წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ფარისევლობ ყოველთვინ, ოდესაც ითმენ შენ გულში სიყალბესა და სიცრუესა, არა ისე ლაპარაკობ და მოქმედებ, როგორადაც მოითხოვს შენი სვინიდისი და ჭკუა, არამედ სიცრუით და სიყალბით.
მიხედე, ძმაო, რა ბეჯითად და მტკიცედ ასრულებენ მშობელნი ქრისტესნი ყოველთა წესთა და საღმრთოთა ჩვეულებათა. მაცხოვარი იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა; მისთვის რა საჭირო იყო მისვლა ტაძარში და შეწირვა მსხვერპლისა?! გარნა ეს ჰქმნა მან, რათა მო... იხილეთ სრულად
ვთქვათ, რომ შენ ხარ, ძმაო, ერთი ხელმწიფის მოსამსახურე, ანუ ჩინოვნიკი და საუბედუროდ ქრთამს იღებ. სვინიდისი კი გამხილებს, რომ არ ვარგა ეს, მაგრამ შენ ესრეთ აჩუმებ მას: რა ვქნაო, ცოტა ჯამაგირი მეძლევაო, ცოლ–შვილს რჩენა უნდაო, სხვანი ... იხილეთ სრულად
ფარისევლობა ის არის, ძმაო, როდესაც კაცი შეჰკრავს პირობას თავის სვინდისთან, დააჩუმებს თვისს სვინდისსა და გრძნობას რომლითამე გარეგანითა, ყალბითა და ცრუთა სათნოებათა, როდესაც იგი ითმენს თავის სულში სიმრუდესა, სიცრუესა, სიყალბესა რომე... იხილეთ სრულად
ვგონებ, რომელ კაცსა არა ჰყავს არც ერთი, ფარისევლობაზე უსაშინელესი მტერი. იგი მით უმეტს საშინელ არს, რომელ არის ფრიად მწვრილი და მიფარული გრძნობა, ამასთანავე მზაკვარი და შეუმეცნებელი.
ესრეთნი არიან სამნი ბოროტნი თვისებანი ფარისევლისა, ესე იგი: ამპარტავნება, მოყვასის შეურაცხყოფა და პირში მოფერება ანუ მოტყუება.
რაოდენი არიან ესრეთნი პირნი ჩვენ შორის, რომელნი მრისხანითა სახითა და ფიცხელთა სიტყვათა შინა განიკითხავენ მოყვასთა თვისთა; გაიგონებ რა, იფიქრებ: ამაზედ უმჯობესი კაცი არ არისო, ამას ყოველი ცუდი საქმე ეძაგებაო; გარნა ვინ იცის, იქმნებ... იხილეთ სრულად
აჰა, ძმაო, კიდევ ერთი ხაზი ანუ ნიშანი ფარისევლის სახისა. იგი თუ რაიმეს იქმს, მხოლოდ გარეშეობით და მოჩვენებით. თუ მარხულობს, მხოლოდ კაცთა საჩვენებლად; მსხვერპლს შესწირავს და გლახაკს მისცემს მოწყალებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვანი დ... იხილეთ სრულად
რაი არს და რას ნიშნავს ჭეშმარიტი მარხვა და მსხვერპლის შეწირვა? მეტი არაფერი, მხოლოდ გლოვა, მონანება, შეწუხება, ტირილი და ღვთის ვედრება. როდესაც კაცი ჭეშმარიტად მარხულობს, ამითი ნიშნავს, რომ იგი არის შეწუხებული ცოდვათა თვისთათვის.
ფარისეველი ესრეთ განაგრძობდა თავის გულში ლოცვას: ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა. ვაიმე, ძმაო, რა საშინელი და ზარ–დამცემი ჰაზრი გამოდის სიტყვათა ამათგან! თურმე მარხვა და მსხვერპლის შეწირვა ო... იხილეთ სრულად