა უფლისა, მაშინ აღგიარებს შენ უფალი, მაშინ გამოაჩენს შენსა ერთგულებასა, რომელი მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.
ქრისტეს აღიარებ მაშინ, ოდეს სახელითა მისითა გლახაკსა, მცირესა ძმასა შენსა შეეწევი ნაყოფისაგან შენისა; ქრისტეს მოღალატე ხარ, უკეთუ მარტო შენი თავისთვის ზრუნავ და არავის არ ეწევი; ქრისტეს ადიდებ, ოდეს გიყვარს მოყვასი შენი, რომელი შე...
იხილეთ სრულად
ქრისტეს აღიარებ მაშინ, ოდეს სახელითა მისითა გლახაკსა, მცირესა ძმასა შენსა შეეწევი ნაყოფისაგან შენისა; ქრისტეს მოღალატე ხარ, უკეთუ მარტო შენი თავისთვის ზრუნავ და არავის არ ეწევი; ქრისტეს ადიდებ, ოდეს გიყვარს მოყვასი შენი, რომელი შეიყვარა მან და სისხლი დაჰსთხია მისთვის; ქრისტეს უარჰყოფ, თუ მოიძულე ვინმე მოყვასთა შენთაგანი; ქრისტეს აღიარებ, ოდეს გახსოვს მცნება მისი და ყოველთვის სიმართლეს იტყვი და არავის მოატყუებ; ქრისტეს უღალატებ, ოდეს იქცევი მზაკვა...
ნუ ატყუებ, ძმაო, თავსა შენსა. ქრისტეს მოწაფე და ქრისტეს აღმსარებელი მაშინ ხარ, როდესაც აღასრულებ სიტყვათა მისთა; თუ არ მოინანიე ცოდვანი შენნი, თუ ისრეთ რასმე იქმ, რომელიც წინააღმდეგი არის იესო ქრისტესი, ქრისტეს მოღალატე ხარ. გახსო...
იხილეთ სრულად
ნუ ატყუებ, ძმაო, თავსა შენსა. ქრისტეს მოწაფე და ქრისტეს აღმსარებელი მაშინ ხარ, როდესაც აღასრულებ სიტყვათა მისთა; თუ არ მოინანიე ცოდვანი შენნი, თუ ისრეთ რასმე იქმ, რომელიც წინააღმდეგი არის იესო ქრისტესი, ქრისტეს მოღალატე ხარ. გახსოვდეს, რომ შენ ყოვლითა შენითა არსებითა, სულითა და ხორცითა ქრისტეს ეკუთვნი. შენ ქრისტესი ხარ ყოვლითურთ, ქრისტეს სისხლით მოსყიდული ხარ; ქრისტესთანა შეერთებული ხარ, ნათლისღებითგანვე ქრისტეს სახელი გეწოდება: აწ უკეთუ კეთილად ...