უკეთუ თქვენში არავითარიმე ცვლილება არ მოხდა, უკეთუ გაათავებთ რა აღსარებასა და მიიღებთ რა ზიარებასა, კვალადაც დაადგრებით უწინდელს კვალსა და იქმთ უწინდელთა საქმეთა: ვინც გულფიცხელი იყო, ისევ იწყებს მრისხანებასა და მოყვასის გინებასა;...
იხილეთ სრულად
უკეთუ თქვენში არავითარიმე ცვლილება არ მოხდა, უკეთუ გაათავებთ რა აღსარებასა და მიიღებთ რა ზიარებასა, კვალადაც დაადგრებით უწინდელს კვალსა და იქმთ უწინდელთა საქმეთა: ვინც გულფიცხელი იყო, ისევ იწყებს მრისხანებასა და მოყვასის გინებასა; ვინც ამპარტავანი იყო, არ დაიმდაბლა თავი თვისი; ვინც ანგარი იყო, ისრევე დარჩა გაუმაძღარი და ხარბი, ცხად იქმნება, რომელ ამაოდ დაუკარგავს დროება თვისი.
ეცადეთ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, არა უქმად და უნაყოფოდ იყოს შრომა და მოღვაწება თქვენი. ხოლო გსურსთა შეიტყოთ, სასარგებლოდ დარჩა თქვენთვის მარხვა და მონანება თუ არა? არის ერთი ჭეშმარიტი და ნამდვილი ნიშანი, რომელი გამოაჩენს, მი...
იხილეთ სრულად
ეცადეთ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, არა უქმად და უნაყოფოდ იყოს შრომა და მოღვაწება თქვენი. ხოლო გსურსთა შეიტყოთ, სასარგებლოდ დარჩა თქვენთვის მარხვა და მონანება თუ არა? არის ერთი ჭეშმარიტი და ნამდვილი ნიშანი, რომელი გამოაჩენს, მიიღეთა თქვენ სულიერი სარგებლობა? უკეთუ თქვენ ამიერიდგან უმჯობესნი შეიქმენით სულიერად; უკეთუ ის ცოდვა, რომელიცა აქამომდე გაწუხებდათ, განიშორეთ და შეიძულეთ, ხოლო მადლი და სათნოება, რომელიც აქამომდე არ გქონდათ, შეიყვარეთ და ...
უკეთუ კარგად არ განიხილე თავი შენი და კარგად არ აცნობე მოძღვარსა შენსა სულიერი შენი მდგომარეობა, იგი ვერ მოგცემს შენ კეთილსა და ჯეროვანსა კურნებასა. ცოდვა სულისა ჩვენისათვის არის, ვითარცა სნეულება ხორცისა ჩვენისათვის. მკურნალი ვერ...
იხილეთ სრულად
უკეთუ კარგად არ განიხილე თავი შენი და კარგად არ აცნობე მოძღვარსა შენსა სულიერი შენი მდგომარეობა, იგი ვერ მოგცემს შენ კეთილსა და ჯეროვანსა კურნებასა. ცოდვა სულისა ჩვენისათვის არის, ვითარცა სნეულება ხორცისა ჩვენისათვის. მკურნალი ვერ შესძლებს სნეული კაცის მორჩენასა, უკეთუ პირველად არ შეიტყო მიზეზი მისისა სნეულებისა. ეგრეთვე, უკეთუ კეთილად ვერ შეატყობინე მოძღვარსა მიზეზი სულიერისა შენისა სნეულებისა, ვერცა იგი მოგცემს შენ კეთილსა დარიგებასა და სასარგე...
ამ სოფლის სიცოცხლე ღმერთმა დაგვინიშნა, ძმაო, მისთვის, რათა მოვამზადოთ თავი ჩვენი მომავალისა ნეტარებისათვის. ამ სოფლის ყოველივე წარმავალი არის, ყოველივე აქვე დარჩება. და ესრეთ რომელმან კაცმან ამ სოფელში მონახა და გაიჩინა რომელიმე ც...
იხილეთ სრულად
ამ სოფლის სიცოცხლე ღმერთმა დაგვინიშნა, ძმაო, მისთვის, რათა მოვამზადოთ თავი ჩვენი მომავალისა ნეტარებისათვის. ამ სოფლის ყოველივე წარმავალი არის, ყოველივე აქვე დარჩება. და ესრეთ რომელმან კაცმან ამ სოფელში მონახა და გაიჩინა რომელიმე ცრუ საუნჯე, იგი დაჰკარგავს ჭეშმარიტსა, ზეციურსა საუნჯესა. ხოლო რომელმან საუნჯე თვისი დასდვა ზეცათა შინა და ცოტ–ცოტად მოამზადა სული თვისი დაუცხრომელითა მოღვაწებითა, ქველის საქმითა, მარხვითა და ლოცვითა, იგი ერთხელ შეემთხვევ...
რას იქმ, შენ, ჰოი კაცო, ცოდვილო მეორესა შინა საუკუნესა? ყოველნი შენნი საუნჯენი, შენნი კერპნი, შენნი სალოცველნი, ყოველი რაიცა შენ გიყვარდა და რითაც ნუგეშობდი, მოგყვებიან შენ მხოლოდ საფლავამდი, მუნ იგინი გიღალატებენ და დაგიტევენ გაშ...
იხილეთ სრულად
რას იქმ, შენ, ჰოი კაცო, ცოდვილო მეორესა შინა საუკუნესა? ყოველნი შენნი საუნჯენი, შენნი კერპნი, შენნი სალოცველნი, ყოველი რაიცა შენ გიყვარდა და რითაც ნუგეშობდი, მოგყვებიან შენ მხოლოდ საფლავამდი, მუნ იგინი გიღალატებენ და დაგიტევენ გაშიშვლებულსა; ღმერთზე შენ არ ფიქრობდი, სიმართლე არ გიყვარდა, სათნოება გძულდა, ლოცვასა და ღვთის დიდებას მიჩვეული არ ხარ, რაღას იქმ შენ, წარდგომილი ღვთის წინაშე? მართალია, იქაც კი მოგაგონდება ყოველნი აქაურნი შენნი ნუგეშნი. ხ...
რას იქმ შენ მაშინ, ჰოი ამაოების მოყვარეო, ქალო? ვიდრემდის ამ ქვეყანაზე სცხოვრობ შენ, გიყვარს მხოლოდ სამკაული, მოფერება და პატივისცემა. შენ ხარ მხოლოდ მიჩვეული მოლიქნებასა და თაყვანისცემასა; შენი ბედნიერება ის არის, როდესაც სხვათა ...
იხილეთ სრულად
რას იქმ შენ მაშინ, ჰოი ამაოების მოყვარეო, ქალო? ვიდრემდის ამ ქვეყანაზე სცხოვრობ შენ, გიყვარს მხოლოდ სამკაული, მოფერება და პატივისცემა. შენ ხარ მხოლოდ მიჩვეული მოლიქნებასა და თაყვანისცემასა; შენი ბედნიერება ის არის, როდესაც სხვათა ქალთა აჯობებ სამკაულითა და პირმშვენიერებითა; მოაკლდები ამათ ყოველთა, დაჰკარგავ ერთხელ შენთა ნუგეშთა და ბედნიერებათა (გარდაცვალების ჟამს).
რასა იქმ, შენ, ჰოი პატივის და ჩინების მოყვარეო კაცო, როდესაც გარდახვალ იმ საუკუნეში? გული შენი იყო მიჩვეული მხოლოდ ჩინებსა და ორდენებსა; რაც გიყვარდა, ის აქ დაგრჩა და რისაც მიჩვეული არა ხარ, იქ დაგხვდება. რას იქმ შენ მაშინ განშიშვ...
იხილეთ სრულად
რასა იქმ, შენ, ჰოი პატივის და ჩინების მოყვარეო კაცო, როდესაც გარდახვალ იმ საუკუნეში? გული შენი იყო მიჩვეული მხოლოდ ჩინებსა და ორდენებსა; რაც გიყვარდა, ის აქ დაგრჩა და რისაც მიჩვეული არა ხარ, იქ დაგხვდება. რას იქმ შენ მაშინ განშიშვლებული და მოკლებული ყოვლითა შენითა ნუგეშითა?
რასა იქმ შენ მაშინ, ოდეს საუნჯე შენი დაგრჩება აქა და შენ კი გადახვალ იმ სოფელში? რას იქმ შენ, ჰოი კაცო, ვერცხლის ხარბო? შენი სიყვარული და ნუგეში იყო ვერცხლი და სიმდიდრე; საწყალი შენი სული იქ სიმდიდრეს ვეღარ ნახავს.
link
სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. საუნჯე შენი უნდა იყოს ცათა შინა და არა ქვეყანასა ზედა, მისთვის, რომელ ყოველივე ამ სოფლის საუნჯე არის წარმავალი და მოღალატე. ხოლო სული შენი არის უკვდავი.
როგორ ვიცხოვროთ ქვეყანაზე, მეტყვის ვინმე, თუკი არაფერი ქვეყნიური არ მიყვარს და არაფერზე ვზრუნავ? არა, ძმაო, ღმერთმა არ აგვიკრძალა ზრუნვა და შეძენა ყოვლისა, რაიცა არს შენთვის სახმარი. ქვეყანა ღმერთმა შენთვის შექმნა. ყოველივე, რასაც...
იხილეთ სრულად
როგორ ვიცხოვროთ ქვეყანაზე, მეტყვის ვინმე, თუკი არაფერი ქვეყნიური არ მიყვარს და არაფერზე ვზრუნავ? არა, ძმაო, ღმერთმა არ აგვიკრძალა ზრუნვა და შეძენა ყოვლისა, რაიცა არს შენთვის სახმარი. ქვეყანა ღმერთმა შენთვის შექმნა. ყოველივე, რასაც ხედავ, შენია, გარნა შენ კი ქრისტესი ხარ. ვითარცა იტყვის მოციქული: „ყოველივე თქვენი არს, ხოლო თქვენ ქრისტესნი და ქრისტე ღვთისა“ (I კორინ. 3.22); ყოველივე იხმარე, ყოვლითავე ინუგეშე, გარნა სიყვარული ღვთისათვის შეინახე